შემოსავლების სამსახური – „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, გაზრდილი ნაკადის პირობებში, შეფერხებების გარეშე მუშაობს – მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ

დღის სიახლეები საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი აქტიური სეზონის პირობებში, გაზრდილი ტვირთნაკადისა და მგზავრთა გადაადგილების ფონზე, შეფერხებების გარეშე მუშაობს.

უწყების ცნობით, ორივე ქვეყნის მიმართულებით საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები სტანდარტული რეჟიმით და სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, აქტიური სეზონის გათვალისწინებით, გაზრდილი ტვირთნაკადის/მგზავრთა გადაადვილების პირობებში, მუშაობს შეფერხებების გარეშე და ორივე ქვეყნის მიმართულებით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს სტანდარტული საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები”,- განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, დილიდან სარფის საბაჟო გამშვები პუნქტთან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, საბაჟო კვეთა ხალხის ნაკადის გამო დროულად არ ხდება.

„დილიდან საზღვართან მოვედით და საბაჟოს გადაკვეთას ვცდილობთ. ხედავთ, რამდენი ხალხია, დროულად ვერ ხერხდება მოქალაქეების გატარება. არ ვიცით, რა ხდება. გვსურს, დროულად გადავკვეთოთ საზღვარი, ამისთვის დიდი ხანი გვიწვეს საზღვართან ყოფნა. აღსანიშნავია, რომ აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ მიდიან. როგორ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს საათობით საბაჟოს რიგში დგომა უწევდეს?“, – აცხადებენ მოქალაქეები.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *