თურქეთში იშვიათი, ქრისტიანული ამულეტი და 3500 წლის წინანდელი ბეჭედი აღმოაჩინეს

დღის სიახლეები საზოგადოება

არქეოლოგებმა ცენტრალურ თურქეთში, კარაჰოიუკის დასახლებაში აღმოაჩინეს იშვიათი ოქროს ქრისტიანული ამულეტი, რომელიც IV-V საუკუნეებით თარიღდება და ქვის ბეჭედი ლუვიურ ენაზე იეროგლიფური წარწერით, დაახლოებით 3500 წლის. თხელი ოქროს ფურცელი, სულ რაღაც 0,1 მმ სისქის, პატარა სპილენძის ჭურჭელში იდო. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მასზე შესაძლოა ბიბლიის ფრაგმენტი ყოფილიყო ამოტვიფრული, თავად ამულეტი კი, სავარაუდოდ, ბავშვს ეკუთვნოდა და დამცავ თილისმად გამოიყენებოდა.

კიდევ ერთი აღმოჩენაა ქვის ბეჭედი, რომელზეც ამოტვიფრულია სახელწოდება „კურუნტი-ზიტი“ და ოფიციალური ტიტული. ეს მიუთითებს კარაჰოიუკში განვითარებული ადმინისტრაციული სისტემის არსებობაზე ძვ.წ. 1500-1400 წლებში. არქეოლოგების აზრით, დასახლება, შესაძლოა, ხეთების პერიოდში მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი ყოფილიყო.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *