Flydubai-ს რეისის პილოტი თვითმფრინავით ბენ-გურიონის ტერმინალზე ვარდნას გეგმავდა – პირველად თავდასხმა ივლისში ბორტზე ნაცნობის ყოფნის გამო გადადო

დაკითხვისას, Flydubai-ს რეისის დაკავებულმა პილოტმა განაცხადა, რომ გატაცების შემდეგ, ის თვითმფრინავით თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტზე ვარდნას გეგმავდა. ამის შესახებ ისრაელის Channel 12-ის ჟურნალისტმა, ამიტ სეგალმა განაცხადა. სეგალის თქმით, მეორე პილოტს განზრახული ჰქონდა აეროპორტში რუტინული დაშვების მოჩვენებითი მიახლოება და ბოლო წუთს თვითმფრინავის ტერმინალისკენ მიმართვა, მაგრამ გატაცება დაშავებულმა ინდოელმა პილოტმა აღკვეთა, რომელმაც კაბინის კარის გაღება მოახერხა. იორდანიის თავზე […]

Continue Reading

Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს – შსს-მ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, კლინიკაში 5-მდე პაციენტია […]

Continue Reading

დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად პროტესტის გამო 3 პატიმარი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად კიდევ სამმა პატიმარმა გამოხატა პროტესტი, რის გამოც ისინი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“. ომბუდსმენის აპარატის მიერ 5 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, შაბათ-კვირას, 3–4 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში. მათ მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და კიდევ სამი პატიმარი, რომლებიც […]

Continue Reading

გარდაბანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში 35 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებისას ავტომობილის სახურავზე ავიდა და იმუქრებოდა, რომ სამართალდამცველების მიახლოების შემთხვევაში თავს დაიზიანებდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ადგილზე პოლიციის მობილიზებაც ჩანს. საბოლოოდ სამართალდამცველებმა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 5 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ოქტომბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +12, +17°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი […]

Continue Reading

5 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 სექტემბერს მოწამე ლუპეს, მღვდელმოწამე ირინეოსის, ლიონელი ეპისკოპოსის, ღირსთა ევტიქისა და ფლორენტის, წმ. კალინიკეს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე ლუპე წმიდა მოწამე ლუპე, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა […]

Continue Reading

მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და 19 წლის ქალიშვილის დანაწევრებული ცხედრები იპოვეს – მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი დაკავებულია

რუსეთის ვორონეჟის ოლქში სამართალდამცავებმა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის, ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დაკავებულია თეიმურაზ გოგიაშვილი, დაბადებული 1979 წელს. ის საქართველოს მკვიდრია. ადრე ნასამართლევი არ ყოფილა“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში. მოსკოვის პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო, პროკურორის მონაწილეობით, ეჭვმიტანილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხზე […]

Continue Reading

თბილისში სროლა იყო – ხილიანზე ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო

თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხილიანის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ipn.ge გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პენიტენციური სამსახური – რუსთავის №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული თანამესაკნემ საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათი თქმით, მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. „აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად […]

Continue Reading

“ყველაფერი გააქვს საქართველოდან, მხოლოდ სახლს იტოვებს“ – ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ჰყიდის, მათ შორის მშენებარე კომპლექსს – მედია

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი ხა­შურ­ში ბიზ­ნესს ჰყი­დის. მათ შო­რის, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუსს “ტე­რა­სა ივე­რი­ას”, რო­მე­ლიც ხა­შუ­რის ცენ­ტრში შენ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია “ქარ­თლის ამ­ბე­ბი“, ხა­შუ­რის საკ­რე­ბუ­ლოს წევრ, ზაზა მეხ­რიშ­ვილ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. მეხ­რიშ­ვი­ლის თქმით, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს იტო­ვებს. “ყვე­ლა­ფე­რი გა­აქვს სა­ქარ­თვე­ლო­დან. მხო­ლოდ სახ­ლს იტო­ვებს. სხვა არა­ფე­რი ვიცი” – წერს ზაზა მეხ­რიშ­ვი­ლი. ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი 2012–2016 […]

Continue Reading

თურქეთში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის ადანას პროვინციის საიმბეილის რაიონში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შესახებ თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურმა (AFAD) განაცხადა. ბიძგები ადგილობრივი დროით 14:19 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 7.99 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მოგვიანებით, 15:43 საათზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ცენტრალური თურქეთის ქალაქ ოსმანიეში. მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა მერსინის, გაზიანტეპის, კილისისა და ოსმანიეს პროვინციებში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ილია მეორის საფლავი შეიცვალა – როგორია პატრიარქის საფლავი ახლა და როგორი იქნება, როცა დასრულებულ სახეს მიიღებს

სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია II-ის საფ­ლა­ვი სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში თუ აქამ­დე ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით იყო შემ­კუ­ლი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით­ვე ახ­ლდე­ბო­და, ამ­ჟა­მად სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. საფ­ლა­ვი შე­იც­ვა­ლა და და­უ­ახ­ლოვ­და იმ სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას, რა­საც ის, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მალე მი­ი­ღებს. საფ­ლა­ვის შეც­ვლის შე­სა­ხებ, ლე­ვა­ნ ჭი­ქი­ნაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან გახდა ცნობილი, რომელიც ახლა სა­მე­ბის ტაძ­რის მე­და­ვით­ნე და სტი­ქა­რო­სა­ნია, მანამდე კი, სა­პატ­რი­არ­ქოს […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ ერთმანეთს უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ და ერთიანი ძალებით დავიხსნათ საქართველო

ისინი იხდიან ბოდიშს ივანიშვილის მოყვანისთვის და მე, მიხეილ სააკაშვილმა, მინდა ბოდიში მოვუხადო მთელ საქართველოს იმისთვის, რომ უფრო მეტად ვერ შევეწინააღმდეგე ამ ეროვნული კატასტროფის დადგომას , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ ერთმანეთს უნდა მოუხადოს ბოდიში, „ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ და ერთიანი ძალებით დავიხსნათ საქართველო“. „ბევრმა ადამიანმა […]

Continue Reading

კახა კალაძე – როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა, თქვენ იქიდანაც გინდათ და აქედანაც გინდათ, ასე არ გამოდის

ფასს განსაზღვრავს ბაზარი. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში ამ კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლიათ და შესაძლებელია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში? – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის გამოყოფილ კალათებს და პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოეხმაურა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი […]

Continue Reading

„ახალი პანდემიის შიშის ფონზე, პუტინის რეჟიმი „შავი ჭირის“ აფეთქებას „მალავს“ – The Sun

2 ოქტომბერს, ირკუტსკის ოლქში, შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში 28 წლის ქალი “შავი ჭირით” გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტი საავადმყოფოს დირექტორმა დაადასტურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, 1 ოქტომბრიდან საავადმყოფოში რამდენიმე განყოფილებაში პაციენტების მიღება და გაწერა შეჩერებულია. სტაციონარული განყოფილება კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო ამბულატორიული კლინიკა ღია რჩება. იმის შესახებ, რომ რუსეთში „შავი ჭირის“ აფეთქებაა, ბოლო დროს ბევრი საერთაშორისო მედიასაშუალება […]

Continue Reading

ტრამპი: ირანს აღარ სურს ბირთვული იარაღის წარმოება

თეთრ სახლთან გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ თეირანს ბირთვული იარაღის წარმოების გეგმები არ აქვს. ამით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომელმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ისინი არ აპირებენ ატომური ბომბის შემუშავებას, რადგან ეს აშკარად აკრძალულია გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ფატვათი. „ირანმა, როგორც იცით, პრაქტიკულად […]

Continue Reading

ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც “თეთრი ხელთათმანები” ჰქვია – გიორგი დავითაძის ოჯახი

„ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც თეთრი ხელთათმანები ჰქვია“ – გიორგი დავითაძის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობას და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ოჯახი ხელისუფლებას პატიმრის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ციხეებში არსებულ ვითარებაზე საჯარო ბრძოლას იწყებს. გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქმის ობიექტური გამოძიების […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, ღამით მაღალმთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით […]

Continue Reading

4 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 4 ოქტომბერს მოციქულ კოდრატე 70-თაგანის, მღვდელმოწამეთა იპატიოს ეპისკოპოსის და ანდრია ხუცის, ისააკისა და მელეტისა, მოწამეთა ევსევის და პრისკეს ხსენების დღეს და როსტოველი მიტროპოლიტის დიმიტრის წმიდათა ნაწილთა პოვნას აღნიშნავს. მოციქული კოდრატე 70-თაგანი წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა […]

Continue Reading

დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი – კობახიძე დავითაძეზე

არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას. დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატიმრის ოჯახის წევრები ცდილობდნენ, ადამიანი, რომელმაც არაერთი ტყვია ესროლა პოლიციელს და დაჭრა, გაემართლებინათ. „არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, […]

Continue Reading

რადარებიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელიც ბერმუდის კუნძულებიდან ბოსტონში მიფრინავდა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნანტაკეტის კუნძულის სანაპიროსთან რადარიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ სანაპირო დაცვა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იტყობინება. „სანაპირო დაცვა ეძებს Gulfstream-ის თვითმფრინავს, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ შაბათს დილით თვითმფრინავთან კონტაქტის დაკარგვის შესახებ განაცხადა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ძებნა ნანტაკეტის სანაპიროსთან მიმდინარეობს“. სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ბერმუდის კუნძულებიდან […]

Continue Reading

ელჩი – გერმანიასა და საქართველოს განსაკუთრებულად ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებთ, თუმცა, დღეს ამ ურთიერთობებზე საუბარი მწუხარების გამოხატვასაც ნიშნავს იმის შესახებ, თუ რამდენად დაზიანდა ეს ურთიერთობები გასულ წელს – რას პასუხობენ “ქართულ ოცნებაში

გერმანიასა და საქართველოს განსაკუთრებულად ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებთ. თუმცა, დღეს გერმანიისა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბარი ასევე, მწუხარების გამოხატვას ნიშნავს იმის შესახებ, თუ რამდენად დაზიანდა ეს ურთიერთობები გასული წლის განმავლობაში,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში საერთაშორისოდ ყველაზე ცნობილ საქართველოს უნივერსიტეტად იქცა, რასაც მხარს უჭერდა დიდი […]

Continue Reading

დავითაძეების ოჯახი ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდა

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ავთანდილ დავითაძე, რომლის პატიმარი შვილი ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში გაუპატიურების შესახებ საუბრობს, ყველა იმ ბადრაგის იდენტიფიცირებას ითხოვს, რომელიც დეესკალაციის საკანში სავარაუდო ძალადობაში მონაწილეობდა. დავითაძე ეხმაურება ციხეების უფოროსის, გიორგი პატარიძის განცხადებასაც, რომელმაც ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს გუშინ მადლობა გადაუხადა. “თითოეული ამ მოძალადე ჯალათის ფოტო უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ქვეყანას უნდა ვაცნობოთ, […]

Continue Reading

ქალმა აეროპორტის საპირფარეშოში იმშობიარა, სხვადასხვა ვერსიით, ბავშვი დაახრჩო და თავადაც გარდაიცვალა – მედია

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში 30 წლის ქალმა ტერმინალის საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც დედაც და ახალშობილიც გარდაიცვალნენ. მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ინციდენტის გარემოებებს იძიებს. არსებული ინფორმაციით, ნატალია 11 წლის ქალიშვილთან და 38 წლის პარტნიორ დიმიტრისთან ერთად, თურქეთში შვებულებიდან ბრუნდებოდა. მოსკოვში დაშვების შემდეგ, ის აეროპორტის საპირფარეშოში შევიდა, სადაც მას მშობიარობა დაეწყო. სხვა მგზავრებმა […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების ინსტიტუციური წევრია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების (EMS) ინსტიტუციური წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება EMS-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა, სათათბირო სხდომაზე, ერთხმად მიიღო. EMS-ის ინსტიტუციური წევრობა გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ევროპის მათემატიკურ საზოგადოებაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტეგრაციისთვის. პარტნიორობა გაზრდის უნივერსიტეტის ცნობადობას, მოიზიდავს უცხოელ მეცნიერებსა და […]

Continue Reading

“პუპსიკა”, “სვინჩო”, “რიჟა”, “გრიალო” – ვინ არიან დღეს დაკავებული ქურდები და მათთან დაკავშირებული კრიმინალები

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში,  თბილისსა და რეგიონებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს

ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავის ფასი დაიკლებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალაბამაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. „დღეს დილით „დიდი შვიდეულის“ წევრებს ვესაუბრე და მოხარული ვარ გაცნობოთ, მარაგებიდან დიდი რაოდენობით დიზელის საწვავის ბაზარზე გატანის შესახებ ევროპასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, „დიზელის საწვავის ფასები უკვე იკლებს“. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი დავითაძეზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ და ითხოვენ, სრულად გასაჯაროვდეს კადრები, სადაც მათივე განმარტებით, მსჯავრდებულზე ძალადობაა ასახული. გიორგი დავითაძის დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, ბადრაგები, რომლებიც, მისივე თქმით, პატიმრებზე ძალადობენ, უნდა დაისაჯონ. „მოძალადე ტრაპაიძე თავისი არაკაცი, პატარა კაცებით, რომლებიც შეკრებილი ჰყავს, ძალადობენ პატიმრებზე და ამას არ […]

Continue Reading

სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ” ქართულმა ოცნებამ” ვადამდელი არჩევნები ჩანიშნოს

სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვადამდელი არჩევნები ჩანიშნოს – ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ყველა სცენარისთვის მომზადებულები იყვნენ. “მომავალი არჩევნები იქნება საზოგადოების სიტყვის თქმის დრო” – განაცხადა ფბ-ლაივში სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, ამათ ერთ-ერთ სცენარში იყოს ვადამდელი არჩევნები – სანამ ოპოზიცია დაშლილია, სანამ საზოგადოება არ მოსულა აზრზე და […]

Continue Reading

4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი. „დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები აღნიშნული […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 3 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +12, +17°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°. აღმოსავლეთ საქართველოში […]

Continue Reading

3 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ოქტომბერს დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდას, მისი ცოლის თეოპისტიას და მათი შვილების აღაპის და თეოპისტეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს. ევსტათი ისეთი მეომარი იყო, რომ მტრებს მისი […]

Continue Reading

მეუფე გიორგი პატიმრის შესახებ – თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი. არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას “მინდა გამოვეხმაურო პენიტენციურ […]

Continue Reading

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო „ომისთვის სრული სახელმწიფო მზადყოფნის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს – მედია

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო „ომისთვის სრული სახელმწიფო მზადყოფნის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს. „რჟეჩპოსპოლიტას“ ცნობით, კანონპროექტის მიზანია ეროვნული თავდაცვის მართვის ოპტიმიზაცია. ამჟამად სამინისტროში მისი განხილვა მიმდინარეობს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტში ასახული მთავარი მიზანია „პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, შეიარაღებულ ძალებსა და შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება და არსებული რეგულაციების თანამედროვე საფრთხეებთან, კერძოდ, ჰიბრიდულ, კიბერ და დეზინფორმაციულ საფრთხეებთან ადაპტირება“. კანონპროექტი, […]

Continue Reading

ემანუელ მაკრონი -„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები დიზელის საწვავის ფასის შესამცირებლად ბაზარზე 100 მილიონი ბარელის გატანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მაკრონის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები კოორდინირებულად მუშაობაზე შეთანხმდნენ დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად. მისი თქმით, „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა სამ რამეზე: უფრო მოქნილი გახადონ წარმოება, რათა მაქსიმალურად გაზარდონ წარმოება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე; ოთხი […]

Continue Reading

გამოსახლება გორში – ნინო სუბაში ამბობს, რომ ბანკიდან სესხი აიღო და თანხა დროულად ვერ გადაიხადა

გორში, სტალინის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოქალაქე ნინო სუბაში და მისი ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან იძულებით გამოასახლეს. ამის შესახებ “ქართლის ამბები” იუწყება. ნინო სუბაში ამბობს, რომ ბანკიდან სესხი აიღო და თანხა დროულად ვერ გადაიხადა. საფინანსო ორგანიზაციას სესხის გადავადების თაობაზე მიმართა, თუმცა, მისი განმარტებით, უარი მიიღო. როგორც დაზარალებულმა ჟურნალისტებს განუმარტა, ბინა ბანკმა აუქციონზე 3 ათას დოლარად […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 3 ოქტომბრიდან

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6039 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6042 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9257 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი  2.9407 ლარს შეადგენს. თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0530 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 ოქტომბერსშევა ძალაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

თბილად ზიან კაბინეტებში და რაში აინტერესებთ ჩემი ამბები მათ, ვინც მე და ჩემმა ოჯახმა მოვიყვანეთ, რატომ არ დაიქცა ის დღე” – ირმა დავითაძე

დედა, რომლის პატიმარი შვილი ციხეში გაუპატიურებაზე საუბრობს, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრას ითხოვს – ირმა დავითაძე ამბობს, რომ სტრასბურგამდე ჩაიტანს ყველა ინფორმაციას და რომ იმ “ხელისუფლებას, რომელცი თავად მოიყვანა, ისე წაიყვანს”. ქალი რომელიც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ცოლია, ამბობს, რომ ივანშვილის გუნდის წევრებს, მათ შორის თეა წულუკიანს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა თავისი შვილის საკითხზე, თუმცა წულუკიანი […]

Continue Reading

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა: რეგიონული სტაბილურობის გასაღები – მედია

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა შეაჯამა თურქ და ქართველ კოლეგებთან სამმხრივი შეხვედრის შედეგები, რომელიც დღეს შუშაში გაიმართა და მას ქვეყნების მეგობრობის, პარტნიორობისა და სტრატეგიული დიალოგის ნათელი დემონსტრირება უწოდა. თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების დღევანდელი, მე-13 შეხვედრა შუშაში სამ ქვეყანას შორის მეგობრობის, პარტნიორობისა და სტრატეგიული დიალოგის ნათელი დემონსტრირება იყო, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა […]

Continue Reading

ლევან მაჭავარიანი გაუპატიურების შესახებ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის განცხადებაზე – რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, რომელიც აგენტურული ქსელის მედიასაშუალებებმა აიტაცეს

აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, რომელიც შემდეგ აგენტურული ქსელის მედიასაშუალებებმა აიტაცეს – ყველაფერი რამდენიმე წუთში გაიშიფრა, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებას. მისი თქმით, ციხეებში ყველაფერი ისეა, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და არანაირი მსგავსი კამპანია ვერ იმუშავებს. „აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, რომელიც შემდეგ […]

Continue Reading

მედია: ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ნასვამმა პირებმა ექიმები სცემეს

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ემერჯენსის განყოფილებაში ექიმები სცემეს – ინფომაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პირებმა დააზიანეს სამედიცინო ინვენტარი დააზიანეს. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ორი კაცი დაკავებულია. კლინიკის დირექტორის, ლაშა რომანაძის განცხადებით, კაცები სამედიცინო დაწესებულებაში პირველადი დახმარების მისაღებად შევიდნენ. მისი თქმით, ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და კლინიკის ერთ-ერთი მედპერსონალის მიერ გაწეულ დახმარებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც ფიზიკურ […]

Continue Reading

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო – N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას

თბილისის N61 საბავშვო ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. „საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პირველად 2018 წელს, მეორედ კი 2023 წელს მოამზადა. დოკუმენტის მიხედვით, N61 ბაღის შენობის ექსპლუატაცია შესაძლებელი იყო, თუმცა უნდა გაგრძელებულიყო დაკვირვება და ამ მიზნით შიდა სივრცეებში გაიკრა თაბაშირის ყალაურები.30 სექტემბერს თბილისის […]

Continue Reading

თუ ციხეში პატიმრების წამება გაგრძელდა, ამას უნდა გადაჰყვეს კობახიძის მმართველობა – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, თუ პატიმარ გიორგი დავითაძის მსგავსად, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სხვა პატიმრებიც გამოჩნდებიან, რომლებცი ანალოგიურ მოპყრობაზე ისაუბრებსნ, მაშნ ამას ირაკლი კობახიძის მთავრობა “გადაყვება”. პოლიტიკოსის თქმით, ის ესაუბრა სახალხო დამცველს და მისგან მიიღო პირობა, რომ პატიმართა ნომერ მეექვსე დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები კიდევ შევლენ და უფრო დეტალურად შეისწავლიან საკითხს. მე დღეს […]

Continue Reading

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2025 წლის 21 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს. საუბარია ეპიზოდზე, როცა მსჯავრდებულის განცხადებით, მასზე სექსუალური ძალადობა მოხდა. “სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე – კობახიძის მიერ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტო პროტოკოლურია – ფაქტი, რომ „ოცნებას“ ამ ფოტოს ფრიალი სჭირდება, კიდევ სხვა უბედურებაა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვა პროტოკოლური შეხვედრებით, პროტოკოლური ფოტოებით და ხელის ჩამორთმევით, არ წყდება – დონალდ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტოც აბსოლუტურად პროტოკოლური ფოტო იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ ირაკლი კობახიძისა და დონალდ ტრამპის საერთო ფოტოს გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ის რომ სჭირდება, […]

Continue Reading

ბულგარეთის ეკლესიის წევრების ნაწილი მსოფლიო პატრიარქის ვიზიტს ეწინააღმდეგება

ბულგარეთში ორ ათასზე მეტმა სასულიერო და საერო პირმა მოითხოვა მსოფლიო პატრიარქის მოსალოდნელი ვიზიტის გაუქმება მისი ქმედებებისადმი უთანხმოებისა და განხეთქილების ლეგიტიმაციის საფრთხის გამო. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კანცელარიაში ორ ათასზე მეტი სასულიერო პირის, მონაზვნისა და საერო პირის მიერ ხელმოწერილი ღია წერილი წარადგინეს, რომელშიც რილას მონასტერში პატრიარქ ბართლომეოსთან თანაწირვის უარყოფას ითხოვენ. ამის შესახებ “მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირი” […]

Continue Reading

პროტესტი თემქაზე 61-ე ბაგა-ბაღთან – მშობლები შენობის დახურვის რელაურ მიზეზს ითხოვენ

პროტესტია თემქაზე, ნომერ 61-ე ბაგა-ბაღთან. როგორც ირკვევა, სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მშობლებს გამოუცხადეს, რომ ბაღი განუსაზღვრელი ვადით იკეტება და ბავშვების ტარება ალტერნატიულ სივრცეებში შესთავაზეს. შენობის დახურვის სავარაუდო მიზეზი ექსპერტიზის დასკვნაა, რომლითაც ამტკიცებენ, რომ შენობა საშიშია. თუმცა, პროტესტის შემდეგ თქვეს, რომ ბაღში ბავშვების ტარება განმეორებითი ექსპერტიზის შედეგებამდე იქნება შესაძლებელი. მშობლები ზუსტ პასუხს ითხოვენ, საშიშია თუ […]

Continue Reading

არსებობს საფრთხე, რომ ზღვის ზემოქმედების შედეგად გზა მნიშვნელოვნად დაზიანდეს ან საერთოდ წაიღოს – რა ხდება ჩაქვის სანაპიროზე

ჩაქვში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის სანაპიროსთან არსებული გზის მონაკვეთს ზღვა წლებია რეცხავს. ადგილობრივების თქმით, პრობლემის შესახებ შესაბამისი უწყებებისთვის არაერთხელ მიუმართავთ, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია. როგორც „აჭარა თაიმსს“ მოქალაქემ აცნობა, ამ ეტაპზე მდგომარეობა განსაკუთრებით გართულებულია და არსებობს საფრთხე, რომ ზღვის ზემოქმედების შედეგად გზა მნიშვნელოვნად დაზიანდეს ან საერთოდ წაიღოს. „წლებია მოსახლეობა ამას ითხოვს, მაგრამ არავინ აქცევს […]

Continue Reading

ბათუმში დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს. ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართები […]

Continue Reading

“ბადრაგმა გამაუპატიურა” – პატიმრის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლოში

პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს –  შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს –  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ […]

Continue Reading