ილია მეორის საფლავი შეიცვალა – როგორია პატრიარქის საფლავი ახლა და როგორი იქნება, როცა დასრულებულ სახეს მიიღებს

დღის სიახლეები საზოგადოება

სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია II-ის საფ­ლა­ვი სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში თუ აქამ­დე ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით იყო შემ­კუ­ლი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით­ვე ახ­ლდე­ბო­და, ამ­ჟა­მად სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. საფ­ლა­ვი შე­იც­ვა­ლა და და­უ­ახ­ლოვ­და იმ სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას, რა­საც ის, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მალე მი­ი­ღებს.

საფ­ლა­ვის შეც­ვლის შე­სა­ხებ, ლე­ვა­ნ ჭი­ქი­ნაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან გახდა ცნობილი, რომელიც ახლა სა­მე­ბის ტაძ­რის მე­და­ვით­ნე და სტი­ქა­რო­სა­ნია, მანამდე კი, სა­პატ­რი­არ­ქოს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და პატ­რი­არ­ქის დაც­ვის წევ­რი იყო.

“და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვით ადრე და­ი­გეგ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მამა კი­რი­ო­ნი მო­ვი­და, გავ­ზო­მეთ, ზო­მე­ბი ავი­ღეთ, რომ ახა­ლი საფ­ლა­ვი ვი­ზუ­ა­ლუ­რად მიმსგავ­სე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სა­მო­მავ­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით რა სი­მაღ­ლე და ფორ­მაც ექ­ნე­ბო­და საფ­ლავს…  ხის მა­სა­ლაა და მერე თბი­ლი­სის ფე­რის­ცვა­ლე­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში ამ ხის შე­სა­ფე­რი­სი გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი მო­ქარ­გეს… მოკ­ლედ, ჯერ შიდა თეთ­რი, რძის­ფე­რია, რაც მთლი­ა­ნად გა­და­ე­ფა­რა და მერე ზე­მო­დან გა­და­ე­ფა­რა ხა­ვერ­დის შინ­დის­ფე­რი ქსო­ვი­ლი, სა­დაც უკვე აწე­რია: “სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II“. ზედ გა­მო­სა­ხუ­ლია სე­რა­ფი­მე­ბიც, ჯვა­რიც და ასე­თი ფორ­მა აქვს.

ambebi.ge

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *