Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს – შსს-მ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დღის სიახლეები სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში 5-მდე პაციენტია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წვეულებაზე მისულმა უცხო პირმა, სავარაუდოდ, „ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაყარა“.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *