თბილად ზიან კაბინეტებში და რაში აინტერესებთ ჩემი ამბები მათ, ვინც მე და ჩემმა ოჯახმა მოვიყვანეთ, რატომ არ დაიქცა ის დღე” – ირმა დავითაძე

დღის სიახლეები საზოგადოება

დედა, რომლის პატიმარი შვილი ციხეში გაუპატიურებაზე საუბრობს, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრას ითხოვს – ირმა დავითაძე ამბობს, რომ სტრასბურგამდე ჩაიტანს ყველა ინფორმაციას და რომ იმ “ხელისუფლებას, რომელცი თავად მოიყვანა, ისე წაიყვანს”.

ქალი რომელიც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ცოლია, ამბობს, რომ ივანშვილის გუნდის წევრებს, მათ შორის თეა წულუკიანს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა თავისი შვილის საკითხზე, თუმცა წულუკიანი მას არ შეხვდა.

“სტრასბურგამდე ჩავალ, ყვეალფერს წავიღებ და ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან. მოვითხოვ, სასწრაფოდ შემხვდეს ქვეყნის პრეზიდენტი და გაგვესაუბროს, მიიღოს ზომები, გამოძახონ ეს ვაი-მინისტრები და იქ განვიხილოთ ეს ყველაფერი. ყველას მივმართე, არავინ ყურს არ იღო. ვის არ დავურეკე – თეა წულუკიანს, რომელ ერთს არ დავურეკე. თეამ რა თქვა და არაფერი, არც შემხვდა. არ აინტერესებთ ახლა, თბილად ზიან კაბინეტებში და რაში აინტერესებთ ჩემი ამბები მათ, ვინც მე და ჩემმა ოჯახმა მოვიყვანეთ, რატომ არ დაიქცა ის დღე”, – ამბობს ირმა დავითაძე.

“ტვ პირველი”

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *