“ყველაფერი გააქვს საქართველოდან, მხოლოდ სახლს იტოვებს“ – ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ჰყიდის, მათ შორის მშენებარე კომპლექსს – მედია

დღის სიახლეები საზოგადოება

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი ხა­შურ­ში ბიზ­ნესს ჰყი­დის. მათ შო­რის, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუსს “ტე­რა­სა ივე­რი­ას”, რო­მე­ლიც ხა­შუ­რის ცენ­ტრში შენ­დე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია “ქარ­თლის ამ­ბე­ბი“, ხა­შუ­რის საკ­რე­ბუ­ლოს წევრ, ზაზა მეხ­რიშ­ვილ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მეხ­რიშ­ვი­ლის თქმით, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს იტო­ვებს.

“ყვე­ლა­ფე­რი გა­აქვს სა­ქარ­თვე­ლო­დან. მხო­ლოდ სახ­ლს იტო­ვებს. სხვა არა­ფე­რი ვიცი” – წერს ზაზა მეხ­რიშ­ვი­ლი.

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი 2012–2016 წლებ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ხა­შუ­რის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი იყო. 2021 წლის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე ის ხა­შუ­რის მე­რო­ბა­ზე და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­და­ტად კენ­ჭისყრას გეგ­მავ­და, თუმ­ცა კან­დი­და­ტუ­რა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­სარ­გებ­ლოდ მოხ­სნა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *