თბილისის მერია – ინტენსიურად იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ყველა პრობლემური ლოკაცია

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობოთ, პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. „წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 აგვისტოს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18, დღისით +24, +29°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა […]

Continue Reading

15 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 15 აგვისტოს ზეიმობს პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანებას და პოვნას ნაწილთა მართალთა – ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა და მღვდელმოწამე სტეფანეს, რომის პაპისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს. პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლს და პოვნა ნაწილთა მართალთა – ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა. აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით […]

Continue Reading

“ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი” – ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს

ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მიმართავს ავრცელებს. სუხიშვილი აცხადებს, რომ მათ მიმართ წლების მანძილზე არაერთი უსაფუძვლო ბრალდება გამოთქმულა, რასაც მიჩნეული არიან. “გავიხსენებდი თუნდაც იმას, რომ თითქოს 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, თუნდაც ეჭვის ქვეშ რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების დაყენებას. ვთვლი, რომ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ არაფერი გჭირს არც […]

Continue Reading

გაეცანით თქვენ უფლებებს – „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებით, „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წესი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას. რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას განახორციელებს სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც […]

Continue Reading

გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და… – როგორ იმსხვერპლა 16 წლის გოგონა მწვანე კონცხთან მატარებელმა

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული 16 წლის სანდრა შარაშიძეა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ბოტანიკურ ბაღთან მოხდა. სანდრას სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ის ადგილზე დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით, გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და ვერ გაასწრო მატარებელს. როგორც “პალიტრავიდეოს” წყარო უყვება, გოგონა მწვანე კონცხზე ცხოვრობდა და როცა ეს ტრაგედია მოხდა, ზღვიდან სახლში ბრუნდებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის […]

Continue Reading

რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო იდენტიფიკაციასა (ჩიპირება) და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი პატრონიანი ძაღლების ჩიპირების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო და აღნიშნა, რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს, რაც უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას. რეგიონებში პატრონიან ძაღლებს ჩიპირება, ვაქცინაცია და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 14 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18,+23°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +20, +25°.აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლეწვიმა და […]

Continue Reading

დღეიდან მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო

დღეიდან მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო. მარხვა ორკვირიანია და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

14 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 აგვისტოს შვიდ მაკაბელ მოწამეს, მათ დედას სოლომონიას და მოძღვრს ელიაზარს იხსენიებს. ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, […]

Continue Reading

შსს – დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს სგპ „დარიალი“

დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორ უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო […]

Continue Reading

ტელეკომპანია “ტვ პირველი” 5 ათასი ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი” „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 5000 ლარით დააჯარიმა. როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 27 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტელეკომპანიის არხზე 11:00, 13:00, 15:00 და 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში “იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით […]

Continue Reading

„დარიალიდან“ მოქალაქეების, საპატრულო პოლიციის და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის გამოც სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა. მათივე ცნობით, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. […]

Continue Reading

რუსებმა საქართველოში უფრო ხშირად დაიწყეს ფრენა – რუსეთის ტურისტული სერვისი

რუსებს შორის ზაფხულის არდადეგები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება, ქვეყანაში ფრენებზე მოთხოვნა 8.5%-ით გაიზარდა, იუწყება ტურისტული სერვისი Tutu.ru. მათივე ცნობით, რუსი მოგზაურები წელს ზაფხულის არდადეგებისთვის სულ უფრო ხშირად ირჩევენ საქართველოს, ხოლო ქვეყანაში მოსახვედრად საჰაერო გზას ირჩევენ. „სერვისმა გააანალიზა რუსეთიდან საქართველოში ფრენებზე მოთხოვნა 2026 წლის ივნისს, ივლისსა და აგვისტოში. ამ ზაფხულს მოთხოვნა 8.5%-ით გაიზარდა, ხოლო მგზავრების […]

Continue Reading

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან […]

Continue Reading

საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება – I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება – 2026-2027 სასწავლო წელს I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს საჯარო სკოლებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და გამოცემის პროცესი აქტიურ ფაზაშია. „2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების განახლება I, V, VII, IX და […]

Continue Reading

4 გარდაცვლილი და 17 დაშავებული – გომის მთაზე ავარიისას მიკროავტობუსის ყველა მგზავრი ბელარუსი ტურისტი იყო

გომის მთაზე გუშინ საღამოს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც bm.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დაშავებულია 17 ადამიანი, ხოლო 4 გარდაიცვალა. უწყების ცნობით, ყველა მათგანი ბელარუსი ტურისტი იყო. მიკროავტობუსის მძღოლი კი – ქართველი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 13 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +15, +20, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°.აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლეწვიმა და […]

Continue Reading

13 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 აგვისტოს ცხოველსმყოფელი ჯვარის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაულს ზეიმობს და ასევევ იხსენიებს ღირს არსენს, ნინოწმიდელ ეპისკოპოსს, მართლ ევდოკიმე კაბადოკიელს და მოწამე ივლიტას. ცხოველსმყოფელი ჯვარის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, […]

Continue Reading

გურიაში ექვსი ადამიანი, რომლებიც ტყიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი ექვსი მოქალაქე ტყის მასივიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ერთი პირის გადმოყვანა, სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით კი სასაზღვრო პოლიციის […]

Continue Reading

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ამ ქვეყნიდან ვიზიტების რაოდენობა წლიურად 5.1%-ით გაიზარდა. კერძოდ, ამავე მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების 610 825 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს 29 726 ვიზიტით აღემატება. მიუხედავად განხორციელებული ვიზიტების ზრდისა, შემცირებულია რუსი ტურისტების […]

Continue Reading

სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება – სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, ფორმის რეალიზაცია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება. სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება სპეციალურად განსაზღვრულ რეალიზაციის პუნქტებში ან სამინისტროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით ონლაინ. რეალიზაციის თითოეულ პუნქტში, სულ მცირე, ერთი საბანკო გადახდის ტერმინალი უნდა იყოს განთავსებული. […]

Continue Reading

გიორგი კალანდია ლონდონში ქართველი მხატვრის არქივის აღმოჩენაზე წერს, რომლის მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გასულ წელს აფხაზეთში დაიწვა

ისტორიკოსი გიორგი კალანდია ლონდონში აღმოჩენის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ლონდონში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების (Royal Asiatic Society) კოლექციაში დიდი ქართველი მხატვრის — ალექსანდრე შერვაშიძის არქივი აღმოჩნდა, რომლის მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გასულ წელს აფხაზეთში გაჩენილ ხანძარს შეეწირა: “ძალიან მაგარი ამბავი მაქვს! ლონდონში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების (Royal Asiatic […]

Continue Reading

12 აგვისტოს დიდგორობაა

დღეს დიდგორობაა. მთავარი სახალხო ზეიმი, ტრადიციულად, დიდგორის ველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმართება, სადაც საზეიმო და კულტურული ღონისძიებები ტარდება. დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ, დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან) გაიმართა. საქართველოს ისტორიაში დიდგორის ბრძოლა უდიდეს გამარჯვებათა რიცხვს მიეკუთვნება. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის […]

Continue Reading

ლიმონათის საწარმო დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს ,,ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი12 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°. […]

Continue Reading

12 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 აგვისტოს ცოტნე დადიანის, მოციქულთა: შილას, სილუანეს, კრისკენტის, ეპენეტოსის და ანდრონიკეს, მოწამე იოანე მხედრის, და სხვა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ცოტნე დადიანი ცოტნე დადიანი იყო დიდგვაროვანი ქართველი ფეოდალი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის პირველ ნახევარში. ცოტნე დადიანი მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში 1245 წელს. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მისი მონაწილეები დააპატიმრეს […]

Continue Reading

ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს – მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული. Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მისი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა. სტრატეგიის მიხედვით, ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. […]

Continue Reading

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება – რას გულისხმობს ცვლილება

საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება – ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. აღნიშნული გეგმა მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მათი შეფასებით, სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით […]

Continue Reading

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, რომ 99%-მა პროფესიულ საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა, განმარტებას აკეთებენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრში განუცხადეს, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მათემატიკის მასწავლებლების 99%-მა პროფესიულ საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა, მათ არ გაუვრცელებიათ. „ცენტრს მასწავლებლის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია“, – განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ზოგიერთ საგანში, 2026 […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. […]

Continue Reading

11 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 აგვისტოს მოწამე ევსტათი მცხეთელის, მოწამე კალინიკეს, მოწამე სერაფიმა ქალწულის, მოწამე თეოდოტიას და სამთა ყრმათა მისთა, ასევე ღირსმოწამე მიქაელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ევსტათი მცხეთელი ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე […]

Continue Reading

ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით! ეს მართლა ფარისეველი იდიოტები!” – ვის მიმართავს მომღერალი ნინი შერმადინი

ამერიკაში მყოფი ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმაურება “ფეისბუქის” მომხმარებლის ქეთევან მიქიაშვილს პოსტს, რომელსაც ჩამოთვლილი ჰყავს ის ადამიანები, ვინც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმყოფებოდა.მათ რიცხვში მოხსენიებულია ნინი შერმადინი, რომელთან დაკავშირებითაც პოსტის ავტორი წერს, რომ შერმადინი რუსეთში 2005 წელს იყო: “2005 წ. ნინი შერმადინი (2008 წლის რუსულ სტატიაში წერია აქ უნდა იმღეროსო და […]

Continue Reading

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამის განცხადებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. „აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში ყოველ საღამოს თავს ესხმიან, ემუქრებიან და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ჟურნალისტმა დღეს პირად „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცები […]

Continue Reading

სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის ტესტირებები – განათლების მინისტრი

ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ სასკოლო ფორმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე და პრაქტიკული, გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საზოგადოებას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. „მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის, SGS-CSTC […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაშავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი, ნოტიო ჰაერის მასების და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°;სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

10 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 აგვისტოს ღირსი გიორგი მაშენებელის, 70-თაგანთა მოციქულთა: პროხორეს, ნიკანორის, , ტიმონას და პარმენ დიაკონთა, ასევე მოწამეთა: იულიანეს, ევსტათის და აკაკის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი გიორგი მაშენებელი ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის. ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – […]

Continue Reading

9 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 9 აგვისტოს დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის, ღირსი ანთისა იღუმენიას, მოციქულთა სწორთა: კლიმენტის, ოხრიდელი ეპისკოპოსის, ნაუმის, საბას, გორაზდის და ანგელარის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალი დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, , ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი […]

Continue Reading

,,წვიმა, სეტყვა, ელჭექი…“ – ამინდი უარესდება

9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს […]

Continue Reading

“ვაპირებდი 112-ში დარეკვას, რამდენიმემ გაქცევა სცადა. ერთმა ტელეფონი წამართვა. ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ” – საბურთალოზე ნაცემი კურიერი

ვრცელდება ნაცემი კურიერის პირველი კომენტარი. ახალგაზრდა ამბობს, რომ მასზე ანგარიშსწორებას არასრულწლოვანთა დაჯგუფება ტელეფონით იღებდა.დავით დვალიშვილის თქმით, მას ზურგიდან მიეპარნენ და იმის გამო გაუსწორდნენ, რომ შეკვეთის ადგილზე მიტანის შემდეგ, ტელეფონზე დარეკა. ნაცემი ახალგაზრდის განცხადებით, სავარაუდოდ, მოძალადეები ფიქრობდნენ, რომ კურიერი პოლიციაში რეკავდა. “როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობდი, მოვიდნენ ჩვენთან – “პოლიციაში დაგვასმინეო, ჩაგვიშვიო”. როცა წამოვედი დამამცირებელ ტონს მოუმატეს. ამოიღეს […]

Continue Reading

კაპროვანში ზღვამ ჭურვი გამორიყა – ადგილზე სამაშველო და პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული

კაპროვანის სანაპიროზე ზღვამ ჭურვი გამორიყა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო და პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებებიც. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ ჭურვი რუსული წარმოშობის არის. როგორ მოხვდა ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეს ახლა მთავარი კითხვაა, რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. “ტვ პირველი” გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს – საპატრიარქო

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 8 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +20, +25°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +30, +35°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +28, +33°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის […]

Continue Reading

8 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 აგვისტოს მღვდელმოწამე ერმოლაოსის, ერმიპეს და ერმოკრატეს – ნიკომიდიელ ხუცესთა, ასევე მოწამეთა პარასკევას ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამენი ერმოლაოსი, ერმიპე და ერმოკრატე – ნიკომიდიელნი ხუცესნი უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და […]

Continue Reading

ჯერ კიდევ ძიებაში ვარ აღმოვაჩინო ისეთი ადგილი, სადაც მთლიანად გადავეშვები შემოქმედებაში… ძალიან მიყვარს და მენატრება ჩემი ფესვები, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ დაბრუნებას – ქართველი მუსიკოსი ლევან ბარამიძე

“პრესექსპრესი” რუბრიკით “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ” განაგრძობს თავისი მკითხველისთვის იმ ქართველების გაცნობას, რომლებიც უცხოეთში სახელოვნად ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად ევროპაში მცხოვრები მოსიკოსი – მომღერალი, კომპოზიტორი და სიმღერების ავტორი, ხელოვანი ლევან ბარამიძეა. გთავაზობთ მის ინტერვიუ-მონოლოგს. ის თავად საუბრობს განვლილ გზაზე და წარმატებებზე ყოველგვარი ჩვენი დამატებითი კითხვების გარეშე: – მე ვარ ლევან ბარამიძე, პროფესიონალი მომღერალი, სიმღერების […]

Continue Reading

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, რის შედეგადაც პროდუქციის ნაწილი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

32 წლის ქალი, რომელიც მდინარე  ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში, მაშველებმა ორდღიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. 6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში შევიდა და დინებამ გაიტაცა. დედა მის დახმარებას შეეცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს და მდინარიდან ამოასვენეს, ხოლო დედის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 7 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსაღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°;სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°;ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 32°;ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

7 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 აგვისტოს მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედის, ასევე წმიდათა დედათა: ოლიმპიადა დიაკონისასი და ევპრაქსია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს. მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედისა ნეტარი ანა, მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ-ქმარი ღვთის სიყვარულითა და მოყვასის […]

Continue Reading