საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.
ამის შესახებ 112-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-მა დილით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედიოდა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
