სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა 21-ე სკოლაზე 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა 15-ში სასწავლო პროცესი მაინც გახსნეს – ტვ პირველი

დღის სიახლეები საზოგადოება

21-ე საჯარო სკოლის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სკოლის შემოწმება 2025 წლის სექტემბერში მოითხოვეს, სამხარაულის ექსპერტები კი ადგილზე გასული წლის დეკემბერში მივიდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს დასკნის მომზადება, რომელიც, საბოლოოდ, 10 სექტემბერს გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესეი 15 სექტემბერს მაინც გახსნეს, 18-ში კი დახურეს.

დასკვნა, რომელიც 9 თვე იწერებოდა, სულ 9 გვერდიანია. ამის შესახებ ტელეკომპანია “ტვ პირველი” იუწყება.
მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტის მოპოვება შეძლეს.

“ქალაქ თბილისში, პეტრიაშვილის ქ. N7-ში (ს/კ 01.15.02.002.024) მდებარე ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლის შენობის
ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. არსებული დაზიანებების ინტენსიურობიდა და შენობის
კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდაწ გამომდიწარე შენობა მიეკუთვნება IV კატეგორიით განსაზღვრული
ვარგისიანობის ჯგუფს, ამიტომ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდირებულია სათანადო
სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე მონდეს სკოლის შენობის სრული დემონტაჟი”.-წერია დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მშობლების ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება მათ სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *