პოლიციამ დააჯარიმა პირი, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ტაძრის გალავანთან შარდავდა

თბილისში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტზე ესტონელი ტურისტი დააჯარიმეს – არსებობს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთი ტაძრის გალავანთან შარდავდა. ვიდეო მასალა ორი დღეა სოციალურ ქსელში ვირუსულად არის გავრცელებული. შემთხვევა კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოხდა ვიდეოში ასახული პირის იდენტიფიცირება და მისი დაჯარიმება. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

მედია: ლიტვიდან საქართველოში სტუმრად ჩამოსული 23 წლის ბიჭი ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა

ლიეტუვიდან საქართველოში სტუმრად ჩამოსული 23 წლის ბიჭი ქუთაისში გარდაიცვალა – უცოხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრისტუპას სტანისი მოულოდენლადდ გახდა ცუდად და კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნურ კომაში ამყოფებდნენ. გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა ამბობს, რომ ექიმებმა მას ორმხრივი მწვავე ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს. ქალი ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარობა სწრაფად უარესდებოდა. ბიჭი ორ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. „მანამდე […]

Continue Reading

ცოლზე ძალადობაში მხილებულ შსს-ს მაღალჩინოსანს ელექტრონული სამაჯური შეაბეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი ძალადობაში ამხელდა, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებს” სიგუას ცოლმა, სოფია სიგუა – შატბერავამ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სახლში ელექტორნული სამაჯურის დამაკავშირებელი აპარატი მიუტანეს.  ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 ივლისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +20, +25°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +16, +21°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +20, +25°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

11 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 ივლისს აღნიშნავს აღმოყვანებას ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი და ღირს პავლე მკურნალს იხსენიებს. აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანეს ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო […]

Continue Reading

“არასოდეს ვიხედებოდი მარჯვნივ თუ მარცხნივ, არასოდეს ვკარგავდი დროს იმაზე, რაც ჩემს მიზანს მაშორებდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაკარგო მიმართულება” – დავით ღვინიანიძის წარმატების ფორმულა სპეციალურად “პრესექსპრესისთვის” აშშ-დან

“პრესექსპრესი” განაგრძობს რუბრიკას “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ”, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს თანამემამულეებთან ინტერვიუების ციკლს, რომლებიც საზღვაგრეთ ცხოვრობენ და წარმატებით მოღვაწეობენ. დღევანდელი რუბრიკის სტუმარია კიდევ ერთი წარმატებული, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი, მომღერალი და ბიზნესმენი დავით ღვინიანიძე. ის ორ ათეულ წელზე მეტია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და საქმიანობს. ჩვენი მკითხველისთვის, ვფიქრობთ, ის მეტად ცნობილია სოციალურ ქსელებში თავისი […]

Continue Reading

„კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს – არანაკლებია მთაწმინდაზე, ვაშლიჯვარში, აღარ ვსაუბრობ კონიაკის დასახლებაზე“

„ძალიან ბევრი ადგილია, სადაც საფრთხეებია. კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს“,- ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, არანაკლები მეწყრული პროცესებია მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში. როგორც ნინო ჩხობაძემ აღნიშნა აუცილებელია სასიგნალო მოწყობილობების დაყენება, ხოლო სადაც დამცავი სისტემებია გაკეთებული, იმის გაწმენდა. „ძალიან ბევრი ადგილია, სადაც […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 ივლისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა […]

Continue Reading

10 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საეკლესიო კალენდარში 10 ივლისი არის გიორგი მთაწმინდელის, ორმოცდახუთი მოწამის, ნიკოპოლში წამებულთა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე ხსენების დღე. წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა […]

Continue Reading

2050 წლისთვის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა თითქმის გაორმაგდეს – ჯანმოს ანგარიში

წლიურად დაახლოებით 20.6 მილიონი ახალი შემთხვევისა და თითქმის 10 მილიონი გარდაცვალების მაჩვენებლით, კიბო გლობალურად სიკვდილიანობის გამომწვევ მეორე წამყვან მიზეზად კვლავ რჩება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. კიბო ყოველდღიურად 26 000-ზე მეტ სიცოცხლეს იწირავს – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით, ამ ტენდენციის შესაცვლელად საჭირო ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომაზე ფუნდამენტური გადასვლა […]

Continue Reading

მერაბ დვალიშვილი World MMA Awards-მა 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა

2025 წელი ქართული შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში კიდევ ერთი ისტორიული მიღწევით აღინიშნა. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა საბრძოლო სპორტის დაჯილდოებამ, World MMA Awards-მა – ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად (Fighter of the Year) დაასახელა. World MMA Awards შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებად მიიჩნევა. ყოველწლიურად გამარჯვებულებს სპორტული ჟურნალისტები, ინდუსტრიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ირჩევენ. […]

Continue Reading

სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ჯერ კიდევ გვაქვს – რას აცხადებს კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მიმართავს, გაუფრთხილდნენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურმა თბილისელებისთვის მოაწყო. მან კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქალაქში ჯერ კიდევ რჩება ვანდალიზმის ფაქტები. „მინდა, თითოეულ თბილისელს მივმართო ერთი თხოვნით – რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ. არცერთი სკვერი, პარკი, საბავშვო ატრაქციონი და არცერთი დარგული ხე მხოლოდ მერიის არ არის. […]

Continue Reading

“მიქელანჯელოს, ლეონარდოს, ბოტიჩელის და ტიციანის ნამუშევრების გვერდით ჩვენი უნიკალური ქართული ბეჭდისადმი მიძღვნილი გამოფენა გაჩნდა” – რას წერს ისტორიკოსი გიორგი კალანდია

ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ავტორიტეტულმა google- ს კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმში დაცულ ადრექრისტიანული ხანის ოქროს ბეჭედს ცალკე – საგანგებო ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა: “ხელოვნების სასახლის და მისი საგანძურის მორიგი საერთაშორისო აღიარება, მსოფლიოს უდიდესმა და ყველაზე ავტორიტეტულმა google- ს კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმში დაცულ ადრექრისტიანული ხანის ოქროს ბეჭედს ცალკე – საგანგებო ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა.. ეს უნიკალური […]

Continue Reading

რამდენმა ადამიანმა არ იცის საქართველოში წერა-კითხვა – როგორია 15 წლის ასაკს ზემოთ მყოფთა მდგომარეობა ქვეყანაში

საქართველოს 15 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 18.200 მოქალაქეს არ გააჩნია დაწყებითი სასკოლო განათლება, აქედან 3.500-მა წერა-კითხვა არ იცის, ასეთია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები. საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის 3,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 1,7 მილიონს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და 1,2 მილიონს – საშუალო განათლება. 4.800 ადამიანს აქვს პროფესიული განათლება, 201.100-ს – არასრული საშუალო განათლება, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 9 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებულიცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°; სოხუმი: უმეტესად […]

Continue Reading

9 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ივლისს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს. ეს დღე ასევე არის ღირსი დავით თესალონიკელის და წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა. ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი 1383 წელს ლადოგის ტბაში, ნოვგოროდის მხარეში, მეთევზეები იჭერდნენ თევზს. უცებ ზეგარდმო ნათელი მოეფინა ირგვლივ ყველაფერს. მეთევზეებმა აიხედეს ზევით და იხილეს სასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მზესავით ანათებდა და მოდიოდა […]

Continue Reading

გარდაიცვალა პოეტი ტარიელ ჭანტურია

ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ტარიელ ჭანტურიას ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. ტარიელ ჭანტურიამ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს. მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), […]

Continue Reading

ყველა პრობლემა მოგვარდება… ტყუილია, რომ “ავლაბარში” წყალი ჩავიდა – რა ორი პრობლემა დაასახელა მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ყველა პრობლემა მოგვარდება. აღნიშნულმა ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონკრეტული ქუჩების დატბორვას ორი პრობლემა განაპირობებს. „მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რომელმაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ უბნებში რა პრობლემები შეიქმნა აღნიშნული ამინდის […]

Continue Reading

ხმები, თითქოს „უსაშველო სიცხე“ გველოდება, სიცრუეა… ეს არ არის ანომალია +40, +42 გრადუსი საქართველოს ზაფხულისთვის – მეტეოროლოგი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე 20 ივლისიდან საქართველოს ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსს ვარაუდობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: „ზაფხულის მეორე ნახევარი საქართველოში იქნება ნამდვილი მზის ზეიმი. 20 ივლისიდან ქვეყანა შუქითა და სითბოთი აივსება – დღეები გახდება ძირითადად მზიანი, ხოლო აგვისტოში ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს, ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსიც დაფიქსირდება, მაღალი სიმშრალის ფონზე. ეს არ არის ანომალია […]

Continue Reading

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი მაშველებმა 3-დღიანი ძებნის შემდეგ, გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში შევიდა და გამოსვლა ვერ მოახერხა. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება – ამინდის პროგნოზი 8 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება. თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს […]

Continue Reading

8 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივლისს ღირსმოწამე ფებრონია ქალწულს მოიხსენიებს. ფებრონია ქალწული ღირსმოწამე ფებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმიდა ფებრონიას დეიდა. იღუმენიამ, ზრუნავდა რა მის ცხონებაზე, თავის დისწულს სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ […]

Continue Reading

თბილისის აეროპორტი დაიტბორა – მგზავრებს გასაფრენი დარბაზი დაატოვებინეს

თბილისის აეროპორტი დაიტბორა – როგორც მგზავრები “ტვ პირველს” ეუბნებიან, მათ გასაფრენი დარბაზი დაატოვებინეს. შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ამ დროის მონაცემებით, გათიშულია ელექტროენერგიაც.  ცნობისთვის, ქალაქში ძლიერმა წვიმამ პროვბლემები შექმნა – დატბორილია თბილისის ქუჩების ნაწილი.  გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

“ამ ეპარქიაში ვეცადე, მესწავლა მთავარი რამ, ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია, დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი”

ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის და მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის […]

Continue Reading

10 წლის ბიჭი ველოსიპედით თამაშისას დაშავდა, თუმცა “გორმედში” ვერ გაიგეს, რომ მოზარდს თრომბი განუვითარდა, რის გამოც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

კლინიკა „გორმედის“ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. 10 წლის ბიჭის ოჯახის წევრების განცხადებით, 3 ივლისს ბავშვი ველოსიპედით თამაშისას დაშავდა, თუმცა კლინიკაში ვერ გაიგეს, რომ მოზარდს თრომბი განუვითარდა, რის გამოც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ოჯახის წევრები მედიკოსების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვენ. მათ უკვე მიმართეს უწყებას. გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებენ. ამჟამად მოზარდი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლე-მთის ქარი 10-15მ/წმ ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +24, +29°; მაღალ მთაში ღამით […]

Continue Reading

7 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივლისს წინასწარმეტყველის, წინამორბედის და ნათლისმცემელის იოანეს შობას ზეიმობს და მოწამეების: ორენტიოსის, ფარნაკიოსის, ეროსის, ფირმოსის ფირმინეს, კვირიაკეს და ლონგინოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა როგორც წმიდა სახარება მოგვითხრობს, იოანე ნათისმცემლის მშობლები – მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს… წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, […]

Continue Reading

ცვლილება სკოლებში – ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი, საქართველოს ისტორია კი ცალკე საგნად შეისწავლება

2026 -2027 სასწავლო წელს, მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი საათობრივი ბადე სკოლებს უკვე დაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაცვლად მე-8 კლასისა, ქიმიის საგნის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან. ასევე, მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად […]

Continue Reading

გადავადდა კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა. „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 იანვარი, ხოლო […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან გავრცელებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,ზოგან ძლიერი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან […]

Continue Reading

6 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 ივლისს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს და მოწამეებს აგრიპინას, ევსტოქიოსისა, გაიოზისა, პროვოსისა, ლოლიოსისა, ურბანისა და სხვებს იხსენიებს. ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის დაფაზეა დაწერილი, რომელზედაც იესო ქრისტე თავის დედასთან მარიამთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. გადმოცემით, ხატიღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა. 450 წელს იმპერატორ თეოდორე უმცროსის […]

Continue Reading

ხაშურში პირველი “ცათამბჯენი” შენდება – ვინ აშენებს რა ღირს კვადრატული მეტრი

ხაშურის პირველ ,,ცათამბრჯენში” – 17-სართულიან მშენებარე კორპუსში ბინების დაჯავშნა და ფართების შესყიდვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ “ქართლის ამბები” წერს. მათივე ცნობით, ახალ “ცათამბჯენში” 1 კვ.მ ფასი 850 დოლარიდან იწყება. ყველაზე მცირე ზომის ბინა 45 კვ.მ ფართობის იქნება. “კორპუსს ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი აშენებს. როგორც ,,ქართლის ამბები” წერდა, ვალერი გელაშვილმა მერიას 22-სართულიანი შენობის პროექტი წარუდგინა დასამტკიცებლად. თუმცა, […]

Continue Reading

თბილისის ზღვის დასახლებაში ხანძარია

თბილისის ზღვის დასახლებაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი ხანძარია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს, რომ ცეცხლი სასაფლაოს ტერიტორიას უკიდია. მისივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებულ ზონასთან ახლოსაა და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ელოდებიან. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობს. დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 5 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვირას 5 ივლისს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +22, +27°. […]

Continue Reading

5 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ივლისს მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელის, მღვდელმოწამე ევსევის, სამოსატელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: ზენონის, ზინას, გალაქტიონის, იულიანეს და სატურნინის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელი მღვდელი მიქაელ ყულოშვილი 1842 წელს საინგილოში, სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი) დაიბადა. მართალია, მიხეილის მამა მუსლიმი იყო, მაგრამ ყულოშვილების ოჯახში ქრისტიანული ტრადიციები მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. […]

Continue Reading

ქალ­მა, რო­მელ­მაც ბა­ზარ­ში 12 ათა­სი ლარი იპო­ვა, თან­ხა მე­პატ­რო­ნეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უბ­რუ­ნა

ქალ­მა, რო­მელ­მაც ბა­ზარ­ში 12 ათა­სი ლარი იპო­ვა, თან­ხა მე­პატ­რო­ნეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უბ­რუ­ნა. “მა­ღა­ზია მაქვს ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იქ და­უ­ვარ­და შეკ­რუ­ლი თან­ხა პი­როვ­ნე­ბას. ვე­ლო­დე­ბო­დი, ვი­ფიქ­რე ნა­ხავს, ვინც და­კარ­გა და მალე მობ­რუნ­დე­ბა-თქო. ამის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჯგუფ­ში და­წე­რა ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ, რომ თან­ხა და­კარ­გა ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ვუ­კავ­შირ­დი და ვუ­თხა­რი, მი­თხა­რით რა თან­ხაა, რა კუ­პი­უ­რე­ბი, რომ დავ­რწმუნ­დე, ნამ­დვი­ლად თქვე­ნია-თქო. მო­ვი­და შვილ­თან […]

Continue Reading

სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კახა კალაძის შეურაცხყოფისა და “უმისამართო უცენზურო გამონათქვამებისთვის”   მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. გამოძიების თანახმად, საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს ეხებოდა, რომლითაც, გამოძიების ინფორმაციით, მან შეურაცხყოფა მიაყენა თბილისის მერს. ასევე, 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მამუკა ქინქლაძეს – გამოძიება მას ედავება, რომ სოციალურ ქსელში უმისამართოდ იყენებდა შეურაცხმყოფელ და უცენზურო გამონათქვამებს. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღის მეორე […]

Continue Reading

4 ივლისის საეკლესიო კალენდარი

4 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა: არჩილისა (744) და ლუარსაბისა (1622); მოწამისა იულიანე ტარსელისა; მღვდელმოწამისა ტერტიუსისა, იკონიელი ეპისკოპოსისა ; ღირსთა იულიუს ხუცისა და იულიანე დიაკონისა წმიდა მოწამე იულიანე ტარსელი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ერთ-ერთ პროვინციაში. მისი მამა წარმართი სენატორი იყო, დედა კი ქრისტიანობას აღიარებდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იულიანეს დედა ქალაქ […]

Continue Reading

უახლოეს დღეებში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება

საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოში დღის საათებში ჰაერი +29…+32 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +33…+35 გრადუსს მიაღწევს. ყველაზე ცხელი დღეები დედაქალაქსა და კახეთის რეგიონშია მოსალოდნელი. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, დღის […]

Continue Reading

საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დღეიდან დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ

დღეიდან საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიიღეს. “დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, 76 ლოკაციაზე, 818 თანამშრომლით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ხიდებსა და გვირაბებს, დეპოებს, სარკინიგზო სადგურებსა და სხვა ობიექტებს 24 საათიან რეჟიმში დაიცავს. ამასთან, 2026 წლის 3 ივლისიდან, […]

Continue Reading

რკინიგზის სისტემის გაუმართაობა: რატომ უქმდება მასობრივად თბილისი-ბაქოს ბილეთები გადახდის შემდეგ?

მგზავრები აზერბაიჯანის რკინიგზის (ARZ) ბილეთის ონლაინ დაჯავშნის სისტემაში სერიოზულ პრობლემებზე საუბრობენ. საჩივრები Oxu.Az-ის ცხელ ხაზზე შევიდა, რამაც ფართო საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთი დაზარალებული მგზავრის თქმით, მან 2026 წლის 1 აგვისტოს დაგეგმილი მარშრუტის ბილეთი ARZ-ის ოფიციალური ონლაინ სისტემის მეშვეობით შეიძინა. გადახდა წარმატებით ჩამოიჭრა მისი საბანკო ბარათიდან, ელექტრონული ბილეთი შეიქმნა და მყიდველს გადაეცა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, […]

Continue Reading

“ამხელა ბოლტი როგორ უნდა აღმოჩნდეს გამომცხვარ პურში” – მომხმარებლის პოსტი სოციალურ ქსელში

“როგორ არ გრცხვენიათ, ხიჭვი ხომ არ არის ამხელა ბოლტი როგორ უნდა აღმოჩნდეს გამომცხვარ პურში. ამით ყველაფერი ნათელია რა ხდება თქვენ ქარხანაში, ადამიანს კბილი ჩამოტყდა . ამის გამო პასუხს აგებთ” – ამის შესახებ სოციალური ქსელის “ფეისბუკის” ერთ-ერთი მომხმარებელი ამავე ქსელში, “სურსათის უვნებლობის” ჯგუფში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც შესაბამისი ფოტოები აქვს დართული. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 3 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი […]

Continue Reading

3 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ივლისს მღვდელმოწამე მეთოდეს, პატარელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: არისტოკლე ხუცის, დიმიტრი დიაკონის და ათანასე წიგნისმკითხველის, ასევე ლევკიოს აღმსარებელის, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, […]

Continue Reading

“მაესტროს” 25% გია გაჩეჩილაძეს ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ უსასყიდლოდ გადასცა

მომღერალი, გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) „ტელეკომპანია მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. შესაბამისი ცვლილება 29 ივნისით თარიღდება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ ყოფილ მფლობელთან, ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მ საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა. ამ ცვლილებამდე გია გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა. ბოლო ცვლილებების შემდეგ, შპს […]

Continue Reading

ურეკში ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო

ურეკში, ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვი კარვიდან გაეპარათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქში

Continue Reading

ერთიან, სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებს წელს 57 მსჯავრდებული და ბრალდებული აბარებს

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში მსჯავრდებულები და ბრალდებულები ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 2 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებასამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°; სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით […]

Continue Reading

2 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ივლისს მოციქულ იუდას, მოწამე ზოსიმეს; ღირს პაისი დიდის ; ღირსი იოანე განდეგილის და ღირს პაისი (ბულგარელის) ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა – იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი […]

Continue Reading