გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია – NAEC-ის სტატისტიკა

დღის სიახლეები საზოგადოება

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის ვერ გადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკაშია – 31.69%, შემდეგ მოდის ბიოლოგია – 31.42% და ზოგადი უნარები აზერბაიჯანულ ენაზე – 31.2%.

შესაბამისი სტატისტიკა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ ყველაზე დაბალი ვერგადალახვის მაჩვენებელი ლიტერატურასა და გერმანულ ენაშია.

სტატისტიკა:

  • ფიზიკა – 31.69%
  • ბიოლოგია – 31.42%
  • ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 31.20%
  • ქიმია – 26.36%
  • გეოგრაფია – 23.30%
  • ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 22.45%
  • მათემატიკა – 17.48%
  • სამოქალაქო განათლება – 11.66%
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 7.32%
  • რუსული ენა – 6.07%
  • ფრანგული ენა – 4.76%
  • ისტორია – 4.24%
  • ქართული ენა და ლიტერატურა – 3.23%
  • ინგლისური ენა – 3.32%
  • გერმანული ენა – 3.21%
  • ლიტერატურა – 1.45%

ცნობისთვის

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 4 000-ით აღემატება.

2026 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. ჯამში 83 000-ზე მეტ აპლიკანტს (აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, მასწავლებლები) საქართველოს 12 ქალაქში გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი ემსახურებოდა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *