ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა

დღის სიახლეები საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, მაჭახელას ქუჩის პირველ შესახვევში, ნახევარფაბრიკატების საწარმო შემოწმდა, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

სააგენტოს ცნობით, შპს „აი გემო“ ნახევარფაბრიკატების წარმოებასა და რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა წარმოებისა და შენახვის პროცესში, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმართაობა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი კი შეუჩერდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო”

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *