ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე – ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს, ეს არის მათი საერთო სახე, ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა

ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე. ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ განაცხადა. პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არგუმენტები არ ჰქონდათ და ამიტომ, მისი შეფასებით, შეურაცხყოფასა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ. მისივე თქმით, დღევანდელ ოპოზიციასა და „ქართველ ბოლშევიკებს“ საერთო აქვთ ის, […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს

რა რადიკალიზმზე და სიძულვილის ენაზეა საუბარი, ძალადობაზე სხვას მიუთითებენ, თავად კი არიან გავეშებული, მოძალადე რადიკალები, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში დაპირისპირების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მზად არიან, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი შეჭამონ. „ხალხმა პირდაპირ ნახა და ყველასთვის ცხადი ხდება. რა რადიკალიზმზე და სიძულვილის ენაზეა საუბარი, ძალადობაზე სხვას მიუთითებენ და […]

Continue Reading

ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში – დეპუტატებმა ერთმანეთს ურტყეს

პარლამენტში ცოტა ხნის წინ ვითარება უკიდურესად დაიძაბა და დეპუტატებს შორის ხელჩართულ ბრძოლაში გდაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირება “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და გახარიას გუნდის წევრებს შორის მოხდა.ფიზიკური ანგარიშსწორება გახარიას გუნდის წევრის გიორგი შარაშიძის გამოსვლისას მოხდა.  სხდომას ესწრება პრემიოერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ის მთავრობის ლოჟიდან ადევნებდა თვალს მიმდინარე ჩხუბს. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

Continue Reading

ასეთი რეჟიმი გვყავდა ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის შიგნით უბედურებას ატრიალებდა და რომელმაც დაატრიალა უბედურება 2008 წლის ომის სახით – კობახიძე

ერთადერთი, რაზეც შეიძლება ადამიანმა ბოდიში მოიხადოს, არის ის, რომ ჩვენ სააკაშვილის რეჟიმი, აგენტურა გვყავდა ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს პასუხისმგებელია იმაზე, რომ არ დაუშვებს ასეთი ხალხის ხელისუფლებაში დაბრუნებას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ვერც სააკაშვილი, ვერ გახარია, ვერც ხაზარაძე და ვერც სხვა უცხოელი აგენტი ვერ […]

Continue Reading

პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელგოროდის ყოფილი გუბერნატორი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ელჩად დანიშნა. გლადკოვმა თანამდებობა 13 მაისს, გუბერნატორის თანამდებობაზე მისი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. კრემლმა განაცხადა, რომ გლადკოვმა თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა. BBC-სთან საუბარში გლადკოვის ნაცნობმა აღნიშნა, რომ მას თანამდებობის დატოვება „არც კი უფიქრია“. ვიაჩესლავ გლადკოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუბერნატორი გახდა. […]

Continue Reading

დოლარმა დაიკლო, ევრომ მოიმატა – ვალუტის კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6462 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6462 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0177 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0033 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

მედია: ისრაელი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ის ღაზის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს შეუერთდეს

ისრაელის ხელისუფლება საქართველოსთან და ვიეტნამთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა აღნიშნული ქვეყნების სამხედროები ღაზის სექტორის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს შეუერთდნენ. ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თუ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, საქართველო და ვიეტნამი შეუერთდებიან იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე დაადასტურეს ძალების გაგზავნა. მათ შორის არიან საბერძნეთი, მაროკო, ინდონეზია, კოსოვო, ყაზახეთი და ალბანეთი. როგორც მედია იუწყება, ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ […]

Continue Reading

მიკროფონი რომ გამოგართვათ, ჩაგარტყათ და გითხრათ: არაფერ შუაში ვარ, რადგან მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ – „ყველაფერი ჩემი ბრალია“, დამშვიდდით – კალაძე მედიას

აქ არ არის ერთი შეხებით დაზიანება. თხოვნაა, შეეშვათ სიცრუის გავრცელებას – ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დაეკისრება – მე რომ მიკროფონი გამოგართვათ, თავში ჩაგარტყათ და გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ. „ყველაფერი ჩემი ბრალია“ ეს გინდათ, თქვენ. დამშვიდდით, „ყველაფერი ჩემი ბრალია“,- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული […]

Continue Reading

საქართველოში 20 000-მდე არალეგალი მიგრანტია – ჩვენი ამოცანა ამ მაჩვენებლის ნულამდე დაყვანაა – პრემიერი

„საორიენტაციოდ არის 20 000-მდე არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ ნულამდე დავიყვანოთ ეს მაჩვენებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას. მისი ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევის თანახმად, საქართველო რჩება პირველ კალათაში ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. “განახლდა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ავტოპარკი შეივსო 597 […]

Continue Reading

7 დაავადება, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2025 წელს

7 დაავადება, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2025 წელს7 დაავადება, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2025 წელსსაქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი. კერძოდ, “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, […]

Continue Reading