ირაკლი კობახიძე – ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! – ვერ გვეუბნებიან გვარებს, ვინ უნდა გავათავისუფლოთ!

ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ბევრ ქვეყანაში სათანადო სანქციებით ისჯება – ასევე, დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად გააკეთა. კობახიძემ დღეს ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ვერ ასახელებენ კონკრეტულ პატიმართა გვარებს, თუ ვინ შეიძლება […]

Continue Reading

ბინები გაძვირდა – როგორია 1 კვ.მ-ის ფასი თბილისში

2026 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასები 6.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული. კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში დედაქალაქში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 434 დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 345 დოლარი იყო. „2026 წლის სექტემბერში, აგვისტოს სეზონური შენელების შემდეგ, მოთხოვნა […]

Continue Reading

კობახიძე – 2016 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლო თვისებრივად გათავისუფლდა ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობისგან

საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების შერყევა, საქართველოს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და კონსტიტუციური ინსტიტუტების დაკნინება იყო, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო პერიოდი, როდესაც […]

Continue Reading

დავით არახამიას წინააღმდეგ საქმე აღიძვრება

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ ცნობა წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში დაარეგისტრიროს. როგორც მედია წერს, უკრაინის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 19 ოქტომბერს […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 5 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 5 ნოემბერს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება დასავლეთიდან მოქმედი ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი. მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი. სოხუმი: […]

Continue Reading

5 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ნოემბერს წმიდა მოციქულ იაკობის და წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების ძე იყო. გადმოცემით, წმინდანი თან ახლდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო […]

Continue Reading

პაველ ჰერჩინსკი – ნუ დაკარგავთ იმედს! საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია – მოუსმინეთ თქვენს ჰიმნს, როდესაც მას უსმენ, რთულია, ცრემლი არ მოგადგეს

ნუ დაკარგავთ იმედს! – საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელში და სხვა არავისი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ამას სრულად ვცემთ პატივს – არის ბევრი განსხვავება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე აშკარა განსხვავება ჩვენს, ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, […]

Continue Reading

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც ამცირებს დიალოგის სივრცეს

შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას „2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების […]

Continue Reading

პაველ ჰერჩინსკი – ხელისუფლების გაცხადებული ნება, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ ანტიევროპულ, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში

საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მოაქვს რა დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ასევე, ხელს უწყობს რა სახელმწიფოს ძალაუფლების შემდგომ მითვისებს – ხელისუფლების მიერ გაცხადებული ნება, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ, ანტიევროპულ ნარატივებში, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში, რომლებიც ასუსტებს ევროპულ ღირებულებებს ,- ამის […]

Continue Reading

“ფორმულამ” ჩემი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა – აალდნენ” – ნინო ნადირაძე

ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “ფორმულას” შენობაში ხანძარს გამოეხმაურა: “ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა – აალდნენ. ჩემს კეთილშობილებაზე ნუ დარდობთ. იდარდეთ იმაზე, რომ გქონდეთ გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ევაკუაციის გეგმა, ასევე გამართული შრომის უსაფრთხოების სამსახური. ესაა ევროპა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას და ჯანმრთელობას” – წერს ნადირაძე. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

შესაძლოა, დამწვარი იყოს საკომუნიკაციო ჰაბი, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლობა საკმაოდ დიდი დროით შეიძლება გაჩერდეს – ჟიჟილაშვილი

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ამ დრომდე არ იციან, შეძლებენ თუ არა 20 საათიანი გამოშვების ეთერში გაყვანას – ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, დაუდასტურებლი ინფორმაციით, შეიძლება დამწვარი იყოს საკომუნიკაციო ჰაბი, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლობა საკმაოდ დიდი დროით შეიძლება გაჩერდეს. “ჩვენ არ ვიცით 112-თან ერთად კიდევ ვინ არის შიგნით, იქ ჩვენ აპარატურა გვაქვს, იქ ჩვენ მნიშნელოვანი ცნობები გვაქვს”, – […]

Continue Reading

ევროკომისია – შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, – ამის შესახებ 2026 წლის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, „ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება“. „საქართველო კვლავ ვერ ასრულებს იმ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსისთვის გაცემულ რეკომენდაციაში განსაზღვრა, რადგან მმართველი პარტია კვლავ ძირს უთხრის დემოკრატიულ […]

Continue Reading

ევროკომისია – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის უფლებადამცველები მუშაობენ რეპრესიულ გარემოში, ისინი მზარდი საფრთხის წინაშე დგანან! – შეშფოთებას იწვევს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენებაც

სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები მუშაობენ რეპრესიულ გარემოში, რომელიც უარესდება, – ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში, საქართველოს შესახებ არის ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დემოკრატიული მაკონტროლებლის როლი კომპრომეტირებულია და ორგანიზაციები და უფლებადამცველები მზარდი საფრთხის წინაშე დგანან. „ხშირად ცვალებადი რეპრესიული სამართლებრივი ჩარჩოსა და დაშინების პრაქტიკის კუმულაციური ეფექტი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების […]

Continue Reading

ევროკომისიის ანგარიში – საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია – დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება

საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად შერყეულია”. “საანგარიშო პერიოდში უკუსვლა დაფიქსირდა. სასამართლო სისტემის საფუძვლიან და ყოვლისმომცველ რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით არანაირი რეფორმა არ […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 5 ნოემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9198 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9047 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს

ბიზნესცენტრ “დელისის” შენობიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები გამოიყვანეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან მათი ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს. როგორც „ფორმულას“ თანამშრომლები აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მე-17 სართულზე მყოფ ადამიანებს შენობა ნაწილ-ნაწილ, კიბის გამოყენებით დაატოვებინეს. ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება შენობის მე-5 სართულზე გაჩნდა. აღნიშნულ შენობაში ტელეკომპანია „ფორმულას“ […]

Continue Reading

გაფრთხილება – საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ამინდი უარესდება

5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ  შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, […]

Continue Reading

“ფორმულას” შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყდა

“ფორმულას” მაუწყებლობა შეწყვეტილია – არხმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანიაა განთავსებული, ხანძარი გაჩნდა. „ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ დაკვამილიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბიზნესცენტრის მე-12 სართულზე გაჩნდა, “ფორმულას” ოფისი კი 17-ე სართულზეა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, “ფორმულას” თანამშრომელთა ნაწილი შენობიდან გასვლას ვერ ახერხებსს. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით, უარს ამბობს დიალოგზე და საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენს

ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა, რაც არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ბოლო პერიოდში ეს ქცევა დომინირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი, მისი საგარეო პოლიტიკური სპიკერები და კომისრები ორიენტირებული არიან უფრო დაძაბვისკენ, კონფრონტაციისკენ, ომის რიტორიკისკენ, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი. „ეს არის […]

Continue Reading

ნაცემი მოზარდის მშობელი 175- ე საჯარო სკოლის მანდატურების, მასწავლებლის და დირექციის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

მეთერმეტე კლასის მოსწავლის ოჯახი განათლების სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს. საქმე ეხება თანაკლასელის მიერ მეცხრე კლასის მოსწავლის ცემის საქმეს. ნაცემი მოზარდის მშობელი 175- ე საჯარო სკოლის მანდატურების, მასწავლებლის და დირექციის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. დედა ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება თავდაპირველად გაკვეთილზე მოხდა, როცა ძალადობაში მხილებულმა მოსწავლემ მის შვილს სათამაშო თვითმფრინავი ესროლა. სიტყვიერი უთანხმოება კი გაკვეთილის […]

Continue Reading

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე გამოძიებას არ დაიწყება

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”. საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში შესულ საჩივართან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას […]

Continue Reading

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა – ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა, თავდაპირველად ბოძს შეეჯახა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათგან ერთი, 9 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მამა, დედა და და 2 წლის გოგონა კი დაშავდნენ. კაცმა […]

Continue Reading

ევროპარლამენტმა ახალი წესები დაამტკიცა – მგზავრებს უფლება აქვთ, 14 დღის განმავლობაში თანხა სრულად დაიბრუნონ

ტურისტები შეძლებენ, თანხის დაბრუნების განაცხადი ერთიანი ფორმით წარადგინონ, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკავშირის ყველა ენაზე იქნება ხელმისაწვდომი და ტრანსპორტის ყველა სახეობაზე გავრცელდება. ევროპარლამენტმა, თითქმის, ერთხმად დაამტკიცა ახალი წესები, რომელიც მგზავრობის შეფერხების შემთხვევაში მგზავრების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ინფორმაციას 34travel ავრცელებს. კერძოდ, ევროპის მასშტაბით მოგზაურებს უკვე უფლება აქვთ, ბილეთის ღირებულება 2 კვირის განმავლობაში სრულად აინაზღაურონ, მაშინაც კი, თუ […]

Continue Reading

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ქვეყნის სტაბილურობას, ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში – მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში

შეხედეთ, რა ხდება, მათ შორის ევროპის ბევრ ქალაქში და რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ინსტიტუტების სიძლიერესთან დაკავშირებით. მოდით, ვკითხოთ ნებისმიერ წევრ ქვეყანას, სჭირდება თუ არა ევროპას, ევროკავშირს ან ნებისმიერ ქვეყანას სტაბილურობისთვის ძლიერი ინსტიტუტები, მათ შორის ძლიერი სამართალდამცავი ინსტიტუტები,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველომ საკანონმდებლო დონეზე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები, […]

Continue Reading

სააკაშვილი ამერიკის არჩევნებზე – „რა არის გაკვეთილი საქართველოსთვის? როდესაც არსებობს ხალხში მუხტი და დიდი სურვილი, ის გარდაიქმნება მძლავრ ნაკადში, ნამდვილ სტიქიაში, რომელსაც ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს”

ამერიკის კონგრესის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგეს „დემოკრატებმა“, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს ორივე პალატაში. ეს არის სასტიკი მარცხი „რესპუბლიკელებისთვის“, რომელთაც არ უშველა ელონ მასკის და სხვა სუპერ მდიდრების მიცემულმა დიდძალმა დაფინანსებამ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, ეს საარჩევნო შედეგი ძირითადად განპირობებულია ცხოვრების გაძვირებით და სოციალური უსამართლობის განცდით. მისივე განცხადებით, […]

Continue Reading

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მიღება განახლდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა. „შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ დროებით შეჩერდა მგზავრთა მიღება. აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით გაგებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. გამოიწერეთ […]

Continue Reading

კახა კალაძეს პროკურატურაში უჩივიან

თბილისის მერს, მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების გამო უჩივიან – პროკრატურაში შესაბამის სარჩელს სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ჩხარტიშვილი 13:00 საათზე შეიტანს. საზოგადოების ნაწილმა კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველები “დასაძინებლები” არიან, ღია მუქარად შეაფასა. დედაქალაქის მერმა, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს გამოეხმაურა თქვა, რომ “5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“. […]

Continue Reading

გერმანია, ირლანდია, საფრანგეთი – საიდან აბრუნებენ საქართველოს ყველაზე მეტ მოქალაქეს?

2026 წლის სამ კვარტალში (იანვარი-სექტემბერი) ევროკავშირის ქვეყნებიდან რეადმისიის ფარგლებში საქართველოს 2 156 მოქალაქის დაბრუნებაზე გაიცა თანხმობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდში სულ რეადმისიის 2 184 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 28 შემთხვევაში ითქვა. კვარტალების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: I კვარტალი: განხილული 698 განცხადებიდან თანხმობა გაიცა 692 პირზე (უარი – 6-ზე); II კვარტალი: განხილული […]

Continue Reading

“საქართველოს ხელისუფლებების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს” – რას წერია EU-ს გაფართოების ანგარიშში?

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების [RFE/RL] ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს ნაწილზე წერს. იოზვიაკის თანახმად, ანგარიშში, რომელიც დღეს, 4 ნოემბერს, უნდა გამოქვეყნდეს წერია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები უვიზო რეჟიმს უქმნის საფრთხეს. „მთავარ ხაზი 2026 წლის გაფართოების ანგარიშიდან: ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამაც დიპლომატიური პასპორტის […]

Continue Reading

მურთაზ ზოდელავა – არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს – ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ

არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებას არანაირი საერთო არ აქვს იმ ფაქტთან, […]

Continue Reading

ტრამპი შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს

New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს. “ჩვენ ვიმუშავებთ დემოკრატებთან, იცით, ველოდებით მათთან თანამშრომლობას. სავარაუდოდ, რაღაცაზე შევთანხმდებით,” – ამბობს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი. ტრამპი არჩევნებში წაგებას იმასაც უკავშირებს, რომ ბიულეტენში თავად არ იყო და ნანობს გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის დის დარლინ გრემისა და კენ პაქსტონი ტეხასის რესპუბლიკელი გენერალური […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +19, +24°; […]

Continue Reading

4 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 ნოემბერს მოციქულთა სწორის ამბერკის, შვიდი ეფესელი ყრმის, ასევე მოწამეების ალექსანდრე ეპისკოპოსის, ირაკლი მხედრის, ანას, ელისაბედის, თეოდოტიას და გლიკერიას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი – იერაპოლის ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების […]

Continue Reading

პატრიარქმა სამტრედიაში ყოფნისას ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლის შესახებ იქადაგა

პატრიარქი შიო მესამე სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან და სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო მსახურება აღავლინა. წირვის დასასრულს, პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი სახარების განმარტებისას, ცოდვის საშუალებით მიღებულ შემოსავალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ იხეირებს, პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის. მისივე თქმით, უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის […]

Continue Reading

გამახსენდა ძველი ანეკდოტი “მე მომკლესო” – სააკაშვილი ღარიბაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, მისი წამების საქმესთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, ღარიბაშვილის უშუალო მონაწილეობითმიწაზე ათრიეს, ურტყეს, მოწამლეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ,,მართლა ცირკია მთელი საქოცეთი. ღარიბაშვილმა, მისი პატრონაჟით შექმნილ “სასამართლოს” მოახსენა, “მე მაწამესო” (გამახსენდა ძველი ანეკდოტი “მე მომკლესო” ) მდინარაძის წერილის გამოგზავნით. ამ “წერილით ნაწამებს და მის […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე Euronews-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“ – მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფოტო ყველა ევროპელ ლიდერთან აქვს გადაღებული. კერძოდ, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“. კერძოდ, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „თქვენ იცით, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს […]

Continue Reading

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, 2 ადამიანი იმყოფებოდა

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ 2 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მყვინთავ-მაშველები ავტომობილში მყოფ პირებს ეძებენ. შსს -ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა უფლებადამცველებზე

5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან – ასე ეხმაურება კახა კალაძე ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს. კალაძის მტკიცებით, თავშესაფარი სრული წესების და კანონების დაცვით მუშაობს და ცხოველების კეთილდღეობას ემსახურება. მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც სამარხები გათხარა “სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება დაიწყება, რა თქმა უნდა, ყველა […]

Continue Reading

შალვა ნათელაშვილი – “ტრამპი გადაიქცევა პოლიტიკურ ხეიბრად, ეს რეალობა ცხადი გახდება რამდენიმე საათში”

შალვა ნათელაშვილი აშშ-ში დღეს მიმდინარე კონგრესის შუალედურ არჩევნებს ბრიფინგით ეხმაურება – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესში უმრავლესობას დაკარგავს. “ტრამპი გადაიქცევა პოლიტიკურ ხეიბრად, ეს რეალობა ცხადი გახდება რამდენიმე საათში და იქნება სწორი ვერდიქტი ამერიკელი ხალხისა”, – ამბობს ნათელაშვილი. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ტრამპს აკრიტიკებს უკრაინასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ასევე პირდაპირ ამბობს, […]

Continue Reading

საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა – თუ ვინმეს გული ვატკინე, ბოდიშიც მოვიხადე – ამბობს პატიმარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი, გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმად, “1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები […]

Continue Reading

„ისევ გავხადოთ ტუალეტები დიდებული!“ – ნორვეგიის ტურიზმის საბჭო

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ნორვეგია „ნეხვის ქვეყანა” უწოდა, მის საპასუხოდ, ნორვეგიამ გამოუშვა ქვეყნის ულამაზესი ტუალეტების გზამკვლევი სლოგანით „ისევ გავხადოთ ტუალეტები დიდებული!“ ნორვეგიის ტურიზმის საბჭომ გამოაქვეყნა ქვეყნის ულამაზესი ტუალეტების გზამკვლევი სლოგანით „Norway makes shithouses great again!“ ეს არის პასუხი დონალდ ტრამპისადმი, რომელსაც, პირველ რიგში, უყვარს ყველაფრის დიდებულად წარმოჩენა და მეორეც, ნორვეგიას „ხეხვის ქვეყანა“ უწოდა იმის გამო, […]

Continue Reading

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ – კომენტარები

დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორ ვუყურებთ მიმდინარე პროცესს და რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პირობებში ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია, ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობების შენარჩუნების და დაახლოების შანსი ნულამდე მცირდება. „დღევანდელი შეხვედრის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ […]

Continue Reading

რუსთავში მუნის შემთხვევები დადასტურდა

რუსთავში მუნის შემთხვევები დადასტურდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” N2 დიაგნოსტიკური ცენტრის დერმატოლოგმა ზაზა ბზუკაშვილმა განუცხადა. მისი ცნობით, გატესტილი 270 პაციენტიდან დაავადება 10-ს დაუდასტურდა. “არაფერი საგანგაშო და კატასტორფული არ ხდება, მიღებული 270 პაციენტიდან კვლევის შედეგად 10-ს დაუდასტურდა. სხვა დროს არსებულ შემთხვევებთან შედარებით, ეს ზღვაში წვეთია. არც იმდენად არაა მომატებული, თითქმის ყოველთვის ასე არის ხოლმე. […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 4 ნოემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9047 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

რომან გოცირიძე – “შეწყალების თხოვნა ან საპროცესოზე ხელის მოწერა არ არის ბრალის გულწრფელი აღიარება ან სინანული”

„ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობაა“ – პაატა ბურჭულაძის ეს სიტყვები არის აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული შეფასება, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლაში მორალური მაქსიმალიზმი შესაძლოა თავად ამ რეჟიმის მიზნებზე ასხამდეს წყალს. ამის შესახებ ოპოზიცონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. “რატომ არის აუცილებელი ამ მექანიზმის გამოყენება და შეწყალებაზე (საპროცესო […]

Continue Reading

„თბილსერვის ჯგუფი“ – მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას

ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო, – ასე ეხმაურება „თბილსერვის ჯგუფი“ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების ფოტომასალას. მათი განმარტებით, აღნიშნული ვითარება „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით იყო გამოწვეული. „თბილსერვის ჯგუფი“ […]

Continue Reading

ელენე ხოშტარია – მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!

მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია! – მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც სისტემა უსამართლოდ ექცევა, – ამ განცხადებას პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აკეთებს. ხოშტარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსში წერს, რომ ერთ წრეზე ვივლით იქამდე, ვიდრე არ შევეჩვევით, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით […]

Continue Reading

პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ “ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია”

საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც ექს-პრემიერი ამბობს, რომ ციხეში ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია, გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებაში “პირველებს” უთხრეს, რომ ექს-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია” – განუცხადეს TV პირველს უწყებაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა გუშინ, 2 ნოემბერს განაცხადა, […]

Continue Reading

პაპუაშვილი გახარიაზე – გუნდისგან უჩუმრად სხვა ქვეყნის ელჩთან წავიდა, განიხილა, ნიკა მელია დავიჭირო თუ არ დავიჭიროო. იმან უთხრა, არ დაიჭიროო. წამოვიდა და მერე მთელ გუნდს აქეთ გვეჩხუბა

ყველაფერი არის ტაქტიკა, ყველას აქვს თავისი როლი, არიან ისინი, რომლებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, რომლებიც არ უნდა შევიდნენ, ვინ უნდა იყოს რადიკალი, ვინ შედარებით ნაკლებად რადიკალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ერთიანი ორგანიზმია. „ყველაზე კარი ილუსტრაცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვები. ხედავთ, რომ ხუთი მოპასუხიდან ოთხი შევიდა დარბაზში, ერთი არ […]

Continue Reading

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა -მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს 3 ნოემბერს დაამტკიცა. საპროცესო  შეთანხმების პირობით მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50000-ლარიანი ჯარიმის გადახდა. მაია კოხტაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ადვოკატები და ექიმის გარემოცვა თავიდანვე აცხადებდა, რომ მედიკოსს პროვოკაცია მოუწყვეს. რამდენიმე თვის წინ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც […]

Continue Reading