მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, მისი წამების საქმესთან დაკავშირებით.
სააკაშვილის თქმით, ღარიბაშვილის უშუალო მონაწილეობითმიწაზე ათრიეს, ურტყეს, მოწამლეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
,,მართლა ცირკია მთელი საქოცეთი. ღარიბაშვილმა, მისი პატრონაჟით შექმნილ “სასამართლოს” მოახსენა, “მე მაწამესო” (გამახსენდა ძველი ანეკდოტი “მე მომკლესო” ) მდინარაძის წერილის გამოგზავნით.
ამ “წერილით ნაწამებს და მის ფანკლუბს” მინდა შევახსენო რომ მისი უშუალო მონაწილეობით მიწაზე მათრიეს, მირტყეს, კრიმინალები მომისიეს, მომწამლეს, მუდმივ ტერორს ახორციელებდნენ ციხეში და სიკვდილს ძლივს გადავურჩი.
ყველაზე ცინიკურია, რომ “წამებულის” მხარდასაჭერად “სასამართლოზე” მივიდა მისი ყოფილი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე, რომელიც იყო ღარიბაშვილის ყველაზე სადისტური სურვილების ზედმიწევნით აღმსრულებელი და ნორმალურ ქვეყანაში ეს ბრეგვაძე თავისუფალი ნამდვილად არ უნდა დადიოდეს“ – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ღარიბაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებაზე.



