კახა კალაძეს პროკურატურაში უჩივიან

დღის სიახლეები სამართალი

თბილისის მერს, მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების გამო უჩივიან – პროკრატურაში შესაბამის სარჩელს სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ჩხარტიშვილი 13:00 საათზე შეიტანს.

საზოგადოების ნაწილმა კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველები “დასაძინებლები” არიან, ღია მუქარად შეაფასა.

დედაქალაქის მერმა, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს გამოეხმაურა თქვა, რომ “5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც “სამარხები გათხარა”.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *