2026 წლის სამ კვარტალში (იანვარი-სექტემბერი) ევროკავშირის ქვეყნებიდან რეადმისიის ფარგლებში საქართველოს 2 156 მოქალაქის დაბრუნებაზე გაიცა თანხმობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდში სულ რეადმისიის 2 184 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 28 შემთხვევაში ითქვა.
კვარტალების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- I კვარტალი: განხილული 698 განცხადებიდან თანხმობა გაიცა 692 პირზე (უარი – 6-ზე);
- II კვარტალი: განხილული 733 განცხადებიდან თანხმობა გაიცა 719 პირზე (უარი – 14-ზე);
- III კვარტალი: განხილული 753 განცხადებიდან თანხმობა გაიცა 745 პირზე (უარი – 8-ზე).
9 თვის ჯამური მონაცემებით, რეადმისირებულთა რაოდენობით კვლავ გერმანია ლიდერობს, საიდანაც დაბრუნებაზე თანხმობა 1 053 მოქალაქეზე გაიცა (რაც 9 თვის საერთო მაჩვენებლის თითქმის 49%-ია).
ევროპის ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც 2026 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი ქართველი გამოაბრუნეს:
- გერმანია – 1 053 პირი;
- საფრანგეთი – 342 პირი;
- ირლანდია – 187 პირი;
- საბერძნეთი – 115 პირი;
- იტალია – 90 პირი;
- პოლონეთი – 68 პირი;
- დიდი ბრიტანეთი – 62 პირი;
- შვეიცარია – 57 პირი;
- ესპანეთი – 48 პირი;
- ბელგია – 36 პირი.
მცირე რაოდენობით გამობრუნებული იყვნენ ასევე ნიდერლანდებიდან (19), დანიიდან (19), ავსტრიიდან (18), ბულგარეთიდან (10), ჩეხეთიდან (8), შვედეთიდან (6), უნგრეთიდან (6) და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან.
შედარებისთვის, გასულ, 2025 წელს ევროპიდან რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 3 437 მოქალაქე დააბრუნეს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება ხდება. რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ფარავს.
bm.ge



