ევროპარლამენტმა ახალი წესები დაამტკიცა – მგზავრებს უფლება აქვთ, 14 დღის განმავლობაში თანხა სრულად დაიბრუნონ

დღის სიახლეები უცხოეთი

ტურისტები შეძლებენ, თანხის დაბრუნების განაცხადი ერთიანი ფორმით წარადგინონ, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკავშირის ყველა ენაზე იქნება ხელმისაწვდომი და ტრანსპორტის ყველა სახეობაზე გავრცელდება.

ევროპარლამენტმა, თითქმის, ერთხმად დაამტკიცა ახალი წესები, რომელიც მგზავრობის შეფერხების შემთხვევაში მგზავრების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ინფორმაციას 34travel ავრცელებს.

კერძოდ, ევროპის მასშტაბით მოგზაურებს უკვე უფლება აქვთ, ბილეთის ღირებულება 2 კვირის განმავლობაში სრულად აინაზღაურონ, მაშინაც კი, თუ ის შუამავლის მეშვეობით დაჯავშნეს.

ამდენად, მგზავრებს უფლება აქვთ, 14 დღის განმავლობაში თანხა სრულად დაიბრუნონ. დაბრუნების ვალდებულება, ასევე, შუამავლებზე ვრცელდება, როგორიც ტურისტული სააგენტოები და ონლაინ-დაჯავშნის პლატფორმებია. ეს საკითხი წინა კანონმდებლობით ნათლად არ იყო რეგულირებული.

თუ შუამავალი თანხას განსაზღვრულ ვადაში ვერ დააბრუნებს, ავიაკომპანია ვალდებულია, ჩაერიოს და თანხა შესაბამის მგზავრს გადაურიცხოს.

ახალი წესები, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს აძლიერებს. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში თანმხლები პირი შშმ პირთან ერთად უფასოდ მგზავრობას შეძლებს, როგორც ეს ავტობუსით, მატარებლითა და გემით მგზავრობის შემთხვევაში უკვე ხდება.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *