შალვა ნათელაშვილი აშშ-ში დღეს მიმდინარე კონგრესის შუალედურ არჩევნებს ბრიფინგით ეხმაურება – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესში უმრავლესობას დაკარგავს.
“ტრამპი გადაიქცევა პოლიტიკურ ხეიბრად, ეს რეალობა ცხადი გახდება რამდენიმე საათში და იქნება სწორი ვერდიქტი ამერიკელი ხალხისა”, – ამბობს ნათელაშვილი.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ტრამპს აკრიტიკებს უკრაინასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ასევე პირდაპირ ამბობს, რომ სწორედ “აშშ-ს პრეზიდენტმა მიჰყიდა საქართველო ვლადიმერ პუტინს”.
“ტრამპმა გააჩერა წინა ადმინისტრაციისგან დაწყებული ივანიშვილის დასანქცირების პროცესი კრემლის პროტექციით” – განაცხადა ნათელაშვილმა.
რამდენიმე საათია დაიწყო ისტორიული არჩევნები ამერიკაში. მე პირდაპირ შემიძლია ახლავე განვაცხადო მთელი პასუხისმგებლობით, რომ კონგრესში ორივე პალატას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უმრავლესობის სახით დაკარგავს და გადაიქცევა პოლიტიკურ ხეიბრად და ეს რეალობა ცხადი გახდება რამდენიმე საათში და იქნება სწორი ვერდიქტი ამერიკელი ხალხისა იმ პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც არა მარტო გააუარესა მათი საყოფაცხოვრებო პირობები დიდი დაპირებების მიუხედავად, არამედ გადაიქცა მსოფლიოში ყველა დიქტატურის მოკავშირედ.
ფაქტიურად მიატოვა უკრაინა მოსკოვის წინაშე ბრძოლის ველზე და საქართველო მიჰყიდა ვლადიმერ პუტინს, პირდაპირ უნდა ვთქვათ. მან გააჩერა წინა ადმინისტრაციისგან დაწყებული ივანიშვილის დასანქცირების პროცესი კრემლის პროტექციით, გაყინა ლეიბორისტული პარტიის ინიცირებით მიღებული “მეგობარი აქტი” სენატრში რომელიც ეხლაც დევს დღის წესრიგში საბედნიეროდ და წავიდა უფრო შორ,ს როდესაც მისმა საოჯახო კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა “ტრამპ თაუერის” მშენებლობაზე პირდაპირ ამერიკისგან დასანქციებულ ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მიტაცებულ თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე.
ეს შეიძლება ითქვას არაფერს აღარ გავს. მან არა მარტო ეს პროცესები გააჩერე რაც მოგახსენეთ, ელემენტარული კრიტიკაც კი შეწყდა თეთრი სახლიდან ივანიშვილის რეჟიმის ტირანული ქმედებებისა და ერთი განცხადება არ მოგვისმენია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, ამდენ დაჭერებზე, ამდენ უბედურებაზე ,ამდენ საერთაშორისო კრიმინალზე და პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზეც კი სდუმს თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.



