ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფოტო ყველა ევროპელ ლიდერთან აქვს გადაღებული.
კერძოდ, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“.
კერძოდ, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „თქვენ იცით, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ და ამბობენ: ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს, რადგან საერთო ღირებულებები არ გვაქვს“.
„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, – უპასუხა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართა.



