5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან – ასე ეხმაურება კახა კალაძე ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს.
კალაძის მტკიცებით, თავშესაფარი სრული წესების და კანონების დაცვით მუშაობს და ცხოველების კეთილდღეობას ემსახურება.
მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც სამარხები გათხარა
“სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება დაიწყება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევთ პასუიხსგება, გარწმუნებთ ამაში. სხვა ახლა, რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ. ააღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გაჭვირვალედ და ემსახურებიან ცხოველების კეთლდღეოებას. ადამიენბი, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში, 5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. როგორ შეიძლება, არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ადამიანები. ყველაზე არ მაქვს საუბარი, რამდენიმე ადამიანი, ურაბლოდ რომ შეხედავ…არსებობს კანონი და წესი, ყველამ კეთილი ინებოს და დაექვემდებაროს, – ამბობს კალაძე.
ტვ პირველი



