ბინები გაძვირდა – როგორია 1 კვ.მ-ის ფასი თბილისში

დღის სიახლეები ეკონომიკა

2026 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასები 6.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში დედაქალაქში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 434 დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 345 დოლარი იყო.

„2026 წლის სექტემბერში, აგვისტოს სეზონური შენელების შემდეგ, მოთხოვნა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე მაღალ დონეზე შენარჩუნდა. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის წლიური კლება გაგრძელდა.

ფასი პირველად ბაზარზე მცირედით გაიზარდა, ხოლო მეორად ბაზარზე ორთვიანი სწრაფი ზრდის შემდეგ შემცირდა.

სექტემბერში ქირის ფასი მკვეთრად გაიზარდა, რაც სასწავლო წლის დასაწყისში სეზონურად მაღალ მოთხოვნას ასახავს. შედეგად, ქირის ამონაგები 9.4%-მდე გაიზარდა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

bpn.ge

გამოიწერეთ “პრესექსპრესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *