“ფორმულას” მაუწყებლობა შეწყვეტილია – არხმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანიაა განთავსებული, ხანძარი გაჩნდა.
„ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ დაკვამილიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბიზნესცენტრის მე-12 სართულზე გაჩნდა, “ფორმულას” ოფისი კი 17-ე სართულზეა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, “ფორმულას” თანამშრომელთა ნაწილი შენობიდან გასვლას ვერ ახერხებსს.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი



