ქართველი ბიზნესმენი, “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა – რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა. არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. თემურ უგულავამ ბიზნესი 1998 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ის ტოტალიზატორსა და ონლაინკაზინო „აჭარაბეთს“ მართავდა. მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში “ჰოლიდეი ინნის” შემოყვანა. შემდეგ კი მის მიერ დაფუძნებული […]

Continue Reading

უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარედგინა. მისივე თქმით, გადაიხედა კანონმდებლობა უცხოელ მოქალაქეებზე სასწავლო ბინადრობების ნებართვის გაცემის შესახებ. „დღეისათვის, უცხოელ მოქალაქეებზე 35 ათასამდე სასწავლო ბინადრობაა გაცემული. შემთხვევები გამოვლინდა, როცა ბინადრობის გამოყენება ხდებოდა არა სწავლისთვის, არამედ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დასარჩენად. ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ და […]

Continue Reading

22 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაშავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°; სოხუმი: ხანმოკლე […]

Continue Reading

22 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივნისს ღირს იოანე შავთელ-გაენათელის, წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის სპარსეთში წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი (XIII) – „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“ მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. ის მისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი […]

Continue Reading

„დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდნილი ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „დიდუბეში” ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, რის გამოც ახმეტელიდან „სადგურის მოედნის” მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეიზღუდა.

Continue Reading

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახმეტელი-სადგურის მოედნის მონაკვთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. კომპანიის ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ სადგური-ვარკეთილის მონაკვეთში ემსახურება. მგზავრის მდგომარეობის და მომხდარის დამატებითი დეტალების შესახებ ამ დროისთვის არაფერია ცნობილი.

Continue Reading

საფრანგეთში სიცხის გამო ალკოჰოლზე შეზღუდვები დააწესეს

საფრანგეთში სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე, გამოცხადდა. მაღალი ტემპერატურის გამო ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალებზე  ალკოჰოლის დალევა აიკრძალა. ამის შესახებ „ფრანს 24“ იუწყება. საფრანგეთში კვირის დასაწყისიდან დაწყებულმა ძლიერის სიცხის გამო შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა, სკოლებში კი სასწავლო პროცესი შეჩერდა. საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ უკიდურესად მაღალი ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება და 35 დეპარტამენტში საფრთხის წითელი […]

Continue Reading

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით – პატრიარქის ქადაგება

შეგვეწიოს უფალი, რომ პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ… მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქის თქმით, სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. შიო III […]

Continue Reading

მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დეაცა, დაიღუპა

მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დეაცა, დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ დიდუბეში ცოტა ხნის წინ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სატვირთო მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც რკინის კონსტრუქციების ქვეშ იყო მოყოლილი. არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, ე.წ. არმატურა, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა. თბილისში, დიდუბეში, ავტოსაგზაო შემთხვევის […]

Continue Reading

სამაშველო ოპერაცია დიდუბეში – სატვირთოს მძღოლი რკინის კონსტრუქციების ქვეშ მოყვა

სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს ამ წუთებში დიდუბეში. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სატვირთო მანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც რკინის კონსტრუქციების  ქვეშ არის მოყოლილი. როგორც თვითმხილველები ყვებიან, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც, ე.წ. არმატურა, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამსახურები.  “ტვპირველი”

Continue Reading