მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. წმიდა ეკლესია “ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, “აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. ტერმინი “ახალი წელი” რომს უკავშირდება. საღვთისმსახურო წიგნი “ჟამნი” მოგვითხრობს, […]

Continue Reading

კიევი-ვარშავას მატარებლის სიახლოვეს, რომელსაც დღეს რუსული დრონი თავს დაესხა, ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ – მედია

კიევი-ვარშავას მატარებლის სიახლოვეს, რომელსაც დღეს რუსული დრონი თავს დაესხა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. უკრაინის რკინიგზის განცხადებით, რუსეთმა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს ვოლინის რეგიონში, პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში დაარტყა. „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, რომ მატარებელი კიევიდან ვარშავაში მიემგზავრებოდა. „შპიგელის“ ცნობით, უკრაინიდან კიდევ ერთ მატარებელში იმყოფებოდნენ ფრიდრიხ მერცის საგარეო პოლიტიკისა და […]

Continue Reading

44 წლის მამაკაცს დაახლოებით ათი პირი, სავარაუდოდ, ხელკეტებით სასტიკად გაუსწორდა – ნაცემი კაცი კომაშია

კახეთში 44 წლის მამაკაცს დაახლოებით ათი პირი, სავარაუდოდ, ხელკეტებით სასტიკად გაუსწორდა – ნაცემი კაცი კომაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. მას სამი ორგანო აქვს დაზიანებული და ამ დროისთვის საგარეჯოს საავადმყოფოში მკურნალობენ. ძალადობა იორმუღანლოში, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. როგორც ირკვევა, 44 წლის კაცი ჩხუბში გამშველებელი იყო. მას თავდაპირევლად […]

Continue Reading

ტრამპმა ზელენსკის მიმართა: “არსებობს მრავალი სხვა მიზანი. ნუ დაუმიზნებთ დიზელის საწვავს, რადგან ეს მთელ მსოფლიოს აზიანებს”

დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის წარმოებზე დარტყმები – „არსებობს მრავალი სხვა მიზანი“. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება ირლანდიაში, Amgen Irish Open-ზე გააკეთა: “ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების ობიექტების დაზიანება. მას შეუძლია სხვა სამიზნეებზე შეტევა, მაგრამ არა დიზელის საწვავზე, რადგან სწორედ ეს იწვევს დეფიციტს. ეს არ ხდება ახლო აღმოსავლეთის გამო. ეს […]

Continue Reading

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფის განსახილველად ემზადებიან, იტყობინება The Telegraph.

დღეს, მთავრობის მეთაურები კარდიფში შეხვდებიან და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას გეგმავენ, რომელიც დამოუკიდებლობის რეფერენდუმების ჩატარების უფლებას მოიცავს. შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ სვინიმ უკვე განაცხადა, რომ ამჟამინდელ ბრიტანულ სისტემას მდგრადად არ მიიჩნევს და ვესტმინსტერს მოუწოდა, მოემზადოს „გაერთიანებული სამეფოს“ მომავლისთვის. ბოლო არჩევნებში ნაციონალისტურმა პარტიებმა ქვეყნის სამივე არაინგლისურენოვან ნაწილში გაიმარჯვეს: შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ შოტლანდიაში, Plaid Cymru-მ უელსში და Sinn […]

Continue Reading

კუშნერი: აშშ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ნაბიჯებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი იმედს გამოთქვამს, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში გამოაცხადებს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ნაბიჯებს, იუწყება უკრაინული მედია კუშნერის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც მან კიევის ფორუმზე ვიდეოკავშირის საშუალებით გამოსვლისას გააკეთა. „კუშნერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ შეძლებს გამოაცხადოს შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების პროცესთან დააახლოებს“, […]

Continue Reading

მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია – „ოცნების“ საერთო ჩრდილოვანი და კორუფციული ყულაბიდან ფულის გაწევასა და კრიპტოში გადაცვლას ედავებიან – ლაშა ფარულავა

მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია – „ოცნების“ საერთო ჩრდილოვანი და კორუფციული ყულაბიდან ფულის გაწევასა და კრიპტოში გადაცვლას ედავებიან, ამიტომ მის თითოეულ ნაბიჯს, სატელეფონო ზარსა და მოქმედებას ბიძინა ივანიშვილის დავალებით ანზორ ჩუბინიძე აკონტროლებს , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მომავალ კვირას სამთავრობო ცვლილებები და დაკავებებია დაგეგმილი. ფარულავას ინფორმაციითვე, […]

Continue Reading

“ექთანი რომ მეზობელს ინექციას ან გადასხმას გაუკეთებს დაიჭირეთ; ექიმი რომ დაურეგისტრირებელ პაციენტს ტელეფონით ან სოციალური ქსელით დანიშნულებას ურჩევს, ისიც დაიჭირეთ” – ექიმი მაია ბუწაშვილი

“ახლა იმის მოლოდინში უნდა ვიყო, ვინმე შსს ან სუს-ის მიერ პაციენტის როლში მოვლენილი აგენტი არ აღმოჩნდეს და შარი არ მომდონ, პაციენტი რომ არ გინახავს, რჩევას როგორ აძლევო” – ასე ეხმაურება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ახმეტაში ექიმ მაია კოხტაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს. მისი თქმით, ამ უწყებების თანამშრომლებიც ხშირად სარგებლობენ ნაცნობი ექიმების არაოფიციალური სერვისებით “ჩემი საკმაოდ დიდი […]

Continue Reading

იურისტები ბარამიძის საქმეში სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობენ

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში სერიოზული სამართლებრივი ხარვეზებია – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეს ეხმაურება. საიას შეფასებით, პროკურატურა ცდილობს, ბარამიძის მიერ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები საბოტაჟად დააკვალიფიციროს და პოლიტიკოსის განცხადებებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შინაარსი მიანიჭოს. “პროკურატურა ვალდებულია, რომ დაასაბუთოს კონკრეტული მტკიცებულებები, თუ სახელმწიფოს რომელ საქმიანობაში შეეშალა ხელი ანუ რომელი საქმინობა ვერ განახორციელა. გარდა ამისა, […]

Continue Reading

ბორანის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ვანუატუს სანაპიროსთან ბორანის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. “როიტერის” ცნობით, ბორტზე 40-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა: ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი გადაარჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა უსაფრთხოების წესების დარღვევით იყო გამოწვეული – ეკიპაჟმა უგულებელყო შტორმის შესახებ გაფრთხილებები და გემის გადატვირთვა დაუშვა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading