ამინდის პროგნოზი 18 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი […]

Continue Reading

18 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 18 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის მშობლების ზაქარიას და ელისაბედის, მოწამეთა: თიფაილის, თიბეას და სარვილეს, იუვენტინე და მაქსიმე მხედართა, მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა , მოწამე აბდე სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის მშობლები წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას […]

Continue Reading

იაგო ხვიჩია – დამანახეთ ის ხალხი, ვინც გვარამიას, ჩერგოლეიშვილის ნათქვამზე ქუჩაში გამოვა და მირბის ვინმეს დასამხობად

დამანახეთ ის ხალხი, ვინც გვარამიასა და ჩერგოლეიშვილის ნათქვამზე ქუჩაში გამოვა, შეიძლება თუ არა მაგ ხალხთან ერთად ვინმეს წინააღმდეგ და, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა? – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ  სივრცეში“ განაცხადა. „ჩერგოს და გვარამიას ნათქვამზე რომ გამოვა, მირბის, ვინმე რომ დაამხოს, უბრალოდ, ეს ხალხი დამანახეთ, […]

Continue Reading

შალვა ნათელაშვილმა დავით გარეჯის თემაზე აზერბაიჯანის საელჩოს კითხვები გადასცა და პასუხებს ითხოვს

“ლეიბორისტული პარტიის “ ლდიერმა, შალვა ნათელაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში ნოტა გადასცა, სადაც აზერბაიჯანის მთავრობისათვის სპეციალური კითხვებია შეტანილი. ნათელაშვილის თქმით, 7 წლის წინ ივანიშვილის მოღალატეობრივი გარიგებით, ალიევის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს დავით გარეჯის ,მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ქრისტიანული ძეგლის სიმაღლეები და აღნიშნული პროცესი გადაიზარდა ანექსიაში. ნათელაშვილი ითხოვს აზერბაიჯანის მთავრობამ უპასუხოს მის კითხვებს, რომელიც საელჩოს უკვე გადასცა. 7 წელი […]

Continue Reading

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტიის სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო, თუმცა, მისი თქმით, რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ სიაში აღმოჩნდა. ინაშვილი ამ შემთხვევას „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი პარტიის კანდიდატებისა და წევრების გადაბირების უფრო ფართო პროცესს უკავშირებს და პრემიერ ირაკლი კობახიძეს ეკითხება, იყო თუ არა ეს პოლიტიკური კორუფცია […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6076 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6081 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9927 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0084 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ციხეში რომ მოვა, “გენერლის პაგონები“ არ დარჩეს – ელისაშვილი მდინარაძეს მიმართავს

ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძე ციხის გზაზეა, რადგან ისიც “ციხეში გაამწესა საკუთარმა პატრონმა“- განცხადება “მოქალაქეების” ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გააკეთა. დაპატიმრებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა დაამთავროს და მდინარაძეს მოუწოდებს, ციხეში შესვლამდე, “გენერლის პაგონები“ არ დარჩეს, რადგან ჯერ “გენერალი არ უცემია.“ ლეიტენანტი იყო, […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი 

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მოქმედებს შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად. „ჩვენ იცით, რომ სასანქციო რეჟიმებს ვითვალისწინებთ. იყო შესაბამისი სანქციები ამოქმედებული და გამომდინარე იქიდან, რომ […]

Continue Reading

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შესაბამისი სააგენტო შევქმენით, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. “ენჯეოს” ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს “ენჯეოები” თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ “ენჯეოები” […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე… რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი

ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფიზიკური პირების უცხოურ აგენტებად რეგისტრაციის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირების ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 17 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 სექტემბერს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებულიიქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ძლიერი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

17 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 სექტემბერს ღირსი სვიმეონის, გარეჯის წინამძღვრის, მღდელმოწამისა ბაბილას, დიდი ანტიოქიის ეპისკოპოსის ასევე იოასაფ ბელგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი სვიმეონ გარეჯელი ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას […]

Continue Reading

გაპრეზიდენტების შემდეგ დონალდ ტრამპი $2.7-მილიარდით გამდიდრდა

საერთაშორისო ეკონომიკური გამოცემა Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქონებამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ $7 მილიარდს მიაღწია. როგორც ირკვევა, ამერიკელი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის კაპიტალი ამ პერიოდში $2.7 მილიარდით გაიზარდა. ჟურნალის ინფორმაციით, ტრამპმა ფინანსურ წარმატებას კრიპტოვალუტის პროექტებითა და საერთაშორისო გარიგებებით მიაღწია. გამოცემის შეფასებით, „ამერიკის ისტორიაში პოლიტიკით ამდენი თანხა არავის გამოუმუშავებია“. აღსანიშნი ფაქტია, რომ თავად დონალდ ტრამპმა […]

Continue Reading

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა, როგორც წინა წელს. მიუხედავად ქონების შეფასების უცვლელად დატოვებისა, ბიძინა ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამ პერიოდში რეიტინგის სხვა წევრების ქონების შეფასება გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ქართველი მილიარდერის ქონება $4.9-მილიარდიან ნიშნულზე იყო, თუმცა, ამერიკულმა გამოცემამ მისი […]

Continue Reading

ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი ბაჩო ახალაიას “შვილების დაობლებით ემუქრებოდა”

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატირმობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მეუღლე, ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი, თამაზ ბორაშვილი სუს-ის შენობაში გადაყვანის შემდეგ, მის მეუღლეს “შვილების დაობლებით ემუქრებოდა”. “თუ შენს მეგობრებზე ჩვენებას არ მისცემ, ორივეს 10 წლით ციხეში გაგვიშვებთ, თქვენი შვილი კი ობლად დარჩება” – ეს ამ ადამიანის, თამაზ ბორაშვილის სიტყვებია” – წერს სოციალურ ქსელში […]

Continue Reading

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო. თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე. უფრო კონკრეტულად, […]

Continue Reading

“შესაძლოა, გზის გადაკვეთის დროს, უკნიდან უმიზეოდ თავს დაგესხათ და თავში რამე ჩაგარტყათ” – რას წერს ფეისბუკმომხმარებელი

სოაციალურ ქსელში, “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” ერთ-ერთი ფეისბუკ-მომხმარებელი ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დაიმახსოვრეთ ამ ქალის სახე, რადგან შესაძლოა გზის გადაკვეთის დროს უკნიდან უმიზეოდ თავს დაგესხათ და თავში რამე ჩაგარტყათ. “11 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ ქვაფენილზე რომ გადასასვლელია, ამ გზაზე გადასვლას ცდილობდა ეს ქალი. მე მის უკან ვიდექი, შევამჩნიე, რომ უჭირდა გზის გადაკვეთა და […]

Continue Reading

ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, მსგავსი სახის ექსპერტიზა ყველა მკვლელობის საქმეზე ინიშნება. “მკვლელობის ყველა საქმეზე ინიშნება ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ეს საქმეც არ არის რამე ფორმით გამონაკლისი. იმისათვის, რომ ყველანაირი ეჭვი გამოირიცხოს, ბრალდების […]

Continue Reading

,, დაყრუებულ ქართველებს მივმართავ! საქართველოს ყიდის ეს უბადრუკი ხელისუფლება!” – დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე: ,,პროვინციალიზმი თავის უკიდურესად მაღალი გამოვლინებით: ეს გუშინ ვნახეთ, – “ტრამპ-ტაუერის” პროექტისპრეზენტაციისას. ამერიკელ ბიზნესმენებს საკუთარი მიზანი აქვთ, – ეს მათი საქმეა. მე ამ ქაჯი ვაი-ხელისუფლების და ქაჯი ბიზნესმენების გამკვირვებია, – საქართველოს, მისი საოცარი კულტურისადა ხალხის შესახებ წარმოდგენაც რომ არ შერჩენიათ! აი, პარალელიც:ამ უბადრუკი ხელისუფლების და ქართველი ვაი-ბიზნესმენების მხარდაჭერილი მეორე პროექტი:მეტი ღიად და წესიერად, […]

Continue Reading

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნეს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კოსოვოს სპეციალურმა სასამართლომ ის და კიდევ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო 1998-1999 წლების ომის დროს თვითნებური დაკავებების, სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობისთვის. 58 წლის ტაჩის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მის თანამზრახველებს 13-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თუმცა, სასამართლომ […]

Continue Reading

„ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რაც Justia U.S. Law-ს ვებგვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ამიტ პ. მეჰტას მიერ არის ხელმოწერილი. სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების […]

Continue Reading

83 დეპუტატის ხმით თამაზ ბორაშვილი სუს-ის ხელმძღვანელი გახდა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. ბორაშვილს 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა. 2025 წლის 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, თუმცა მან სუს-ის უფროსის პოსტი ამავე წლის 23 […]

Continue Reading

კუთვნილი ხელფასის მისაღებად “ფორმულას” ჟურნალისტი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს

“ფორმულას” ჟურნალისტი ელენე ბენიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისსა და თანამშრომლების უფლებების შელახვაზე საუბრობს.  ის ამბობს, რომ ტელეკომპანიას მის წინაშე აქვს ფინანსური დავალიანება, რომლის გადახდაზე პასუხსაც კი არ იძლევა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ფორმულაში“ მუშაობის 6 წლის განმავლობაში ბოლო ერთი წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა და მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა „ბიზნესი […]

Continue Reading

პირველად ევროკავშირის ისტორიაში – ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადას ასოცირებული წევრობა შესთავაზა

ევროკავშირმა კანადას ასოცირებული წევრობა შესთავაზა – ეს ევროკავშირის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო. ამის შესახებ BBC წერს. „მსურს დავიწყო მუშაობა კანადისთვის ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრის სტატუსის მოპოვებაზე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური აგარიშის წარდგენისას. “გარდიანის” ცნობით, მის წინადადებას მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. „ეს პარტნიორობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ […]

Continue Reading

სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ თამაზ ბორაშვილს პარლამენტში უსმენენ

პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სუსის ხელმძღვანელის კანდიდატურას უსმენენ. თამაზ ბორაშვილი ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. სხდომა დახურულ რეჟიმში იმართება.  ვიდრე სხდომა დაიხურებოდა, თამაზ ბორაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მისი ხელმძღვანელობის პირობებში სუსის პრიორიტეტები იქნება. “საქართველოს სახელმწიფო ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან განიცდის. ამ მიმართულებით სუსის პრიორიტეტად დარჩება რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა საოკუპაციო ძალის […]

Continue Reading

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო 

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. როგორც ჯაღმაიძე წერს, სხვადასხვა მომსახურებაში […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან ცივი და სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ძლიერი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით […]

Continue Reading

16 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 16 სექტემბერს მღვდელმოწამე ანთიმოზის, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის, ღირსი თეოქტისტეს, ღირსი ექვთიმე დიდის, თებე დიაკონის, ბასილი ნიკომიდიელის, მღვდელმოწამე არისტიონის, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის და იოანიკესი, სერბელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები: თეოფილე დიაკონი, დოროთე, მარდონი, მიგდონი, პეტრე, ინდისი, გორგონი, ზენონი, დომნა ქალწული […]

Continue Reading

დიდუბეში, ბათუმი-თბილისის მატარებელი ქვეითს დაეჯახა

დიდუბეში, ბათუმი-თბილისის მატარებელი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას და შემთხვევის ადგილზ ეგადაღებულ კადრებს  “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი”

ახმეტაში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ექიმი მაია კოხტაშვილი, რომელიც 50 ათას ლარიანი გირაოს შემდეგ გათავისუფლდა, იმ ადამიანებისადმი, ვინც მისდამი დახმარება და თანადგომა გამოიჩინა, სამადლობელ წერილს აქვეყნებს: ““მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ […]

Continue Reading

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ | ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს. აშშ-მ ირანული კომპანიები 2026 წლის 8 სექტემბერს დაასანქცირა. სანქციების გამოცხადების შემდეგ, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ “საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით” იმოქმედებენ. ამ განცხადებას საქართველოში ირანის ელჩი გამოეხმაურა და აქცენტი ირანელი ტურისტების საქართველოში ვიზიტებზე და ალტერნატიული ტურისტული ლოკაციების არსებობაზე […]

Continue Reading

ზახაროვამ ქართულ სამზარეულოს „გემრიელი ძალა“ უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ქართულ სამზარეულოს არა მხოლოდ „რბილ ძალა“, არამედ „გემრიელი ძალა“ უწოდა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” წერს. ბრიფინგის დროს ზახაროვამ რუს და ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდა, იმოგზაურონ და ამ პროცესში, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების სტატუსის შესახებ კითხვებზე პასუხები ეძიონ. „ესაუბრეთ ჩვენს მოქალაქეებს, ეწვიეთ ჩვენს თეატრებს, მუზეუმებსა და რესტორნებს. შეგიძლიათ შეადაროთ, სად […]

Continue Reading

პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები – რას მალავს კულტურის სამინისტრო? -TI-ის განცხადება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან კულტურის სამინისტრომ 722 642 ლარი დახარჯა, თუმცა უცნობია, რომელ კომპანიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები – განცხადებას ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, უწყება ხარჯების დეტალებსა და კონტრაქტებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს. მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან მილიონები გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშებით ვიგებთ, რომ მხოლოდ […]

Continue Reading

საქართველოს ხელისუფლებამ რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა – სტატია

ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსულენოვანი გამოცემა “vestikavkaza“, რომელსაც “პრესექსპრესი” უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისთვის რუსოფობიის გამოვლინებები უცხოა და მოსკოვთან ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და პრაგმატიზმის საფუძველზე უნდა აშენდეს. ქსენოფობია, განსაკუთრებით რუსოფობია, თბილისის პოლიტიკისთვის დამახასიათებელი არ არის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ განწყობებს რადიკალური ოპოზიცია […]

Continue Reading

“ჯობდა, სუს-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძესავით “საერთოდ გამქრალიყო”, ვიდრე შს მინისტრის მოადგილედ გადასულიყო” – ირაკლი შაიშმელაშვილი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი “ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, გელა გელაძემ “რაღაცები არ შეიზილა და ამიტომ მოხდა მისი გადაყენება”. ირაკლი შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ ჯობდა სუს-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძესავით “საერთოდ გამქრალიყო”, ვიდრე შს მინისტრის მოადგილედ გადასულიყო. გეკა გელაძე, თუ გელა, ვერ ჩამოვყალიბდი რა ჰქვია მაგ კაცს, ეს არ […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე მათი პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – რატომ ახლა, რატომ დღეს? – თუ „ოცნება“ ფიქრობს, რომ შეგვაჩერებს, ძალიან ცდება!

ეს ნაბიჯი ისეთი ტიპის ავტოკრატიაში, როგორიც „ოცნებამ“ შექმნა, ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის – თუ „ოცნება“ ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით კრიტიკულ კითხვებზე, მწვავე განცხადებებსა თუ ათიათასობით ქართველი მოქალაქის სათქმელის ხმამაღლა გაჟღერებაზე ხელს აგვაღებინებს, შეგვაჩერებს ან სიმწვავეს დაგვაკლებინებს, ძალიან ცდება, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლოდერმა, გიორგი შარაშიძემ მათი პარტიის ასაკრძალ პარტიათა […]

Continue Reading

გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა

გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა – ამის შესახებ ცნობილი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება. ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა. საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაშავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთის უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ძლიერი. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

15 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 სექტემბერს მოწამე მამანტის, მისი მამის თეოდოტეს და მისი დედის რუფუნას, ღირსი იოანე მმარხველის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის და წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე მამანტი მამა მისი თეოდოტე და დედა მისი რუფინა წმიდა მოწამე მამანტი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინას ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა […]

Continue Reading

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. „მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი აკადემიური წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელების საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი. პირველკურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ KIU-ს სკოლების დეკანებს, მოესმინათ პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. […]

Continue Reading

უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – დონალდ ტრამპი

უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა Truth-ზე დაწერა. მისი თქმით, რუსეთიც დათანხმდა იმავეს გაკეთებას. “დიზელის საწვავის გლობალური ფასების ზრდა, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის განპირობებული და არა ირანით” – წერს ტრამპი. 🔵13 სექტემბერს ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, შეეწყვიტა რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების […]

Continue Reading

“კუკუშკას” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ელმავლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში გამარჯვებული შპს „ახალი იმპულსი“ გახდა. შეგახსენებთ, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.650 მლნ ლარს შეადგენდა, საბოლოოდ კი გამარჯვებულ კომპანიასთან 1 170 763 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ შესყიდვაში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იღებდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, გამარჯვებული კომპანია 2018 წელს არის დარეგისტრირებული. […]

Continue Reading

შიო მესამე – თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით

თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებით. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება, – ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, სიბრძნის დასაწყისია ღვთის შიში. “გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ახალი […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი ირაკლი რუხაძეს – ჩემი ტყვეობა დროებითია, მე შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც მისი აღმაშენებელი, თქვენ შეხვალთ, როგორც ტურები და გიენები

გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო, ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მოწმის სტატუსით დაკითხვისას განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ფაქტობრივად, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს “იმედში” განვითარებულმა მოვლენებმა, “მოკლა ბადრი”. რუხაძემ დაკითხვისას ახსენა კონკრეტული ჩანაწერიც, რომლის ეთერში გაშვებაც ბადრი […]

Continue Reading

მმართველ გუნდს კადრები გამოელია – სალომე ზურაბიშვილი

მმართველ გუნდს კადრები გამოელია, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გეკა გელაძის წასვლას და სუს-ის ახალი უფროსის კანდიდატურის წარდგენას. როგორც ზურაბიშვილი წერს, კადრების “გამოლევა“ აღარ და ვეღარ იმალება. “ანუ პოლიტიკურმა , პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და “პირველად 30 წლის მანძილზეო” სუს-ის ხელმძღვანელად ვნიშნავთო კარიერ-გამოვლილ ადამიანსო … ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე ?!!! რეალურად მმართველ […]

Continue Reading

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები

ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია ფაქტობრივი შეცდომებით, გაურკვეველი შინაარსობრივი პასაჟებით და გამიზნულად გამრუდებული შეფასებებით – ამ სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანები და მათ ეს შესაძლებლობა პირდაპირ გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმძღვანელოების ნაწილი, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ისე სწრაფად მოხდა მათი […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძემ  სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოსპრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახურისუფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – გარჩევების დრო არ არის, ჯერ ესენი მოვიშოროთ და მერე იქნებ ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ

დღეს ახალი პარტიები ჩნდებიან სოკოსავით, რომლებიც ამბობენ, “ჯერ მიშა უნდა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო. მეგობრებო, ახლა არ არის ერთმანეთთან დაპირისპირების, გარჩევების დრო. ვიდგეთ ერთად, ჯერ ეს მოვაშოროთ და მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და მერე კისერიც გიტეხიათ, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან სასამართლოს მიმართა, “7 ნოემბრის საქმე დაასრულონ”. “მინდა სასამართლო შემადგენლობას ვუთხრა, რომ […]

Continue Reading

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის […]

Continue Reading