სოაციალურ ქსელში, “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” ერთ-ერთი ფეისბუკ-მომხმარებელი ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დაიმახსოვრეთ ამ ქალის სახე, რადგან შესაძლოა გზის გადაკვეთის დროს უკნიდან უმიზეოდ თავს დაგესხათ და თავში რამე ჩაგარტყათ.
“11 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ ქვაფენილზე რომ გადასასვლელია, ამ გზაზე გადასვლას ცდილობდა ეს ქალი. მე მის უკან ვიდექი, შევამჩნიე, რომ უჭირდა გზის გადაკვეთა და ერთ-ერთ მანქანას ხელით ვანიშნე, გაჩერებულიყო, რომ გადავსულიყავით. როდესაც მანქანამ გზა დაგვითმო, ეს ქალი მაინც არ გადადიოდა გზაზე. მე გადავუსწარი და სწორედ ამ დროს უკნიდან თავში ძლიერად დამარტყა მუშტი. სწრაფად წავიდა და პარალელურად მლანძღავდა. რამდენად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, ამას ხაზს აღარ გავუსვამ.
როდესაც გავიაზრე, რა მოხდა, გავყევი ამ ქალს, რომ მომეთხოვა პასუხი, რატომ მოიქცა ასე. ირგვლივ ბევრი ტურისტი იყო და მათში დამალვა სცადა. გამოვიყვანე იქიდან და ვეკითხებოდი, რატომ გააკეთა ეს, ის რუსულად მელაპარაკებოდა, ამბობდა, რომ არ იცოდა ქართული და ასევე უარყოფდა ფაქტს.
რამდენჯერმე გაიქცა და მეც მივსდევდი. არ შეიმჩნეოდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რადგან გამიზნულად და შეგნებულად მოიქცა ასე. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი დაახლოებით დღის 17:10 საათზე, ქალაქის ცენტრში მოხდა, სადაც უამრავი ხალხია ირგვლივ არავინ ჩაერია. ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვერც იმ მომენტში მოვახერხე 112-ში დარეკვა და ვერც ვიდეო ჩავრთე, მხოლოდ ფოტოს გადაღება მოვასწარი, რადგან ის გამუდმებით მიდიოდა და მეც მივსდევდი
ბოლოს სხვა ქუჩაზე გადაუხვია, სადაც არავინ იყო მაინც გავყევი მაგრამ, რადგან ტკივილისგან უკვე ცუდად ვგრძნობდი თავს, და გარშემოც ამ ქუჩაზე არავინ იყო, შევეშვი და გავუშვი. აღარ ვიცოდი, რამდენად ადეკვატური შეიძლებოდა ყოფილიყო თუ ბოლომდე გავყვებოდი.
როდესაც სახლის გზაზე წამოვედი, დავრეკე 112-ში, საკმაოდ სწრაფად რეაგირდნენ, წავედი განყოფილებაში და ოქმიც შედგა. შემდეგ კი მითხრეს, რადგან მომდევნო დღეები შაბათ-კვირა ემთხვეოდა კამერებს ვერ გადაამოწმებდნენ, მიუხედავად ძალადობის ფაქტისა შაბათ-კვირას ვერ გამოიძიებდნენ ამ ქალის ვინაობას და ორშაბათს დამიკავშირდებოდნენ. ორშაბათს თავად დავურეკე და მითხრეს, რომ ასეთი ქეისი საკმაოდ ბევრია და კიდევ 2 დღე სჭირდებათ მიუხედავად ჩემს მიერ მიწოდებული ზუსტი დროისა და ამ ქალის ფოტოსურათისა, მაინც დროა საჭირო.
ჩემი მიზანი და მოქალაქეობრივი ვალია ვაცნობო საზოგადოებას რომ ფრთხილად იყოს, რადგან ქუჩაში გადაადგილდება ადამიანი, რომელიც უკნიდან ხალხს თავს ესხმის. დღეს უმიზეზოდ მე დამარტყა, ხვალ შეიძლება სხვას დაესხას თავს, ახალგაზრდას, მოხუცს თუ არასრულწლოვანს (ამჯერად არა ხელით არამედ ბლაგვი საგნით) მშვიდად გადააგილების დროსაც კი საფრთხეა ქუჩაში” – წერს ფეისბუქ მომხმარებელი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

