ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის, ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის, „ბრექსიტი“ ამის საუკეთესო დასტური იყო – შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის, ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის, „ბრექსიტი“ ამის საუკეთესო დასტური იყო – სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ივლისს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, […]

Continue Reading

27 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივლისს მოციქულ აკვილას, სამოცდაათთაგანის მოწამე იუსტოსის, ღირსი ელიოზ მონაზვნის და ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული აკვილა – სამოცდაათთაგანი წმიდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ… პონტოელი ნათესავით“ და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. […]

Continue Reading

თბილისის საკრებულოსთან რამდენიმე პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებას წინ უძღოდა აქტივისტების მხრიდან შეძახილები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ასევე, მათ ხელში ეკავათ საპროტესტო ბანერები. ,,ინტერპრესნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს. ცნობისთვის, მანამდე, სამართალდამცველებმა თორნიკე თოშხუა დააკავეს, რომელიც საკრებულოსთან იდგა ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო განთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო […]

Continue Reading

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. დაშავებულთაგან ერთის, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ოთხივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულებს უტარდებათ ყველა შესაბამისი მკურნალობა და […]

Continue Reading

შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა

რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. „ჩვენ რწმენის სახით ისეთი ძალა გვაქვს, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება; შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას. უფლის რწმენა ჩვენ გულში ეს არის გასაღები, […]

Continue Reading

შემოსავლების სამსახური – „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, გაზრდილი ნაკადის პირობებში, შეფერხებების გარეშე მუშაობს – მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი აქტიური სეზონის პირობებში, გაზრდილი ტვირთნაკადისა და მგზავრთა გადაადგილების ფონზე, შეფერხებების გარეშე მუშაობს. უწყების ცნობით, ორივე ქვეყნის მიმართულებით საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები სტანდარტული რეჟიმით და სრული დატვირთვით მიმდინარეობს. „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, აქტიური სეზონის გათვალისწინებით, გაზრდილი ტვირთნაკადის/მგზავრთა გადაადვილების პირობებში, მუშაობს შეფერხებების გარეშე და ორივე ქვეყნის მიმართულებით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს […]

Continue Reading

13 ადამიანი დაშავდა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. შემთხვევა სოფელ არგვეთასთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ირანს გეი დიქტატორი მართავს – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, 56 წლის მუჯთაბა ხამენეის (ალი ხამენეის ვაჟი), „გეი დიქტატორი“ უწოდა. მან ეს განცხადება თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ჩემი ადმინისტრაციის დროს, ოდესღაც, საშინელი და ძლიერი რეჟიმი, რომელიც გამუდმებით ესხმოდა თავს ამერიკას, საბოლოოდ დაამხეს. მისი ყოფილი ლიდერები თანამდებობიდან გადააყენეს და ახლა მას გეი დიქტატორი მართავს, რომელიც […]

Continue Reading

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა – არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე მგზავრი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ არგვეთასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. კადრებს “ფეისბუქ გვერდი” “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ვერაზე, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს

ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკა „ჰელსიკორიდან” გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, 17-18 წლის ბიჭები ბინაზე გუშინ, საღამოს გაწერეს. ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 […]

Continue Reading

“ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს… მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ ვჩან­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში” – ეკა კუპატაძის საგანგებო მიმართვა

ეკა კუ­პა­ტა­ძე ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 17 წლის ბი­ჭის დე­დას სამ­ძი­მარს უცხა­დებს და საგანგებო მიმართვას ავრცელებს: “ჩემი გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის დე­დი­კოს. იქ­ნებ იპო­ვოთ ძალა, თქვენ­თვის გა­უ­ფე­რუ­ლე­ბელ სამ­ყა­რო­ში, არ­სე­ბო­ბი­სა… უამ­რა­ვი მე­სი­ჯი შე­მომ­დის და მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ ვჩან­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ვფიქ­რობ, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო­დაც მი­ვა­წო­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც არც ერთი წა­მით არ მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ ამ გი­ჟურ ომში. ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე […]

Continue Reading

37 გრადუსი სიცხე – ამინდის პროგნოზი 26 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. თბილისში ჰაერი დღისით +37 გრადუსამდე გათბება, ხოლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უმეტეს ქალაქებში წვიმაა მოსალოდნელი. რიგ რეგიონებში ქარი დროგამოშვებით გაძლიერდება და 17-22 მ/წმ-ს მიაღწევს. ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზი ასეთია: გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

26 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ივლისს ღირსი სტეფანე საბაიტელის, წმ. იულიანეს, კენომანიელი ეპისკოპოსის, მოწამე სერაპიონის და მოწამე მარკიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა სტეფანე საბაიტელი წმიდა სტეფანე საბაიტელი, წმიდა იოანე დამასკელის ძმისწული, 725 წელს დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოღვაწეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულთქმედების და […]

Continue Reading

ყაზახეთის პრეზიდენტი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის იდეით გამოდის – კიდევ რა შესთავაზა თოყაევმა პუტინს

ყაზახეთის პრეზიდენტი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის იდეით გამოდის. ამის შესახებ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ომსკში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე ისაუბრა. „მე ევროპისა და შეერთებული შტატებისგან ბევრ სიგნალს ვიღებ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტთან დაკავშირებით. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტია. ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელ ხალხს. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე […]

Continue Reading

სალომე ზურაბიშვილი – ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა – ელოდეთ, რომ ახალ შიდა და გარე მტრებს გამოძებნიან, ყველას, რუსეთის გარდა

საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა, ვნახავთ, ეს პრორუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს ამ ბრალდებებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” “ახალ შიდა და გარე მტრებს” გამოძებნის, ყველას, რუსეთის გარდა. “საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორე გათიშვა ხელისუფლებამ “საბოტაჟს” მიაწერა. მომავალში ვნახავთ ეს პრო-რუსული ავტორიტარული რეჟიმი […]

Continue Reading

ცნობილია, რამდენი ლარი დაუჯდება მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა. სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 […]

Continue Reading

იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა – როდის შეიცვლება ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, სააგენტოს თანახმად, 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. „ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა […]

Continue Reading

ფრთხილად, თაღლითები! რა პირამიდულ სქემას უნდა ერიდოთ

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მომხმარებლებს კიდევ ერთი პირამიდული სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. თაღლითები მოქალაქეებს დასაქმებას და შემოსავლის მიღებას გარკვეული თანხის დაბანდების შემდეგ პირდებიან. „ამისათვის კი მომხმარებლებს სთავაზობენ ე.წ. “პლატფორმაზე” რეგისტრაციას, სადაც მათ უკეთებენ პირად კაბინეტებს და ამის შემდეგ აბანდებინებენ თანხას. ამ […]

Continue Reading

ვნახოთ რა იქნება გამოძიების შედეგი – “ქართული ოცნება” ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ენერგოსისტემის მასშტაბურ გათიშვას “უჩვეულო მოვლენას” უწოდებს და აცხადებს, რომ გამოძიებამ შესაძლო ადამიანური ფაქტორი ან საბოტაჟის ნიშნები უნდა გამოავლინოს. მისი თქმით, ყველა დეტალი უნდა გაირკვეს. „მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო. მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი გაირკვეს. ვნახოთ რა იქნება გამოძიების […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდი. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 3.7 შეადგინა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ბოლო პერიოდის ტოტალიტარული პოლიტიკური ფილოსოფია არც ერთ ხელისუფალს არ ჰქონია საბჭოთა ხელისუფლების შემდგომ, ის, რაც გვაქვს დღეს სახეზე – არჩილ გამზარდია

ყველაფერი უნდა იყოს ტოტალიტარული “წესრიგის” ჩარჩოში, ვინ რა უნდა თქვას, როგორ თქვას, აღქმებიც, აზრებიც, გამოხატვაც, ეს ყველაფერი ტოტალიტარული ნებით, შერჩევით და ყალიბით უნდა ხორციელდებოდეს. ამის შესახებ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია სოაციალურ ქსელში წერს. :იუმორისტების მიმართ აგრესიული დისკრედიტაციული კამპანია, ცხადია, იმის გამო კი არ ხდება, რომ ვინმე ვინმეს “შეურაცხყოფს”, ან ვინმეს რეპუტაცია უმცირდება ამით, ზოგ […]

Continue Reading

სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. კერძოდ, უწყების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების […]

Continue Reading

“მთავარია, მიშა არ მობრუნდეს ხალხოო!” – მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკის” პირად გვერზე ახალ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. “ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია, მიშა არ მობრუნდეს ხალხოო! და დანარჩენი ვინც უნდა ის მობრუნდეს” – წერს სააკაშვილი. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მამაკაცი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, ავთო მარხვაიძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. კაცის ცხედარი სოფელ ბეღელას მიმდებარედ იპოვეს. გამოცემა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკარგული თუშეთის სოფელ ჯვარბოსელში, დღესასწაულზე მიდიოდა. მარხვაიძე ჯვარბოსელის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ჩავიდა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ მონაკვეთზე, ხიდზე გადასვლისას, წყალში გადავარდა. ავთო მარხვაიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რა ღირს საქონლის ხორცი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი თურქეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია – ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული სტატისტიკიდან. უფრო კონკრეტულად, ას ქვეყანას შორის თურქეთი მე-16, აზერბაიჯანი კი 71-ე ადგილზეა. მონაცემების მიხედვით, მარკეტებში 1 კგ საქონლის ხორცის საშუალო ფასი თურქეთში 19 დოლარს, ხოლო აზერბაიჯანში 10 დოლარს აჭარბებს. […]

Continue Reading

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართო დარბაზიდან გათავისუფლდა

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის სასამართლო დაბრაზიდან გათავისუფლდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით, 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც […]

Continue Reading

ეს გარკვეულწილად სენსაციაა – რა გადაწყვეტილება მიიღო დონალდ ტრამპმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზე ისაუბრა. „პრეზიდენტობა მეორედ ყოველთვის უკეთესია, ხოლო მესამედ კიდევ უფრო უკეთესი“, – აღნიშნა ტრამპმა და განმარტა, რომ  „უბრალოდ ხუმრობდა”. მოგვიანებით სიტყვით გამოსვლისას,ტრამპმა თავზე წითელი კეპი დაიხურა წარწერით „Trump 2028“ და განაცხადა, რომ ის მეოთხედ იყრის კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად, რათა თანამდებობის მესამედ დაკავება სცადოს. „სიხარულით ვაცხადებ ჩემს განზრახვას […]

Continue Reading

„ენგურჰესის“ დირექტორი – „იმერეთის“ 500-კილოვატიანი ხაზი გამოირთო – ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა, რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა

“ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა “იმერეთის“ 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია. მისი თქმით, რეჟიმი დაირღვა და ენერგოსისტემა დაიშალა. „ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი “იმერეთი”. … ხაზი გამოირთო, ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში, ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე. ძირითადი დატვირთვა – ენგური უკავშირდება ენერგო სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ […]

Continue Reading

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა. ბრალდებულის საპატიმროში გადაყვანა დღესვე მოხდება. ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 25 ივლისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +31, +36°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +27, +32°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით […]

Continue Reading

სახელმწიფო ელექტროსისტემა – ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზის დადგენა

10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს. ავარიის დაფიქსირებისთანავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა. „ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას”, – წერია განცხადებაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

25 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ივლისს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ტრიხერუსა” ანუ „სამხელიანის” დღესასწაულს აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში 25 ივლისი ასევე არის ღირსთა მამათა ჩვენთა ათონელთა – იოანესი, ექვთიმეს მამისა, გაბრიელის, მოწამეთა პროკლეს და ილარიონის; ღირსი მიქაელ მალეინის, ; მოწამე გოლინდუხას ნათლისღებით მარიამის ხსენების დღეც. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ტრიხერუსა” ანუ „სამხელიანი” ისტორია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც ტრიხერუსა […]

Continue Reading

ექიმ გიორგი ახობაძეს 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ექიმ გიორგი ახობაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. გიორგი ახობაძე სასამართლოში Facebook-ზე გამოქვეყნებული კომენტარის გამო დაიბარეს. საგამოძიებო უწყება მას ვატო შაქარიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერას ედავება. ამასთან, 2026 წლის, 8 ივლისს გიორგი ახობაძე ანალოგიურ საქმეზე სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა. გიორგი ახობაძემ მისი დაპატიმრების შესახებ კომენტარი გააკეთა: “დამნაშავედ ჩამთვალეს […]

Continue Reading

კაპროვანთან, ზღვაში კაცი დაიხრჩო

გურიაში, კაპროვანის სანაპიროსთან, შავ ზღვაში კაცი დაიხრჩო. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ზღვიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა, ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამაშველო ოპერაცია, სამაშველო სკუტერით შევიდნენ და ორივე მოქალაქე გამოიყვანეს ნაპირზე. ერთ-ერთ მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია, მიუხედავად, ჩატარებული გადაუდებელი ღონისძიებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.  შემთხვევის […]

Continue Reading

20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – პროკურატურამ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალდება წარუდგინა – დეტალები

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი […]

Continue Reading

საკვების მიტანის კომპანიამ სამუშაო ძალის 20-30% დაკარგა – რა გავლენა იქონია კურიერების დეფიციტმა

საკვების მიტანის კომპანია Glovo-მ მიმდინარე წლის 1 მარტიდან პარტნიორი კურიერების 7% დაკარგა და კადრების დეფიციტი შეექმნა, საკურიერო ბაზარმა კი ჯამურად სამუშაო ძალის 20-30% დაკარგა – ამის შესახებ BM.GE-ს გლოვოს რეგიონული ოფისიდან განუცხადეს. საქმე ისაა, რომ 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოს მთავრობამ უცხოეთის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად დასაქმება აუკრძალა. “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შესული […]

Continue Reading

სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ, – აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში. მათივე განცხადებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა […]

Continue Reading

აშშ დოლარის ფასი არ შეცვლილა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6285 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6285 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6285 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9931 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9975 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა – სად მოხდა შემთხვევა

თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე (ოპერის მოპირდაპირე მხარეს ქუჩაზე) მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა. “რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 25 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი  ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  “ტვ პირველი” გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

კახეთში შვილმა მამა მოკლა – ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

კახეთში, შვილმა მამა მოკლა – გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.  სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით  დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გაყურსულია, არ აპირებს ხმამაღლა ჩემს პოლიტდევნაზე რამის თქმას, გააგებინეთ ეკა გიგაურს და კომპანიას, რომ ყველაფერს მივუხვდით და არ გაატარებთ

პოლიტპატიმრების სია საგანგებოდ იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ მასში დაფიქსირებულიყო სააკაშვილის არყოფნა და ეს კონკრეტულად ვიღაცის წინაშე აღებული ვალდებულებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არ აპირებს მის პოლიტდევნილობაზე რამის თქმას. „დიდი მადლობა გია ნოდიას, კახა ლომაიას, ეკა კვესიტაძეს, ნიკა გვარამიას, ნუგზარ წიკლაურს და ათასობით სხვა ადამიანს ჩემს […]

Continue Reading

არჩევნები თუ არ დაემსგავსა არჩევნებს, სხვაგვარად არჩევნებში მონაწილეობა იქნება მხოლოდ ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება – ვიქტორ ყიფიანი

დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში, – ამის შესახებ პარტია “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა. მისი თქმით, თუკი არჩევნები არ შეიცვლება და არ გახდება სამართლიანი, მასში მონაწილეობა მხოლოდ “ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება” იქნება, რაშიც ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. “დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში ვმონაწილეობთ. არჩევნები თუ […]

Continue Reading

შიშისგან დაზაფრულ მოსახლეობას არ მიეწოდა ინფორმაცია, რა მოხდა, რატომ ჩაქრა შუქი მთელ საქართველოში – “ლელო”

ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი გახლავთ. აუცილებელია ალტერნატიული წყაროები, აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაცია, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს და თუ ავარია მოხდა, ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული უნდა ყოფილიყო. „გუშინდელმა ფაქტმა დაგვანახა, რომ შიშისგან დაზაფრულ მოსახლეობას არ მიეწოდა ინფორმაცია, რა მოხდა, რატომ […]

Continue Reading

რუსეთი სომხეთიდან ახლა უკვე რძის პროდუქტების იმპორტს ზღუდავს

რუსეთი 27 ივლისიდან სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს შეზღუდავს. ეს გადაწყვეტილება როსელხოზნადზორმა (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) სომხეთის რძის გადამამუშავებელი ქარხნების შემოწმების შემდეგ მიიღო. სააგენტოს ცნობით, სპეციალისტებმა ხარისხის კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემებში დარღვევები აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი ქარხანა ინფიცირებული პირუტყვის რძეს, ასევე მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ ნედლეულს იყენებდა, მითითებულის ნაცვლად. შედეგად, რუსეთში სომხური […]

Continue Reading

„თურქეთიდან ახლა უკვე მსუბუქ ავტომობილებსაც აღარ ატარებენ” – რა აძვირებს მანქანებს

თურქეთის საბაჟოზე ქართველ ავტოიმპორტიორებს პრობლემები ექმნებათ, რის გამოც მათ ნაწილს მსუბუქი ავტომობილების შემოსაყვანად ალტერნატიული მარშრუტის გამოყენება უწევს. ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ადრე შეზღუდვები, ძირითადად, სატვირთო ავტომობილებს ეხებოდა, ახლა პრობლემები, უკვე, მსუბუქ ავტომობილებზეც ვრცელდება. საქმე ეხება დამატებით პროცედურებს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. „ამ ეტაპზე ამ პრობლემაზე აქტიურად ვმუშაობთ. […]

Continue Reading

“ქართული ოცნების” დეპუტატს სურს, თავდებში დაუდგეს კომიკოსის ცემაში ბრალდებულს

ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია! – წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, არსებობს ზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგ იწყება ადამიანის მოქმედება და აღნიშნავს იმასაც, რომ ოპონენტების გამუდმებული შეურაცხყოფის ფონზე, არავის ახსოვს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ძალადობის ინიციატორი. „ვიცი, ჩემს ამ პოსტსაც სანაცეთი აიტაცებს […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 24 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში […]

Continue Reading

ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია სრულად აღდგენილია. ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს. ცნობისთვის, ელექტროენერგია 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათიდან გაითიშა როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებში. რაც შეეხება დენის გათიშვის მიზეზს, სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

24 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ივლისს მოწამე კინდევს ხუცის და მოციქულთა სწორის, ოლღას, ნათლისღებით ელენეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე კინდევს ხუცესი წმიდა მოწამე კინდევს ხუცესი პამფილიის სოფელ სიდაში მსახურობდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა სასტიკი დევნისას იგი შეიპყრეს და ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მხედრები, რომლებსაც ნეტარი სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაში ტყისმჭრელს გადაეყარნენ და ძალით წაართვეს შეშის […]

Continue Reading