მამაკაცი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

დღის სიახლეები საზოგადოება

გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, ავთო მარხვაიძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. კაცის ცხედარი სოფელ ბეღელას მიმდებარედ იპოვეს.

გამოცემა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკარგული თუშეთის სოფელ ჯვარბოსელში, დღესასწაულზე მიდიოდა. მარხვაიძე ჯვარბოსელის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ჩავიდა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ მონაკვეთზე, ხიდზე გადასვლისას, წყალში გადავარდა.

ავთო მარხვაიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *