ბოლო პერიოდის ტოტალიტარული პოლიტიკური ფილოსოფია არც ერთ ხელისუფალს არ ჰქონია საბჭოთა ხელისუფლების შემდგომ, ის, რაც გვაქვს დღეს სახეზე – არჩილ გამზარდია

დღის სიახლეები პოლიტიკა

ყველაფერი უნდა იყოს ტოტალიტარული “წესრიგის” ჩარჩოში, ვინ რა უნდა თქვას, როგორ თქვას, აღქმებიც, აზრებიც, გამოხატვაც, ეს ყველაფერი ტოტალიტარული ნებით, შერჩევით და ყალიბით უნდა ხორციელდებოდეს. ამის შესახებ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია სოაციალურ ქსელში წერს.

:იუმორისტების მიმართ აგრესიული დისკრედიტაციული კამპანია, ცხადია, იმის გამო კი არ ხდება, რომ ვინმე ვინმეს “შეურაცხყოფს”, ან ვინმეს რეპუტაცია უმცირდება ამით, ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის ქვემოთ ვეღარც დაეცემა, აქ საქმე და არსი იმაშია, რომ ტოტალიტარული ხელისუფლების კონტროლს მიღმაა მსგავსი გადაცემებიც და მონაწილეებიც და სწორედ ეს არის ამ იუმორისტების მიმართ დისკრედიტაციული აგრესიული კამპანიის მიზეზიც და მიზანიც.

ყველაფერი უნდა იყოს ტოტალიტარული “წესრიგის” ჩარჩოში, ვინ რა უნდა თქვას, როგორ თქვას, აღქმებიც, აზრებიც, გამოხატვაც, ეს ყველაფერი ტოტალიტარული ნებით, შერჩევით და ყალიბით უნდა ხორციელდებოდეს.

საბჭოთა საქართველოს შემდეგ ყოფილა დიქტატურაც, მძიმეც, დანაშაულებრივიც, მაგრამ ბოლო პერიოდის ტოტალიტარული პოლიტიკური ფილოსოფია არც ერთ ხელისუფალს არ ჰქონია საბჭოთა ხელისუფლების შემდგომ, ის, რაც გვაქვს დღეს სახეზე” – წერს გამზარდია.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *