არჩევნები თუ არ დაემსგავსა არჩევნებს, სხვაგვარად არჩევნებში მონაწილეობა იქნება მხოლოდ ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება – ვიქტორ ყიფიანი

დღის სიახლეები პოლიტიკა

დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში, – ამის შესახებ პარტია “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი არჩევნები არ შეიცვლება და არ გახდება სამართლიანი, მასში მონაწილეობა მხოლოდ “ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება” იქნება, რაშიც ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

“დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ როგორ არჩევნებში ვმონაწილეობთ. არჩევნები თუ არ დაემსგავსა არჩევნებს, თუ არ იქნება რეალურად სამართლიანი, კონკურენტული, თავისუფალი, სხვაგვარად არჩევნებში მონაწილეობა იქნება მხოლოდ ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება და ამ გაფორმებაში ხელის შეწყობა. ამაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ მიესალმება თავისუფალი არჩევნების იდეის გარშემო კონსოლიდაციას, ამ ნაწილში მხოლოდ მივესალმებოდი, მიუხედავად იმისა, ვინ არის ავტორი”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

აბსოლუტურად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ „ჯერ საქართველოსა“ და ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას და დასმულ ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კონსოლიდაციისა და დისციპლინირებული, აქტიური, ინტენსიური საერთო მუშაობის შედეგად, სიტუაციის გადატეხაა შესაძლებელი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *