კაპროვანთან, ზღვაში კაცი დაიხრჩო

დღის სიახლეები საზოგადოება

გურიაში, კაპროვანის სანაპიროსთან, შავ ზღვაში კაცი დაიხრჩო. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ზღვიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა, ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამაშველო ოპერაცია, სამაშველო სკუტერით შევიდნენ და ორივე მოქალაქე გამოიყვანეს ნაპირზე. ერთ-ერთ მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია, მიუხედავად, ჩატარებული გადაუდებელი ღონისძიებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. 

შემთხვევის დროს, სანაპირო შტორმის გამო, ზღვაზე აღმართული იყო ამკრძალავი წითელი ალმები“, – განაცხადეს უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. 

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *