საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ენერგოსისტემის მასშტაბურ გათიშვას “უჩვეულო მოვლენას” უწოდებს და აცხადებს, რომ გამოძიებამ შესაძლო ადამიანური ფაქტორი ან საბოტაჟის ნიშნები უნდა გამოავლინოს.
მისი თქმით, ყველა დეტალი უნდა გაირკვეს.
„მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო. მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი გაირკვეს.
ვნახოთ რა იქნება გამოძიების შედეგი. მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა დეტალი. თუ კი აქ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, რაიმე საბოტაჟის ხასიათის ქმედება, ეს ყველაფერი გამოვლენილი უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
