რუსი ტურისტის პირველი კომენტარი ქორწილში მომხდარ ინციდინტზე – “საქართველოში მერვედ ვარ და ვიცი როგორ მოვიქცეთ…“

კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექს „Agarani Estate“-ში მომ­ხდარ­მა ინ­ცი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­როს ერთ-ერთ ნო­მერ­ში მყოფ ტუ­რის­ტებ­სა და ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რის შე­დე­გა­დაც ერთი ქალი და­შავ­და. პო­ლი­ცი­ამ თავ­დამ­სხმე­ლი უკვე და­ა­კა­ვა, თუმ­ცა მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე მხა­რე­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ებს ავ­რცე­ლე­ბენ. თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დას­ხმა „რუ­სუ­ლი სა­უბ­რის“ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია:დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უნალექოდ. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°; სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის […]

Continue Reading

20 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს ღირსი თომა მალეელის, მოწამეთა: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისვიქის, პაპიანეს, სატორნინეს და გერმანოს, ასევე მოწამე ევანგელეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი თომა მალეელი ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე […]

Continue Reading

“გადმოასხეს შარდი”, “დააფურთხეს”, ეძახდნენ ღორებს – რა მოხდა ქორწილში, რომელიც ჩხუბით დასრულდა

კახეთში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც შსს-მ ერთი პირი დააკავა, სოციალურ ქსელში ქორწილში მყოფი ოჯახის წევრის ვრცელი განცხადება ვრცელდება. მისი მტკიცებით, დაპირისპირებას წინ უძღოდა რუსი სტუმრების მხრიდან ქორწილის სუფრისა და მომღერლების მისამართით შეურაცხმყოფელი ქმედებები და პროვოკაციები, რასაც საბოლოოდ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ეს ბიჭი ჩემი გიოა, ჩემი დეიდაშვილის შვილი… და ეს ამბავიც ჩვენ […]

Continue Reading

Facebook-ის მუშაობაში შეფერხება ფიქსირდება

ათასობით მომხმარებელს Facebook-ის ვებგვერდზე (კომპიუტერის ვერსიაზე) საკუთარ ანგარიშებთან წვდომა დაებლოკა. ამ ხარვეზის შესახებ პირველი შეტყობინებები კვირას გაჩნდა. ამასთან, სოციალური ქსელის მობილური აპლიკაცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. პრობლემა მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეხო. პლატფორმა Down Detector-ზე 2000-ზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა. მომხმარებელი საკუთარ უკმაყოფილებას ინტერნეტის სხვადასხვა პლატფორმაზეც გამოხატავს. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 19 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივლისს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. […]

Continue Reading

19 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ივლისს ღირსი სისოჲ დიდის; მოწამეთა: მარინის, მართასი, ავდიფაქსის, ამბაკუმის, კვირინეს, ვალენტინე ხუცის, ასტერისა და სხვა მრავალთა რომში წამებულთა; ასევე მოწამეთა: ისავრე დიაკონის, ინოკენტის, ფილიქსის, ერმის, ბასილის, პერეგრინეს, რუფეს და რუფინეს, მოწამისა კოინტე ფრიგიელის, მოწამისა ლუკი ქალწულისა და მისთანა მოწამეთა: რიქსეს, ანტონის, ლუკიანეს, ისიდორეს, დიონის, დიოდორეს, ქუთონის, არონის, კაპიკეს და სატურის ხსენების […]

Continue Reading

სარფში დააკავეს კაცი, რომელიც გამოძიების ვერსიით, მამის მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მამას მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელებმა იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, მაშინ დააკავეს, როდესაც, გამოძიების ინფორმაციით, ქვეყნის დატოვებას […]

Continue Reading

აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ. თანაგუნდელების ინფორმაციით, ზაურ ახვლედიანი ხელოვნების მუზეუმში ღონისძიებას ესწრებოდა, რა დროსაც უცნობმა კაცმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჩვენი წყაროები გვიყვებიან, დაპირისპირება რამდენიმე წუთში ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიასა და ბათუმის მერიის წინ გაგრძელდა. კონფლიქტში ჩართულ პირებს გარშემომყოფები აშველებდნენ. თავდასხმის ფაქტი „აჭარა თაიმსს“ ზაურ […]

Continue Reading

გაფრთხილება – 18-19 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. „18 ივლისის დღის ბოლოდან 19 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მცხეთა-მთიანეთისა და […]

Continue Reading

მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას – კობახიძის შეფასება დონალდ ტრამპის წერილზე

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილზე, რომელშიც მან ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250 იუბილეს მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, […]

Continue Reading

ავარია სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთზე – დაშავებულები ქუთაისში გადაჰყავთ

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია–ჯაპანის გზის მონაკვეთზე. „საშინელება იყო. არიან დაშავებულები. გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია“, – ამბობს ინფორმირებული წყარო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ქუთაისში გადაჰყავთ. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.   primetime გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

1 კილომეტრის საფასური – რომელ ადგილზეა საქართველო ტაქსის ფასით სხვა ქვეყნებს შორის

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთში ტაქსი ყველაზე ძვირია, – ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან, რომელიც ჯამში 99 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასებს ადარებს. უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი თურქეთში 85 ცენტია. ამ მონაცემებით ქვეყანა 99 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა. მეზობელი ქვეყნებიდან ტაქსის სიძვირით თურქეთს რეიტინგში 76-ე ადგილით მოსდევს […]

Continue Reading

ჩემპიონთა ბეჭდები და რეკორდული საპრიზო ფონდი – რა ჯილდოებს მიიღებს მსოფლიო ჩემპიონი

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების ფეხბურთელები ისტორიაში პირველად, სპეციალურ ჩემპიონთა ბეჭდებს (Winner Rings) მიიღებენ. ბეჭდები გადაეცემა კვირას, არგენტინასა და ესპანეთს შორის გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამარჯვებულ გუნდს. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება, რომელიც ჩემპიონებს მსოფლიო თასს გადასცემს. FIFA-ს ინფორმაციით, ბეჭდები შეზღუდული რაოდენობით იწარმოება – სულ 2 026 ცალი, საიდანაც 30 გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა, ხოლო […]

Continue Reading

რას მოასწავებს მაკა ბოჭორიშვილის ამერიკაში ვიზიტი და დონალდ ტრამპის წერილი ირაკლი კობახიძისადმი – რომან გოცირიძის განმარტება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკაში ვიზიტს და აშშ-ის პრეზიდენტის ირაკლი კობახიძისადმი გამოგზავნილ წერილს ეხმაურება. მისი თქმით, მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ამერიკაში საქართველოს სრულ იზოლაციას და რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას მოასწავებს, ხოლო ტრამპის წერილი – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასანქციო კამპანიაზე უარის თქმას. ამის შესახებ რომან გოცირიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა. “რა კატასტროფულ მდგომარეობაში […]

Continue Reading

დაკავებულია პირი, რომელიც მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამდენიმეჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ყვარლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა მისი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 ივლისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის […]

Continue Reading

18 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ივლისს ღირსი ათანასე ათონელის და ღირსი ლამპადი ირინოპოლელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ათანასე ათონელი ღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში – აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. აბრაამი გამზრდელისაგან კეთილმსახური ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა მას ლოცვასა და მარხვაში. ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი […]

Continue Reading

ვინ მართავდა ავტომანქანას – გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრის განცხადებით, ტრაგედიის დროს ავტომობილს ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილი მართავდა, თუმცა დანაშაული საკუთარ თავზე მამამ აიღო. ოჯახის ინფორმაციით, რეზო ელიზბარაშვილი შემთხვევის დღეს მეუღლის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა. კადრებში ჩანს, უკან წითელი მანქანა რომ არის, ეს არის რეზო ელიზბარაშვილის ცოლის მანქანა, რომლის ბიძა მართავდა […]

Continue Reading

ტრამპი კობახიძეს წერილს უგზავნის – “მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ”

დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის სამადლობელო წერილი გაუგზავნა. წერილის ტექსტს საქართველოს მთავრობა ავრცელებს. დოკუმენტის გადაცემა დონალდ ტრამპის ოფისმა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს სთხოვა. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს […]

Continue Reading

მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი ორჯერ გადაიტანა – რას წერს სააკაშვილი, რას პასუხობს ბრალდებას პენიტენციური და “ვივამედი”?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საზმეზე მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში”: “ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში” ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის […]

Continue Reading

მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს – ცოტნე კობერიძე

მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს – მიხეილ სააკაშვილმა კი ყველაზე მეტი ნებელობა გამოიჩინა და აქტიური კამპანია დაიწყო, – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე. კობერიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსს მიდგა და დაშალა“. „მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2028 წლის არჩევნებში მთავარი სუბიექტი თვითონ იყოს. ეს გადაწყვეტილება […]

Continue Reading

ივანიშვილს რიყეზე ჩიტის ჩადგმა უნდოდა, რომელიც მთელს ძველ თბილისს დაფარავდა – გიგი უგულავა

თბილსის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშივლს რიყეზე გიგანტური ჩიტის ფორმის შენობის ჩადგმა სურდა, რომელიც მთელს ძველ თბილისს დაფარავდა. ამ შენობის ჩადგმაზე “ოცნების” დამფუძნებელს მაშინ უარი უთხრეს. როგორც გიგი უგულავა ამბობს, ივანიშვილსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ეს “ჩიტი” გახდა. “ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი […]

Continue Reading

მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში შვილმა მამა მოკლა – ამის შესახებ ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.  როგორც გამოცემა წერს, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.  შემთხვევა რუსთაველის მოხდა.  ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე – საგარეო საქმეთა მინისტრი

ამ მინისტერიალში მონაწილეობა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მონაწილეობა შეაფასა. მისივე თქმით, პოლიტიკური ტერორიზმის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება მნიშვნელოვანი ინიციატივაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან. „პოლიტიკური ტერორიზმის საერთაშორისო დღის […]

Continue Reading

იერუსალიმის ყოფილ ქართულ მონასტერში აღმოჩენილია უძველესი ქართული ფრესკები

ფეისბუკგვერდი “დედოფალი” საკუთარ გვერდზე ინფორმაციას და ფაოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იერუსალიმის ყოფილ ქართულ მონასტერში აღმოჩენილია უძველესი ქართული ფრესკები. “პირველად შეიტყობთ ამ აღმოჩენაზე. იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის ყოფილ ქართულ მონასტერში, ბათქაშის ფენის მოხსნის დროს, აღმოჩენილია უძველესი ქართული ფრესკები. ფრესკები ასახავს წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს და საკმაოდ მასშტაბური ზომისაა” – ნათქვამია ინფორმაციაში.ამავე გვერდი ინფორმაციით, წმ. […]

Continue Reading

„ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, პარტიების აკრძალვას რა ფასი შეიძლება ჰქონდეს მათთვის, დემოკრატიის დასამარებისკენ გადადგმული ნაბიჯი მათი პოლიტიკური სამარისკენ გადადგმული ნაბიჯია – “ლელო”

„ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, პარტიების აკრძალვას რა ფასი შეიძლება ჰქონდეს მათთვის, დემოკრატიის დასამარებისკენ გადადგმული ნაბიჯი მათი პოლიტიკური სამარისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ასე აფასებს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელს. როგორც სიორიძემ აღნიშნა, რაც არ უნდა მოხდეს, მოვლენათა განვითარების ნებისმიერ სცენარში „ძლიერი საქართველო-ლელო“ […]

Continue Reading

შიმშილობა დაიწყო პატიმარმა, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები გაასაჯაროვა

გიორგი კვიცარიძემ, რომელმაც „ტვ პირველს“ პოლიციის ძალადობის კადრები მიაწოდა, ციხეში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ პატიმრის დედა, ეთერ კვიცარიძე აცხადებს და ამბობს, რომ მისი შვილის გარდა, მინიმუმ კიდევ ორი პატიმარი შიმშილობს. „შიმშილზე წავიდა. სამნი სხედან სულ საშიმშილო კამერაში, დაკავშირება უნდათ „ტვ პირველთანო“. ისეთ მდგომარეობაშია, მეშინია, რამე არ უქნან და არ დააბრალონ მას, თვითონ ქნაო“, — განუცხადა „ტვ პირველს“ […]

Continue Reading

შესაძლოა, პერიოდულად მძლავრი იყოს აბსურდთან გათანაბრებული ზეწოლები საქართველოზე – მდინარაძე

რაც უფრო მეტად გაზრდის დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყანა, უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, პერიოდულად მძლავრი იყოს აბსურდთან გათანაბრებული ზეწოლები საქართველოზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ საქართველოს მიმართ რეზოლუციების მიღება მცოცავ ოკუპაციას შეადარა და მას „მხტუნავი პიარ-სვლა“ უწოდა. „გახსოვთ ალბათ, რომ თავის დროზე „ნაცებმა“, რომლებმაც ტერიტორიები რუსებს ჩააბარეს […]

Continue Reading

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი შესაძლოა, გადაიდოს – მედია

კანადაში გაჩენილი ხანძრების გამო შესაძლოა ესპანეთსა და არგენტინას შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გადაიდოს. ამის შესახებ Olu.us იუწყება. კვამლი კანადის რამდენიმე ქალაქში გავრცელდა და აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილს მიაღწია. ჩიკაგოში ღია ცის ქვეშ გამართული ღონისძიებები და MLS-ის მატჩი „ჩიკაგო ფაიერსა“ ​​და „ვანკუვერ უაითკეპსს“ შორის გაუქმდა. ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) აქვს შემუშავებული პროტოკოლები ჰაერის დაბინძურების დონის შესაფასებლად […]

Continue Reading

საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ამოქმედდა – რა ღირს სარგებლობა

საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ამოქმედდა. ინფორმაციას „ენგური ატრაქცია“ ავრცელებს. ზიპლაინის სიმაღლე მიწიდან 320 მეტრია, სიგრძე 600 მეტრი, ხოლო სიჩქარე 70კმ/სთ. ზიპლაინი ენგურჰესის კაშხალზე მდებარეობს. რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ცნობილი ხდება, ზიპლაინით დაშვება საქართველოს მოქალაქეებისთვის 50 ლარი ღირს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 80 ლარი. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა. კერძოდ, “საკანონმდებლო მაცნეზე” გამოქვეყნებული დადგენილება საქართველო-აზერბაიჯანს შორის 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლას ითვალისწინებს. დადგენილება 15 ივლისით თარიღდება. დოკუმენტის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს აზერბაიჯანულ მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს შეთანხმების დადების შესახებ. 2026 […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 17 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში […]

Continue Reading

17 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივლისს წმიდა ანდრიას, კრეტელი მთავარეპისკოპოსის, ღირსისა მართას, სვიმეონ მესვეტისა დედის, მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიას, ღირსი ანდრია რუბლიოვის ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. 680 წელს წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI […]

Continue Reading

“ჩვენ ველოდით, რომ ამერიკიდან გამოაძევებდით რეჟიმის ლიდერთა ამერიკაში მყოფ ოჯახის წევრებსაც” – რა წერილით მიმართავს შალვა ნათელაშვილი მარკო რუბიოს და კონგრესმენებს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მარკო რუბიოს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ყველა წევრს წერილს უგზავნის. შალვა ნათელაშვილი ამერიკას სთხოვს, საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების რიცხვიდან, რომლის მოქალაქეებსაც ამერიკაში სამოგზაუროდ მოეთხოვებათ წინასწარი, 15 000 დოლარამდე ფულადი გირაო. “ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეგობარი ამერიკელი ხალხისა და პირადად […]

Continue Reading

საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ ბადიაურში ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით მუნიციპალური ავტობუსი ნაწვიმარ ასფალტზე, სავარაუდოდ, მოცურდა და გადაბრუნდა, შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და წინასწარი შეფასებით მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

Continue Reading

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ცვლის, რაც გარკვეულ დაბრკოლებებს შექმნის

აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ცვლის. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი დადგენილებით, ფიქსირებული ვადები დაწესდება F ტიპის ვიზებისთვის, რომლებითაც უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ, J ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებს აშშ-ში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს და I ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე გაიცემა. ახალი რეგულაცია ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ შევა ძალაში და კონგრესში […]

Continue Reading

დოლარი ისევ იაფდება – ვალუტის კურსი 17 ივლისის

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6333 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.11 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.19 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0191 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.93 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის […]

Continue Reading

პირველად ისტორიაში საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ღიად იწონებს და აქებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი და მტერი – “ლელო” ზახაროვას განცხადებაზე

ეს [მარია ზახაროვას განცხადება] არის კიდევ ერთი, მეასე შემთხვევა, როდესაც კრემლი ღიად აქებს „ქართული ოცნების“ რეჟიმს და იწონებს იმ პოლიტიკის კურსს, რასაც ეს რეჟიმი ატარებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, კრემლის გასახარად, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე […]

Continue Reading

ვაკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. “კომპანია “გრინსერვისი+“-ის უკვე ყოფილმა დირექტორმა საპატიმრო გუშინ დატოვა. ლაშა ფურცხვანიძე, რომელსაც ექვს წლიანი პატიმრობა 2023 წლის 10 ივლისს შეეფარდა, “პირველებს” ეუბნება, რომ საპატიმროდან ელექტრონული სამაჯურით გამოუშვეს. საქმე ეხება ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიებსი თანახმად, შადრევანი, საიდანაც დენმა […]

Continue Reading

მე ყველაფერი მოგეცით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ეს არის, მოგიწოდოთ, ძალიან გადამწყვეტი გაბრძოლებისთვის და რწმენისთვის – რა მიმართვას ავრცელებს სააკაშვილი

გამოცხადდება ივანიშვილის ოჯახური დინასტია და საქართველო ოფიციალურად გადაფორმდება მისი მემკვიდრეების საკუთრებაში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს თელავისა და ბათუმის ნგრევა და თუ ასე გაგრძელდება და ხალხი ხმას არ ამოიღებს, შემდეგი ოკუპირებულ აფხაზეთზე უარის თქმა და რუსეთზე გადაფორმება იქნება. “მე მინდა, მივმართო დღეს ქართველებს, ჩემო ძვირფასო თანამემამულე […]

Continue Reading

პირდაპირ მზად არიან გავლენის ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რათა მათთვის არასასურველი მოქმედი მთავრობა გადააყენონ – ზახაროვა საქართველოსა და დასავლეთზე

საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. „თუ ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის საკითხებთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე, მაშინ თანამედროვე საქართველო თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევის იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელიც სუვერენიტეტის ყველა ნიშანს ფლობს“, – განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, „თბილისის სწრაფვა, გაატაროს […]

Continue Reading

მსოფლიოს 100 საუკეთესო ყველს შორის 2 ქართულია

მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყველის სტატუსი ბერძნულმა Graviera Naxou-მ დაიმსახურა – ამის შესახებ პოპულარული პლატფორმის, TasteAtlas-ის უახლეს რეიტინგში – „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ – არის ნათქვამი. 37 ათასი მომხმარებლის შეფასებებზე დაყრდნობით, საუკეთესო ყველის სამშობლოდ, საბერძნეთთან ერთად, ასევე იტალია, საფრანგეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია და პოლონეთი დასახელდნენ. რეიტინგის პირველ ათეულში სწორედ ამ ქვეყნების სხვადასხვა პროდუქტი გადანაწილდა. […]

Continue Reading

ჩვენთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება – “ქართული ოცნება” ბოჭორიშვილის ამერიკაში მიწვევაზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. „ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ამ ფაქტს დღეს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. […]

Continue Reading

„ოცნების“ პოლიტიკური და ბიზნესკლანი ასეულობით მილიონი ლარის მითვისებას აპირებს – რომან გოცირიძე

ოპოზიცონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიზე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური და ბიზნეს-კლანი ასეულობით მილიონი ლარის მითვისებას აპირებს. პოლიტიკოსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაწერა. “თბილისის აეროპორტის გაფართოებაში თურქებმა და ფრანგებმა 150 მილიონი დოლარი უნდა ჩადონო. ამ მასშტაბის მშენებლობას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება, ანუ 2029 წლამდე. შემდეგ კი ამბობენ, რომ 2032 წელს ვაზიანში ახალ აეროპორტს გახსნიან. რა […]

Continue Reading

ილონ მასკმა მარინ ლე პენს საფრანგეთის “უკანასკნელი იმედი” უწოდა

სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა და მულტიმილიარდერმა ილონ მასკმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, მარინ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ირკვევა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში ლე პენის მაღალი რეიტინგი დადებითად შეაფასა და მას ქვეყნის „უკანასკნელი იმედი“ უწოდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მასკს საფრანგეთის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქამდე მკაფიოდ არასდროს გამოუხატავს. ამერიკელი ბიზნესმენი […]

Continue Reading

რამდენი ადამიანი იღებს 100 ათას ლარიან ხელფასს ყოველ თვე საქართველოში – შემოსავლების სამსახური

საქართველოში დაქირავებული მუშაკების ძირითადი ნაწილის ხელფასი 3,6 ათას ლარზე ნაკლებია, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში. სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 353.500 ადამიანი იღებს 1.200-დან 2.400 ლარამდე ხელფასს, ხოლო 184.300 ადამიანი – 2.400-დან 3.600 ლარამდე. მათგან 173.500 პირი იღებს 1.000 ლარამდე, ხოლო 60.900 – არაუმეტეს 1.200 ლარისა. 148.500 ადამიანი იღებს 3.600-დან 9,.600 ლარამდე ხელფასს, ხოლო 18.800 ადამიანი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო/დასავლეთით მდგარი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით […]

Continue Reading

16 ივლისის საეკლესიო კალენდარი

ეკლესია დღეს გერგეტში ყოვლადწმიდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს და გიორგი ღმერთშემოსილს, მოწამე იაკინთეს, მოწამთა დიომიდეს, ევლამპიოსს, ასკლიპიოდოტეს და გოლინდუხას, ალექსანდრე – მღვიძარეთა სავანის წინამძღვარს, ანატოლის, კონსტანტინოპოლელ პატრიარქს იხსენიებს. გერგეტის სამების დღესასწაული გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. რომელიც სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე […]

Continue Reading

,,ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე”- პროკურორი

35 წლის მძღოლს, რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც გორში დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრიობა შეეფარდა. ,,ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე”- განუცხადა ,,ქართლის ამბებს” პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა. მისი თქმით, იმ პერიოდში, როდესაც გორის ცენტრში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, ბრალდებული მართვის მოწმობით სარგებლობდა და არ ჰქონდა ჩამორთმეული. მართვის მოწმობასთან დაკავშირებით სხვა დეტალები […]

Continue Reading