დაკავებულია პირი, რომელიც მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამდენიმეჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

დღის სიახლეები სამართალი

ყვარლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹ 151-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოიწერეთ პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *