გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრის განცხადებით, ტრაგედიის დროს ავტომობილს ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილი მართავდა, თუმცა დანაშაული საკუთარ თავზე მამამ აიღო.
ოჯახის ინფორმაციით, რეზო ელიზბარაშვილი შემთხვევის დღეს მეუღლის კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
კადრებში ჩანს, უკან წითელი მანქანა რომ არის, ეს არის რეზო ელიზბარაშვილის ცოლის მანქანა, რომლის ბიძა მართავდა და გამოეკიდნენ, ბავშვები ჩასვეს მანქანაში და ეს ოჯახი გამოეკიდა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, საჭესთან მისი შვილი იჯდა მცირეწლოვანი, თვითონ იბრალებს, არ მჯდარა და დედა იმიტომ გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში და აი, ბავშვმა ასეთი რაღაც გააკეთა. ის ბავშვები რომ გადმოხტდნენ მანქანიდან, ჩანს კიდეც კადრებში, რომ დედის მანქანისკენ გარბიან ორივენ. ასევე იმდენად დიდი იყო დაჯახების სიმძლავრე, რომ რამდენიმე მეტრში გადააგდო, ფაქტობრივად, ანა უკვე მკვდარი იყო და მართაც მკვდარი იყო, იმიტომ, რომ ერთ-ერთმა გამვლელმა მაისური გაიხადა და თავქვეშ ამოუდო ბავშვს ტვინი რომ გადმოსდიოდა, ხელებს უჭერდა ბავშვს, რომ არ გადმოსულიყო, – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.
ახლობლები ასევე ამტკიცებენ, რომ ელიზბარაშვილი წლების განმავლობაში გავლენიანი მფარველებით სარგებლობდა და არ გამორიცხავენ, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც ყოფილიყვნენ.
გორის ცენტრში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახი დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. ირკვევა, რომ რევაზ ელიზბარაშვილს 225 ვიდეო ჯარიმა აქვს, მათი ნაწილი სწორედ სიჩქარის გადაჭარბებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
