ფეისბუკგვერდი “დედოფალი” საკუთარ გვერდზე ინფორმაციას და ფაოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იერუსალიმის ყოფილ ქართულ მონასტერში აღმოჩენილია უძველესი ქართული ფრესკები.
“პირველად შეიტყობთ ამ აღმოჩენაზე. იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის ყოფილ ქართულ მონასტერში, ბათქაშის ფენის მოხსნის დროს, აღმოჩენილია უძველესი ქართული ფრესკები. ფრესკები ასახავს წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს და საკმაოდ მასშტაბური ზომისაა” – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე გვერდი ინფორმაციით, წმ. ნიკოლოზის მონასტერი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა ქართველთა მფლობელობაში , ამ მონასტერში დღემდეა შემონახული ქართველთა ნაკვალევი ,ქართული წარწერების სახით.
დღეს იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებელი საპატრიარქოს მფლობელობაშია.
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
