„ოცნების“ პოლიტიკური და ბიზნესკლანი ასეულობით მილიონი ლარის მითვისებას აპირებს – რომან გოცირიძე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ოპოზიცონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიზე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური და ბიზნეს-კლანი ასეულობით მილიონი ლარის მითვისებას აპირებს. პოლიტიკოსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაწერა.

“თბილისის აეროპორტის გაფართოებაში თურქებმა და ფრანგებმა 150 მილიონი დოლარი უნდა ჩადონო. ამ მასშტაბის მშენებლობას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება, ანუ 2029 წლამდე. შემდეგ კი ამბობენ, რომ 2032 წელს ვაზიანში ახალ აეროპორტს გახსნიან. რა გამოდის-ამხელა ფული ჩადო ძველი აეროპორტის გაფართოებაში და სამი წლის შემდეგ დახურო?

ვაზიანის ახალი აეროპორტი(3,5 მილიარდი ლარი), ერთი მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საფეხბურთო სტადიონი, ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სამთავრობო კორპუსების აშენება არსენალის მთაზე, ასევე მილიარდი ლარის ღირებულების საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობა რუსთავის გზაზე და ქუთაისში და ა.შ.-ყოველივე ეს დიდი კორუფციული სქემის ნაწილია, სადაც „ოცნების“ პოლიტიკური და ბიზნესკლანი ასეულობით მილიონი ლარის მითვისებას აპირებს. შესაძლოა, ყველაფრის წამოწყება ვერ მოახერხონ, მაგრამ რაღაც პროექტებს ხომ დაიწყებენ, თანხის ნაწილის მითვისებას ხომ მოასწრებენ და ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილ-რუხაძის ცემენტსა და არმატურასაც ხომ გაასაღებენ.

რასაც სჩადიან, ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის-ეს ქვეყნის ძარცვაა” – წერს რომან გოცირიძე.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *