საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთში ტაქსი ყველაზე ძვირია, – ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან, რომელიც ჯამში 99 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასებს ადარებს.
უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი თურქეთში 85 ცენტია. ამ მონაცემებით ქვეყანა 99 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა.
მეზობელი ქვეყნებიდან ტაქსის სიძვირით თურქეთს რეიტინგში 76-ე ადგილით მოსდევს საქართველო. Numbeo-ს თანახმად, აქ 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი 71 ცენტია.
მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანში 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 59 ცენტია, რითაც ქვეყანა 81-ე ადგილზეა, მას კი მოსდევს რუსეთი 45 ცენტით და 87-ე ადგილით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, 1 კმ-ზე ტაქსი ყველაზე იაფი სომხეთშია. Numbeo-ს მონაცემებში სომხეთი 88-ე ადგილზეა. უფრო დეტალურად, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ტარიფი სომხეთში 43 ცენტრია.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებსაც თუ გადავხედავთ, ტაქსი ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, მას კი მოსდევს ლუქსემბურგი და ალბანეთი.
გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი
