გურჯაანის მუნიციპალიტეტში დიდი რაოდენობით მოსავალი ნაგავსაყრელზე გადაყარეს

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადგილობრივებმა დიდი რაოდენობით ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს. ამის შესახებ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში სოფლის მცხოვრები და აქტივისტი უჩა ქემაშვილი ავრცელებს. ვიდეოს ავტორის თქმით, ადგილობრივი ფერმერები მოწეული მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ, რის გამოც იძულებულები გახდნენ, პროდუქცია ხევის პირას, ნაგავსაყრელზე დაეტოვებინათ. მისივე განმარტებით, ხილის ნაწილი პირდაპირ ყუთებითაა გადაყრილი. „მთები აყენია გადაყრილი ატმის. ხედავთ თქვენ, […]

Continue Reading

“ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა: ხომ არ შედიოდა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში სხვა სახის საქონელიც?” – რომან გოცირიძე

ღამით ხელისუფლების მანქანების ესკორტით 35-ტონიანი საწვამზიდების ენგურის ხიდამდე მიცილება და დაუყოვნებლივ გატარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს ფაქტს, რაც აშკარა იყო-რუსეთს საქართველოს ხელისუფლება მაშველ რგოლად იყენებს, – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდებას „სპეცოპერაციას“ უწოდებს, რომელიც „ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით”. რაც შეეხება საწვავის მიწოდების მონაწილეს კომპანია […]

Continue Reading

დააკავეს პირები, რომლებმაც მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. როგორც უწყება იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ. “დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო […]

Continue Reading

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტეს […]

Continue Reading

`16 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 აგვისტოს პირველმოწამე რაჟდენის, მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულთა ასევე ღირსთა: ისააკის, დალმატის, და ფავსტოს, კოზმა განდეგილის, ანტონი რომაელის ხსენების დღეს აღნიშნავს. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული წმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ (ხს. 30 ნოემბერს) სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში […]

Continue Reading

პარტია „გახარია საქართველოსთვის“, დიდი ალბათობით, ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 17 აგვისტოს გამოცხადდება

მიუხედავად იმისა, რომ 3 ოქტომბერს ტარდება კონკრეტული მუნიციპალიტეტების კონკრეტულ ოლქებში ადგილობრივი მნიშვნელობის არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია ხელისუფლების ცვლილებისთვის, თუნდაც ადგილობრივი საკითხების მნიშვნელობის გადასაწყვეტად, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭო 17 აგვისტოს იმსჯელებს არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე და […]

Continue Reading

18 აგვისტომდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება – გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, […]

Continue Reading

ბრალდება წარუდგინეს მიკროავტობუსის მძღოლს, რომლის მგზავრებიდან 4 გარდაიცვალა – მას მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორია არ ჰქონდა

პროკურატურამ მძღოლს, რომელიც გომისმთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, ბრალდება წარუდგინა. ბრალდების თანახმად, მიკროავტობუსის მძღოლს, „შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია“ არ ჰქონდა. „საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, […]

Continue Reading

ესპანეთში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

ესპანეთში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გრანადასთან ახლოს ღამით დაფიქსირდა (ეპიცენტრი ალენდინის რეგიონში იყო, ეპიცენტრი კი მხოლოდ 2 კილომეტრის სიღრმეზე). სასწრაფო დახმარების სამსახურებმა დაახლოებით 200 ზარი მიიღეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა მიწისძვრამ ზარალი გამოიწვია: მაცხოვრებლებმა კედლებში ბზარები, კარნიზების ჩამონგრევა და შენობების დაზიანება განაცხადეს. ანდალუსიის ხელისუფლებამ სეისმური მოქმედების გეგმის საგანგებო ფაზა გააქტიურა. ვიდეო

Continue Reading

სინამდვილეში არაფერი გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ – “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი უშიკიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ გიორგი უშიკიშვილს პოპულიზმსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ კახეთში თავის სასტუმროში რუსებს ქორწილის თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაზე უარს ეუბნება, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, რომ იქვე ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძის სოფელია, რუსებს ღონისძიება მოუწყოს. ჭეიშვილი უშიკიშვილს 2012 წელს რუსეთში […]

Continue Reading

დაკავებულია 5 არასრულწლოვანი, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებმა 30 000 ლარზე მეტი იზარალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარზე მეტი […]

Continue Reading

თბილისის მერია – ინტენსიურად იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ყველა პრობლემური ლოკაცია

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობოთ, პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. „წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 აგვისტოს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18, დღისით +24, +29°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა […]

Continue Reading

15 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 15 აგვისტოს ზეიმობს პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანებას და პოვნას ნაწილთა მართალთა – ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა და მღვდელმოწამე სტეფანეს, რომის პაპისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს. პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლს და პოვნა ნაწილთა მართალთა – ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა. აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით […]

Continue Reading

ჰოდა, რუსებზე მეტად ის ქართველები მძულხართ, ვინც ამ ჯოჯოხეთს ამართლებთ და რუსოფობიით გვამუნათებთ! – მაია სტეფნაძე

აფხაზეთში ომის დაწყების დღესთან დაკაშირებით, ისტორიკოსი, ტელეპროდიუსერი მაია სტეფნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვყეყნებს: “ტელეკომპანია “მზე”-ში რომ დავიწყე მუშაობა 2003 წლის აპრილში, “როიტერის” შთამბეჭდავი არქივი დამხვდა აფხაზეთის ომზე.ვერ გეტყვით, რამდენი საათი გავატარე ამ კადრების გადარჩევაში. ერთხელ მემონტაჟე ტირილით გავარდა და აღარც დაბრუნდა.სხვა მემონტაჟეს აქეთ ვანამუსებდი და ვაწყნარებდი, ისეთი მძიმე კადრების ყურება გვიწევდა. ისიც გამექცა და მერე […]

Continue Reading

ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს. მათი ცნობით, კაცი სავარაუდოდ, დღეს გადმოვიდა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და სასტუმროში ნომერი იქირავა. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დამატებითი დეტალები უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

“ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი” – ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს

ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მიმართავს ავრცელებს. სუხიშვილი აცხადებს, რომ მათ მიმართ წლების მანძილზე არაერთი უსაფუძვლო ბრალდება გამოთქმულა, რასაც მიჩნეული არიან. “გავიხსენებდი თუნდაც იმას, რომ თითქოს 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, თუნდაც ეჭვის ქვეშ რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების დაყენებას. ვთვლი, რომ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ არაფერი გჭირს არც […]

Continue Reading

“სოლიდუსმა” ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა – გიორგი არველაძე

„სოლიდუსის“ მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა. მისი თქმით, 300 ტონის მიწოდებით ოკუპირებული რეგიონის გალის ოლქში საწვავის დეფიციტის პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, შესაბამისად ადგილზე საწვავზე მოთხოვნა კიდევ არის და „სოლიდუსი“ როგორც სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე კომპანია მიწოდებას მანამდე გააგრძელებს, სანამ მოთხოვნა იქნება. „სანამ ეს კრიზისი არის, მოთხოვნა იქნება. სანამ ეს კრიზისი იქნება, მე მზად ვარ, რომ მოვამარაგო, მაგრამ ფული თუ ეყოფათ კი. უფასოდ ეს არ ხდება. არავინ არაფრის ჩუქებას […]

Continue Reading

ოკუპირებული ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია – სუს-ი

2025 წლის 5 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. “ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც […]

Continue Reading

გაეცანით თქვენ უფლებებს – „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებით, „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წესი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას. რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას განახორციელებს სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც […]

Continue Reading

2026 წლის 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ აპირებს – “ქართული ოცნება”

2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა. კერძოდ, ცესკოს ინფორმაციით, ვანის საკრებულოში სადეპუტატო უფლებამოსილება მაჟორიტარ ბექა ლაჭყებიანს შეუწყდა. წალკის საკრებულოს შემთხვევაში, უფლებამოსილებაზე ვადაზე ადრე […]

Continue Reading

ნიკა გვარამია – საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო: ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?! 

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, მინდა საქართველოს დამაქცევარ და ხელისუფლების მიმთვისებელ ივანიშვილის რეჟიმს ვკითხო – ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?! – ეს განცხადება “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა. გვარამიამ აღნიშნა ისიც, რომ ადგილი აქვს ისტორიის გადაწერას და მისი კითხვები მხოლოდ რიტორიკულია. გვარამიამ […]

Continue Reading

ძვირფასო ნიკა გვარამია, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე – სააკაშვილი

ძვირფასო ნიკა გვარამია, რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი ეხმაურება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტს, რომ „ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად საზოგადოებას სჭირდება არა დონკიხოტობა ან ჰამლეტობა, არამედ ავთანდილობა, ერთად […]

Continue Reading

გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და… – როგორ იმსხვერპლა 16 წლის გოგონა მწვანე კონცხთან მატარებელმა

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული 16 წლის სანდრა შარაშიძეა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ბოტანიკურ ბაღთან მოხდა. სანდრას სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ის ადგილზე დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით, გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და ვერ გაასწრო მატარებელს. როგორც “პალიტრავიდეოს” წყარო უყვება, გოგონა მწვანე კონცხზე ცხოვრობდა და როცა ეს ტრაგედია მოხდა, ზღვიდან სახლში ბრუნდებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის […]

Continue Reading

რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო იდენტიფიკაციასა (ჩიპირება) და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი პატრონიანი ძაღლების ჩიპირების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო და აღნიშნა, რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს, რაც უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას. რეგიონებში პატრონიან ძაღლებს ჩიპირება, ვაქცინაცია და […]

Continue Reading

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიდიან. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, […]

Continue Reading

„გახარია საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო კითხვით მიმართავს და ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას მოითხოვს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო კითხვით მიმართავს და მთავრობის მეთაურისგან იმ ინფორმაციის გადაცემას მოითხოვს, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესსუბიექტების მხრიდან საწვავის შეტანა განხორციელდა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ასევე მოითხოვენ იმ ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა გზით და რა პროცედურების გავლით მოხდა საწვავის შეტანა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. „2026 წლის 12 აგვისტოს, თქვენი განცხადების თანახმად, აფხაზეთის […]

Continue Reading

გია ბარამიძეს შესთავაზეს, მისი ინტერვიუ არ გაეშვათ, თუმცა მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება მისი ნებით მოხდა – აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე 

გია ბარამიძის სამარცხვინო განცხადება ქვეყნის საზიანოდ იყო მიმართული – ეს არის უცხოური აგენტურის ფაქტობრივი გამოვლინება, რაც საზოგადოების თითოეულმა წევრმა დაინახა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ განუცხადა. ჯინჭარაძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ “მას შესთავაზეს, რომ შესაძლებელი იყო, აღნიშნული სიუჟეტი არ გაეშვათ, თუმცა ამ მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება მისი ნებით მოხდა“. “ეს არის ჩვენი და […]

Continue Reading

“საკითხი დღესავით ნათელია: აფხაზეთში საწვავის შეტანა მოხდა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით” – რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული მხრიდან საწვავის მიწოდების ფაქტს კიდევ ერთხელ სოციალურ ქსელში ეხმაურება და რამდენიმე კითვას სვამს. გოცირიძის კითხვების ადრესატი ნავთობპროდუქტების ასოციაციაც არის, რომელმაც, მისივე თქმით, მოკლე პასუხი უნდა გასცეს კითვას: რომელმა კომპანიამ “მიჰყიდა” საწვავი შპს-ს, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი შეიტანა. “აფხაზეთში საწვავი დიდმა ქართულმა( ქართულმა იურიდიულმა პირმა) ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ შეიტანა. ფიქტიურად […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 14 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18,+23°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +20, +25°.აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლეწვიმა და […]

Continue Reading

„მითების დეტექტორმა“ „ფეისბუქზე“ 230 AI-ის მიერ გენერირებული ყალბი პროფილი გამოავლინა, რომელიც “ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად და ხელისუფლების მოსაზრების მოსაწონებლად შეიქმნა

ორგანიზაცია “მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ორგანიზაციამ ფეისბუქზე“ 230 AI-ის მიერ გენერირებული ყალბი პროფილი გამოავლინა, რომელიც “ქართული ოცნების მხარდასაჭერად და ხელისუფლების მოსაზრების მოსაწონებლად არის შექმნილი. “მითების დეტექტორის“ ცნობით, 230 ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში განთავსებულ იმ საინფორმაციო ბარათებზე გამოვლინდა, რომელიც “რუსოფობიის გაძლიერების“ თემაზე მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებას ასახავდა. “12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავზე, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის რანგში […]

Continue Reading

პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია “გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების […]

Continue Reading

დღეიდან მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო

დღეიდან მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო. მარხვა ორკვირიანია და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

14 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 აგვისტოს შვიდ მაკაბელ მოწამეს, მათ დედას სოლომონიას და მოძღვრს ელიაზარს იხსენიებს. ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, […]

Continue Reading

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა – მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა. არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, „აფხაზ პარტნიორებს“ მიაწოდა. „ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, – აცხადებს ბიზნესმენი. არველაძის ინფორმაციით, საწვავი „ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, […]

Continue Reading

შსს – დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს სგპ „დარიალი“

დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორ უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო […]

Continue Reading

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია – ამის შესახებ bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. “საქართველოს მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით დამატებითი აქტი ან დოკუმენტი არ გამოუცია. მთავრობამ იხელმძღვანელა იმ დოკუმენტით, რომელიც გამოცემულია 2019 წელს „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესით. ამ დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას […]

Continue Reading

ტელეკომპანია “ტვ პირველი” 5 ათასი ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი” „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 5000 ლარით დააჯარიმა. როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 27 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტელეკომპანიის არხზე 11:00, 13:00, 15:00 და 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში “იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით […]

Continue Reading

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს.  მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო. მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დატოვა, რადგან მისი დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. “არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ […]

Continue Reading

„დარიალიდან“ მოქალაქეების, საპატრულო პოლიციის და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის გამოც სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა. მათივე ცნობით, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია. […]

Continue Reading

რუსებმა საქართველოში უფრო ხშირად დაიწყეს ფრენა – რუსეთის ტურისტული სერვისი

რუსებს შორის ზაფხულის არდადეგები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება, ქვეყანაში ფრენებზე მოთხოვნა 8.5%-ით გაიზარდა, იუწყება ტურისტული სერვისი Tutu.ru. მათივე ცნობით, რუსი მოგზაურები წელს ზაფხულის არდადეგებისთვის სულ უფრო ხშირად ირჩევენ საქართველოს, ხოლო ქვეყანაში მოსახვედრად საჰაერო გზას ირჩევენ. „სერვისმა გააანალიზა რუსეთიდან საქართველოში ფრენებზე მოთხოვნა 2026 წლის ივნისს, ივლისსა და აგვისტოში. ამ ზაფხულს მოთხოვნა 8.5%-ით გაიზარდა, ხოლო მგზავრების […]

Continue Reading

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან […]

Continue Reading

ბათუმში მატარებელი შუა ხნის ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან სამგზავრო მატარებელი ქალს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო, ამ დროისთვის მატარებელი ვეღარ გადაადგილდება, მგზავრები კი ვაგონებში რჩებიან. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

იაპონიამ პუტინის იტურუპში ვიზიტი გააპროტესტა. ეს მისი პირველი ვიზიტია კურილის კუნძულებზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტურუპის კუნძული მოინახულა, რომელზეც პრეტენზიას იაპონია აცხადებს და რომელიც კურილის კუნძულების ბოლოში, ჰოკაიდოს მახლობლად მდებარეობს. წერს BBC. მოსკოვმა და ტოკიომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, მთავარი დაბრკოლება კუნძულებთან დაკავშირებული გადაუჭრელი ტერიტორიული დავა იყო, რომლებსაც იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს. პუტინმა იტურუპზე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა მოინახულა. იქ მას ხიზილალით […]

Continue Reading

საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება – I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება – 2026-2027 სასწავლო წელს I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს საჯარო სკოლებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და გამოცემის პროცესი აქტიურ ფაზაშია. „2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების განახლება I, V, VII, IX და […]

Continue Reading

ამზადებენ სიმწრით შექმნილი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გაუქმებას – რას წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანისა და “გიორგიევსკის ტრაქტატის” თემას ეხმაურება და წერს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის მოხმობით ამზადებენ სიმწრით შექმნილი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გაუქმებას. “იმ ფონზე, როცა უკრაინამ ძალიან წარმატებული დარტყმა განახორციელა ნოვოსიბირსკის სამხედრო პორტზე – 4 გემია სერიოზული დაზიანებით (იმედია იმავეს გააკეთებს ოჩამჩირის და გუდაუთის ბაზის მისამართით) და ასევე იმ ფონზე რომ […]

Continue Reading

ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?! – “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ “სუხიშვილებზე”

სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების […]

Continue Reading

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძემ გაავრცელა. მისი თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები […]

Continue Reading