ბათუმში მატარებელი შუა ხნის ქალს დაეჯახა

დღის სიახლეები სამართალი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან სამგზავრო მატარებელი ქალს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო, ამ დროისთვის მატარებელი ვეღარ გადაადგილდება, მგზავრები კი ვაგონებში რჩებიან.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *