პარიზში მოსალოდნელი არეულობის გამო ორმოცი მეტროს სადგური დაიხურა

საფრანგეთი 70 000 პოლიციელს განათავსებს, რათა თავიდან აიცილონ არეულობები 31 ოქტომბერს მოსალოდნელი საყოველთაო საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც გამოწვეულია ცხოვრების ფასების ზრდით და ემანუელ მაკრონის მთავრობის პოლიტიკით, იუწყება Reuters. შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა ეს დღე „ძალიან მაღალი რისკის“ პერიოდად შეაფასა და ყველა ძალის მობილიზება გამოაცხადა დარღვევების მკაცრად აღსაკვეთად. ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია ჰელოუინის ნიღბების გამოყენებით სახის […]

Continue Reading

სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

“ბოლტით გამომცხვარი ფუნთუშა” – რას წერს ფეისბუქმომხმარებელი

ფეისბუქის “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” მოქალაქე ფუნთუშაში აღმოჩენილი უცხო სხეულის შესახებ წერს, რომელიც მისმა მცირეწლოვანმა შვილმა აღმოაჩინა. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მწარმოებელს და სურსათის უვნებლობის სააგენტოსაც უკვე აცნობა და რეაგირებას ელოდება. “დღეს ჩემს შვილს სკოლაში გავატანე ფუნთუშა, რომელიც მაღაზიაში შევიძინე. ჭამის პროცესში აღმოჩნდა, რომ ფუნთუშაში უცხო მეტალის საგანი — სავარაუდოდ, ბოლტი — იყო ჩამალული. საბედნიეროდ, ბავშვმა […]

Continue Reading

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება – Fitch

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი უახლეს შეფასებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ახდენს გავლენას და სიტუაციის იმგვარ გამწვავებას, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ან ფინანსურ სტაბილურობაზე აისახება, პოტენციურად, შეფასების გაუარესება შეიძლება მოჰყვეს. “2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა 2026 წლის მაისში ჩვენი […]

Continue Reading

“მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო” – რა მოხდა რუსთავის ავტობუსში

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოქალაქე წერს რომ, მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო, მძღოლმა ვერ შეძლო მონიტორის გამორთვა და მას ქურთუკი გადააფარა. “დღეს #4 ავტობუსით იმგზავრეს ბავშვებმა. მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო. საზოგადოებრივ ავტობუსში! არ ვიცი მგზავრმა გააზიარა ეკრანზე თუ როგორ ჩაირთო, მაგრამ ეს არის მიუღებელი. […]

Continue Reading

დავით გარეჯი ოკუპირებულ იქნა ალიევის შეიარაღებული ძალების მიერ ივანიშვილთან შეთანხმებით – ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი გარეჯის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის დანაყოფების გაყვანას ითხოვს – როგორც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წელს დავით გარეჯი “ოკუპირებული იქნა ალიევის შეიარაღებული ძალების მიერ ივანიშვილთან შეთანხმებით”. პოლიტიკოსი აზერბაიჯანის პრემიერის ვიზიტზეც საუბრობს და ამბობს, რომ კობახიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სადემარკაციო თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ოლიგარქის მიერ გრძელდება ჩვენი მამულის […]

Continue Reading

რაში ხარჯავენ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორები ყველაზე მეტ თანხას

საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელები ყველაზე მეტ თანხას განთავსებაზე ხარჯავენ, ყველაზე ნაკლებს კი გართობა/გაჯანსაღებაზე – ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში არარეზიდენტმა ვიზიტორებმა ერთ ვიზიტზე საშუალო 2 194 ლარი დახარჯეს. ხარჯები კი ასე გადანაწილდა: განთავსება – 806 ლარი საკვები და სასმელი – 660.7 ლარი; […]

Continue Reading

ბათუმში, თორმეტ წელს მიღწეული ბავშვის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 31 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ღამით ჩრდილო-მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია თოვლჭყაპი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით […]

Continue Reading

31 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 ოქტომბერს ლუკა მახარობლის, მოწამე მარინის და ღირსი იულიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ლუკა მახარობელი წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა […]

Continue Reading

არჩილ გორდულაძე – მოპასუხე პარტიების პოზიციებმა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ დადასტურდა სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ „არაკონსტიტუციური პარტიები 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს არც დღეს ემიჯნებიან“. გორდულაძის თქმით, არცერთმა არ ისარგებლა შესაძლებლობით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ადამიანის წამების, ძალადობის, რეკეტისა და პირადი ცხოვრების გათელვის დანაშაულებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას გამართულმა საჯარო სხდომებმა […]

Continue Reading

დიდი ოცეულის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვის გამო, ტრადიციული ფოტოსესია გააუქმეს – bloomberg

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზატორებმა ჯგუფური ფოტოსესია გააუქმეს, რადგან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ფოტოს გადაღებაზე. ამის შესახებ bloomberg წერს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმაც გააპროტესტა. მან განაცხადა, რომ „რუსეთთან ჩვეული რიტმის შენარჩუნება შეუძლებელია“. „ჩვენი უთანხმოებები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განვიხილოთ, სწორედ ამიტომ არის ეს შეხვედრა […]

Continue Reading

კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

ქართველი მსახიობი კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბიქში” საჯარო ჯგუფში “ემიგრანტები იტალიაში” ხათუნა შენგელია წერს. “მსახიობი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ისტორიულ დრამაში: The Revolution According to Kamo ითამაშებს. ფილმში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ, გადაღებების დიდი ნაწილი კი საქართველოში, მათ შორის თბილისში მიმდინარეობს. სიუჟეტი მე-20 საუკუნის დასაწყისში […]

Continue Reading

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირებულებითი განათლების სალექციო კურსი დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოს კაპელანთა კორპუსისა და საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ერთობლივად შემუშავებული სალექციო კურსი მიზნად ისახავს კაპელანთა კორპუსის გაძლიერებას, თავდაცვის სისტემაში სამხედრო მოძღვრის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენას, აგრეთვე – სამხედრო მოსამსახურეთა სულიერ და ზნეობრივ განმტკიცებას. ამის შესახებ საუბარია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ იონფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, სალექციო კურსის მთავარი მიმართულებებია პიროვნული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მნიშვნელობა სამხედრო […]

Continue Reading

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჩვენთვის უცნობია. მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებებს მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები. მასწავლებლები და მოსწავლეები გამოიკითხნენ. ინციდენტს ადასტურებს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძეც. „ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში […]

Continue Reading

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დროებით დაბლოკა ბრძანება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის ხელახლა გახსნას ავალდებულებდა

ფედერალურმა სასამართლომ დროებით დაბლოკა ბრძანება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის ხელახლა გახსნას ავალდებულებდა. ინფორმაციას Newsweek ავრცელებს. აშშ-ის მე-9 საოლქო სააპელაციო სასამართლოს სამმოსამართლიანმა კოლეგიამ ხუთშაბათს დააკმაყოფილა მთავრობის მოთხოვნა წინასწარი აკრძალვის შეჩერების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტს 2027 ფისკალური წლის მრავალფეროვნების ვიზების პროგრამის რეგისტრაცია 1-ელ ნოემბრამდე უნდა დაეწყო. საიმიგრაციო იურიდიულმა კომპანიამ, Red Eagle Law-მ, რომელიც წარმოადგენს მრავალფეროვნების ვიზის […]

Continue Reading

სასულიერო პირი ხელისუფლებას – “ხომ ატყობთ, არ გამოგდით საქმე, სულ უნდა დაგვაქციოთ? წადით, რა კაცო, მიეცით საშუალება სხვას”

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური ბოლო დღეების აქტუალურ თემებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ერთ დღეს გვაცნობეს რომ კარგი იქნება თუ გაზის ტარიფს გავაძვირებთ და კაზინოებს შეღავათებს მივცემთო. და ესაა ეროვნული, მორწმუნე და პატრიოტი ხელისუფლება ხო? და ეხლა ამას რომ ვამბობ განა საქართველო მედარდება და გაჭირვებულ ხალხზე მეთუთქება გული, არა, სამი ვარიანტია, ან რომელიმე ოპოზიციური […]

Continue Reading

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით

ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში, კერძოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას აჩენენ პოლიტიკურ პლურალიზმზე, დემოკრატიულ კონკურენციაზე და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე. „მოქალაქეების შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციები და არჩევანი გააკეთონ […]

Continue Reading

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის, რა პროცესიც 9 ნოემბრიდან დაიწყება. საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი სხდომა 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. განხილვები 9, 10, 11, 12 და 13 ნოემბერს გაიმართება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, პირველი კითხვებს სასამართლო მოსარჩელეებთან, შემდეგ კი მოპასუხეებთან […]

Continue Reading

სახლი შეურაცხყვეს, სადაც ექვთიმე თაყაიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა

სოციალურ ქსელში მოქალაქე ვიდეოკადრებს აქვეყნებს და კომენტარში აღნიშნავს, რომ ვანდალური აქტი დაფიქსირდა თბილისში მდებარე იმ საცხოვრებელ სახლზე, რომელშიც ექვთიმე თაყაიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. “ვანდალებმა თბილისში ის სახლი შეურაცხყვეს, სადაც ემიგრაციიდან დაბრუნებულმა, ღრმად მოხუცებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა!!! ამ დროს არ გეკარგებათ ქართველობა?! ან სად და როდის გქონდათ ასეთებს ქართველობა!” – ნათქვამია მოქალაქის […]

Continue Reading

მეუფე ვახტანგი კანონპროექტზე – “როგორმე უნდა მოხდეს, რომ გადაიფიქრონ და ხელახლა გავიდეს პარლამენტში ეგ საკითხი და იგნორირება გაუკეთონ”

მაღალი სასულიერო იერარქები კაზინოებისთვის დაწესებული შეღავათებით შეშფოთებულები არიან. „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი ამბობს, რომ კანონის ამოქმედება დაუშვებელია, რადგან იდეის ავტორებს აზრი არავისთვის უკითხავთ. „ეს მოიტანს ახალ ტრაგედიებს და უბედურებებს“, – ამბობს სასულიერო პირი. „მე არ მახსოვს ასეთი რამ, კონსულტაციები რომ ყოფილიყო ჩვენთან, მაგასთან დაკავშირებით,  საერთოდ არა. რაღაც პლანტაციების გაშენებაც კი იყო და […]

Continue Reading

ვალუტის კურსი შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9116 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8934 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ ჯილდო გადაეცა

რეჟისორ ლევან კოღუაშვილისა და ფილმ „გურიას“ შემოქმედებით ჯგუფს Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე თქმით, პრესტიჟულ ფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი ქართული კინემატოგრაფის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა. „აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული […]

Continue Reading

საწვავის აქციზიდან ერთ თვეში ბიუჯეტში 69 მლნ ლარზე მეტი შევიდა – 9 თვეში 578.868 მლნ ლარი

2026 წლის 9 თვეში საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 63 მლნ ლარით (12.2%-ით) გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, ანგარიშშია ხელმისაწვდომი. ამასთან, მხოლოდ სექტემბერში, აღნიშნულიდან ხაზინა 69 მლნ ლარზე მეტით შეივსო. უფრო დეტალურად, ხაზინის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტირებული საწვავის აქციზიდან (ბენზინი, დიზელი და ა.შ.) […]

Continue Reading

რუსეთში პოპულარული გამოცემა “ნოვაია გაზეტა” იხურება

რუსეთში პოპულარული გამოცემა “ნოვაია გაზეტა” იხურება. ამის შესახებ რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი: „ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩვენს შენობაში, სადაც 30 წელია ვცხოვრობთ, შუქს ჩავაქრობთ, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს.“ 30 ოქტომბერს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაცხადა დახურვის შესახებ. ერთი დღით ადრე გამოცხადდა, რომ რედაქციას მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობიდან ასახლებდნენ. გამოცემა „The Economist“-ის ცნობით, 26 […]

Continue Reading

სააკაშვილი – აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურ სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილი, მისი პრეზიდენტობის პერიოდში,  უხდიდა ხელფასებს პოლიციას, ჯარს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს. მისი თქმით, ერთადერთი რაც ძალით ააშენებინა, იყო საჩხერის სამხედრო ნაწილის შენობა. „აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს ივანიშვილი ჩემს დროს ხელფასს უხდიდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს და ა.შ., უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემთან […]

Continue Reading

“არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი” – პრემიერმა არ იცოდა აზარტული ტურნირების შესახებ ინიციატივაზე

არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. პრემიერის თქმით, რეალურად ინიციატორები […]

Continue Reading

“დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას” – კობახიძემ არ იცის, გაუძვირდება თუ არა გაზი მოქალაქეებს

ამასთან [გაზის ტარიფთან] დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სემეკ-თან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება კომისიის პრეროგატივაა. „ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკ-ის […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – მრავალი წელი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით ცვლილება არ გვაქვს, გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა აზერბაიჯანის მიმართ, რაზეც მეგობრული პასუხი მივიღეთ – შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები

შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან – მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ისეთი მონაკვეთი, რომელზეც ჯერ […]

Continue Reading

მომაკვდინებელი დიაგნოზის მქონე მამაკაცმა რამდენიმე მილიონი იპოვა და სიცოცხლე გაიხანგრძლივა – მედია

იაპონელ მამაკაცს უთხრეს, რომ მას კიბო ხელახლა განუვითარდა და ექიმების პროგნოზით  ორი-სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ამ ამბის შემდეგ, ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ქუჩებში უმიზნოდ ხეტიალი დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Japan Today წერს. ერთ დღეს მან შენიშნა, რომ ინკასაციის თანამშრომელს ნაღდი ფულით სავსე ტომარა დაუარდა. ცნობისმოყვარეობის გამო, მან აიღო ტომარა და შიგნით 22 მილიონი იენი […]

Continue Reading

დარღვევების გამო, “კნატუნას” საწარმოო პროცესი შეუჩერდა

მზა კერძების მწარმოებელ და სარეალიზაციო ობიექტ “კნატუნას” დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაცის სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურის გაუმართაობის, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო ასევე დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორან “ღელეღურდანს“, რომელიც ბათუმში მდებარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილსის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი […]

Continue Reading

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში

რამდენიმე წუთის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოში – მას შემდეგ, რაც სხდომაზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლმა, გიორგი სიორიძემ სუს-ის კრეფსები ახსენა და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ შორის სასულიერო პირებსაც უსმენდა, პოლიტიკოსს სიტყვა გააწყვეტინა არჩილ გორდულაძემ. “ოცნების” წევრმა სიორიძეს გუშინდელის მსგავსად კვლავ “ნერვების დაოკებაზე” გაუმახვილა ყურადღება და უთხრა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 30 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 30 ოქტომბერს ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში ზოგან წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°; ბათუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°; ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

30 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ოქტომბერს წმიდა იოსებ კათოლიკოს-სასწაულმოქმედის, მოწამე კოზმანის, წინასწარმეტყველ ოსეს, ღირსმოწამე ანდრია კრეტელის, წმიდა მოწამეთა, კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპის მოიხსენიებს. წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე. წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: […]

Continue Reading

იუსტიციის მინისტრი დავით ფეიქრიშვილის საქმეზე – იმედი მაქვს, ძალიან მალე ბევრი დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი

დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე ბევრი დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იყო ვიდეოკამერები საკანში, სადაც დავით ფეიქრიშვილი გადაიყვანეს, სალიამ აღნიშნა, რომ ამ გარემოებებს გამოძიება დაადგენს. „რატომ იყო გადაყვანილი, იყო თუ არა კამერები და ასე შემდეგ, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ჩვენ როგორც კი მედიით გავიგეთ, […]

Continue Reading

პენიტენციური სამსახური მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებაზე – ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პენიტენციური სამსახური წერს, ადვოკატ დარეჯან სულაშვილის მიერ დაწესებულებიდან გასატან ჩანაწერს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ჩაუტარდა […]

Continue Reading

ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს – “ურჩიეთ პროკურატურას ბავშვების ფონდს მოხსნან ყადაღა. იცით რამდენ ბავშვს დავეხმარები თითქმის ნახევარი მილიონით, რომელიც ანგარიშებზე დევს?”

ურჩიეთ” პროკურატურას, ბავშვების ფონდს მოხსნან ყადაღა – ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. “არ დაგიწყებთ იმის მოყოლას რა გაუკეთებია ნანუკას ფონდს. პროკურატურას დეტალურად აქვს ჩემი დოკუმენტაცია შესწავლილი და ალბათ უკვე გეტყოდნენ, რომ თქვენი “ერთგული” ვეზირებისგან განსხვავებით ერთი ლარიც კი, არაკეთილსინდისიერად არ დახარჯულა. ოქროს ზოდებზე ხომ საუბარი საერთოდ ზედმეტია. […]

Continue Reading

“ხვალ შეიძლება, გაჩნდეს სტუდენტების ან გლეხების მოძრაობა” – “ზურაბიშვილი ქაჯების არმიაში ჩაეწერა”- გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

არ არსებობს ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც გაუძლებს ხალხის უკმაყოფილებას – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი სერბეთში სტუდენტური მოძრაობის გამარჯვებას. მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ფაქტმა აჩვენა, როგორ შეუძლია საზოგადოებას გამოკვეთილი ლიდერისა და ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშეც გაერთიანება და ხელისუფლების შეცვლა. “პრაქტიკულად საზოგადოების ყველა სეგმენტში არის უკმაყოფილება, ვინ არის კმაყოფილი იმით, რომ სკოლებს ანგრევენ და არ აშენებენ არასოდეს, იმითი, რომ […]

Continue Reading

ეპისკოპოსი გიორგი – აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა – ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება

აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება,- ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს. მეუფე გიორგის განცხადებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს. „მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ […]

Continue Reading

პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმე: ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, მოწმის ჩანაწერები ადვოკატს გამოატანეს – მედია

ადვოკატის მიერ ლაითურის ციხეში პოლიციის გამოძახებისა და ფაქტით ჟურნალისტების დაინტერესების შემდეგ, დარეჯან სულაშვილს მსჯავრდებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის დროს გაკეთებული ჩანაწერების ციხეთა სისტემიდან გატანის უფლება მისცეს. ინფორმაციას Facebook live-ში მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის დედა ადასტურებს. “არ ვიცი, რისი დამსახურებით, ან როგორ მოხდა ასეთი რამ, მაგრამ იკადრეს და დაკითხვის ოქმი გამოატანეს დარეჯან [სულაშვილს]. მან გენერალურ ინსპექციაშიც დარეკა, მე […]

Continue Reading

თვის ბო­ლო­სა და ნო­ემ­ბრის პირ­ველ დღე­ებ­ში ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს – სინოპტიკოსი

სა­ქარ­თვე­ლო­ში წვი­მი­ა­ნი ამინ­დი უახ­ლო­ეს დღე­ებ­შიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, თუმ­ცა თვის ბო­ლო­სა და ნო­ემ­ბრის პირ­ველ დღე­ებ­ში ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს. რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას უნდა ვე­ლო­დოთ დე­და­ქა­ლაქ­ში – ამის შე­სა­ხებ ambebi.ge-სთან სი­ნოპ­ტი­კო­სი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წვი­მა 30 ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა “ჯერ­ჯე­რო­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ აღ­მო­სავ­ლე­თის ქა­რია, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი. ასე იქ­ნე­ბა […]

Continue Reading

კაბადოკიის რეგიონში კლდის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის კაბადოკიის რეგიონში კლდე ჩამოინგრა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გორემეს ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმთან ახლოს, კლდე ჩამოინგრა. პროვინციის გუბერნატორის ჰუსეინ კიოქის თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. „დღეს, 15:15 საათზე, ძლიერი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ნევშეჰირის პროვინციის ქალაქ გორემეში მეწყრის მიერ გამოწვეული ქვების ჩამონგრევის შედეგად, სამწუხაროდ, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო ერთი […]

Continue Reading

პრემიერმინისტრმა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის […]

Continue Reading

ლარის კურსი 30 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5959 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5957 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8934 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8875 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

გია ხუხაშვილი ოპოზიციასა და სარჩელზე – უნდა გამოვიდეს ამ აკადემიური პრანჭვის პოზიციიდან, თავი დაანებოს საკუთარი მორალური და ინტელექტუალური უპირატესობით უბრალოდ ტკბობას და დაიწყოს ამ უპირატესობის კაპიტალიზაცია პროცესის გამწვავების გზით

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს, თუ რატომ დაუშვა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება. მისი აზრით, მმართველი პარტია ახდენს ძალის დემონსტრირებას. “ბევრს დაებადა კითხვა – რატომ დაუშვა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ღია ტრანსლაცია? მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას: ბუნებრივია, რომ მხარეებისთვის ამ პაექრობის მიზანი საზოგადოებრივი აზრის თავის სასარგებლოდ ფორმირებაა. პრობლემა იმაშია, რომ თუ მოპასუხე მხარე ამ […]

Continue Reading

რუსები სულ უფრო ხშირად ისვენებენ საქართველოს კურორტებზე – ტუროპერატორი

ტუროპერატორი Russian Express-ის მონაცემებით, 2026 წელს, რუსეთში საქართველოში ჯანმრთელობის ტურებზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა. საქართველოში ყველაზე პოპულარული ჯანმრთელობის კურორტები ბორჯომსა და წყალტუბოშია. “ბორჯომი ცნობილია მინერალური წყლებით, ხოლო წყალტუბოში რადონის აბაზანების მკურნალობაა შესაძლებელი. ასევე პოპულარულია საირმის ჯანმრთელობის კურორტები მინერალური და თერმული წყაროებით. ღირს ახტალის მონახულება მისი თერაპიული ტალახით, მაგნიტური ქვიშა შეგიძლიათ იპოვოთ ურეკის ზღვის სანაპიროებზე, მინერალური წყლები […]

Continue Reading

საქართველო შიმშილის დაბალი დონის მქონე 24 ქვეყანას შორისაა – გლობალური შიმშილის ინდექსი 2026

2026 წლის გლობალური შიმშილის ინდექსით (Global Hunger Index-GHI) საქართველო წელსაც იმ 24 ქვეყანას შორისაა, რომლებიც შიმშილის ყველაზე დაბალ დონეს ავლენენ. რეიტინგი ინდექსის ვებგვერდზე ვრცელდება. კერძოდ, თითოეულ ქვეყანას 0-დან 100-მდე ქულა ენიჭება და „დაბალი,“ „ზომიერი,“ „მძიმე“ და „საგანგაშო“ კატეგორიების მიხედვით იყოფიან: 0 შიმშილის არარსებობაზე, ხოლო 100 უკიდურეს შიმშილზე მიუთითებს. საქართველოს ქულა 5-ზე ნაკლებია, რაც „შიმშილის დაბალი […]

Continue Reading

კალაძე – არაერთი თხოვნა, წერილი და სატელეფონო ზარი იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ მოგვეწესრიგებინა “მარჯანიშვილის” მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია

მარჯანიშვილის მოედანზე გარემოვაჭრეების პროტესტს დღეს თბილისის მერმა უპასუხა. კახა კალაძე ამბობს, რომ ეს არის უნებართვო საქმიანობა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემაწუხებელია. შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე ხალხის დატოვებას კალაძე ქალაქის იერსახის დამახინჯებით ხსნის. მისივე თქმით, მოედანზე იგეგმება რეაბილიტაცია, ამიტომ გარე მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცეები უკვე მოუძებნეს. “როგორც იცით, გარევაჭრობა აკრძალულია, მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების […]

Continue Reading

ნიკა გვარამია – მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო ხელისუფლების ნაწილი ვიყავი, ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ არ ვამაყობ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, „იმედში“ განვითარებული პროცესებით

მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ არის რაღაცები, რითიც არ ვამაყობ, – ამის შესახებ კოალიცის „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. ნიკა გვარამიას თქმით, ისტორიულ პროცესებში მონაწილეობის ფუფუნებას ცხოვრება ყველას ყოველთვის არ აძლევს და მისთვის […]

Continue Reading

რუსეთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს MMA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში გაიმართება

რუსეთის MMA-ს კავშირმა განაცხადა, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მსოფლიო ჩემპიონატი ამ შაბათ-კვირას, 64 რუსი სპორტსმენის მონაწილეობით, თბილისში დაიწყება. „ჩვენს ეროვნულ გუნდს 64 სპორტსმენი წარმოადგენს. ისინი ეროვნული დროშითა და ჰიმნით გამოვლენ“ – ნათქვამია რუსული მხარის ინფორმაციაში. ტასის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც თბილისს ჩაუტარდება, ერთი კვირა გაგრძელდება და შედეგები 7 ნოემბერს გახდება ცნობილი. ჩემპიონატი ორ ასაკობრივ […]

Continue Reading