სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხელჩართული ჩხუბი სომხეთის პარლამენტში – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „არმენპრეს“-ის ცნობით, ფრაქცია „სამოქალაქო კონტრაქტის“ დარბაზში სიტუაცია დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს დაიძაბა. ჩახოიანმა ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ხელმძღვანელს, ნარეკ კარაპეტიანს შეახსენა, რომ მის ბიძაშვილს ბოდიში არ მოუხდია საპარლამენტო არჩევნებამდე გაკეთებული განცხადებისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი ცალკე სამინისტროს შექნას აპირებდნენ ქალთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ნარეკ კარაპეტიანმა საუბარი […]

Continue Reading

მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების […]

Continue Reading

დიტო ჩუბინიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს – რის საფუძველზე დატოვა საპატიმრო სამშობლოს ღალატში ბრალდებულმა ჟურნალისტმა?

სააპელაციო სასამართლომ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება. პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 29 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 29 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°; ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის […]

Continue Reading

29 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ოქტომბერს ღირსი ზენონ იყალთოელის და მოწამე ლონგინოზ ასისთავისა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ზენონ იყალთოელი ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა იყო , რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. ზენონ იყალთოელი ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ […]

Continue Reading

საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა, მათ სამუშაო აღწერილობები არ ჰქონდათ – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო საწარმოების შრომის ანაზღაურების სისტემის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოს ფოსტაში გამოვლენილ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2023-2024 წლებს, როდესაც ფოსტას მისი წინა დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე მართავდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2025 წლის ზაფხულში დატოვა. როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა, თუმცა აღნიშნულ პირებს არ […]

Continue Reading

საია-სა და Amnesty International – ის ერთობლივი განცხადება – ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს

ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს, – ამის შესახებ Amnesty International-ისადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ერთობლივ განცხადებაში საუბარია პატიმარ გიორგი დავითაძის, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების, ლაშა ჩაჩანიძისა და სხვა პატიმართა საქმეებზე. ორგანიზაციების საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „გაარღვიოს დაუსჯელობის წრე და შექმნას ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელსაც შეეძლება ძალადობის ეფექტიანად და დამოუკიდებლად აღკვეთა“. „Amnesty […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა

სერბეთის ფონზე გუშინ ბევრი ამბობდა 2028 წლის არჩევნების უნდა დაველოდოთო. სინამდვილეში, პროტესტანტებმა ვუჩიჩი აიძულეს დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სერბეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში ამბობენ, რომ „ყველა ლიდერი უნდა ჩავაჩოჩოთ“ და ულიდეროდ ვიბრძოლოთ, თუმცა ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერები აუცილებლად უნდა […]

Continue Reading

სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს საქართველოს მიმართულებით ბაობაბის ხეების დაუდგენელი ექსპორტიორის წინააღმდეგ

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, საწყობში ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება, რომელთა საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები შესაძლო დანაშაულის ფაქტს იძიებენ. ამის შესახებ OC Media-ს საწყობის მფლობელმა განუცხადა. სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) ინფორმაციით, ხეების ექსპორტისთვის მოქმედი ლიცენზია გაცემული არ ყოფილა. უწყებამ ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მის ვინაობას […]

Continue Reading

რას ემსახურება გაზსა და წყალზე ტარიფის დიფერენცირებული მოდელის დაწესების ინიციატივა – სემეკის განმარტება

ტარიფი, სემეკი,

Continue Reading

თბილისში ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს

პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს დამნაშავეს, რომელმაც 24 წლის კაცი საკუთარი ძმის ქორწილში მოკლა. შემთხვევა გუშინ, 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. მკვლელობის ფაქტს “პირველებს” უდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდუნარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. “პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ მოკლული გურამ ბოიკოა. მისი ოჯახი  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ცხოვრობს. ერთ-ერთი […]

Continue Reading

რუსეთში შეზღუდვები კიდევ ორ ქართულ კომპანიას შეეხო – დეტალები

რუსეთში საექსპორტო შეზღუდვები კიდევ ორ ქართულ კომპანიას შეეხო. ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „სამწუხაროდ, კიდევ ორ ქართულ მეღვინეობას შესაძლოა შეეზღუდოს პროდუქციის შეტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საუბარია კომპანიებზე „ვინივერია“ და „შატო მუხრანი“. არსებული მონაცემებით, კომპანია „ვინივერიამ“ უკრაინის ტერიტორიაზე საქველმოქმედო აუქციონი გამართა, ხოლო მიღებული თანხები უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდა. რაც […]

Continue Reading

ლარის კურსი 28 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5960 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5960 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5966 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8943 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღონ საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს კანონპროექტებს „ლატარიებისა და აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე სხვა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც პარლამენტის მიერ დღეს პირველი მოსმენით იქნა მიღებული და რომლის თანახმადაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ. სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტების შემდგომი მიღება. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებით დამაზიანებელია […]

Continue Reading

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით – 79 მომხრე, 8 – წინააღმდეგი მხარი საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნება. ცვლილებები ამ მიმართულებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონსა და კიდევ ოთხ გამომდინარე კანონში შედის. ინიციატივას, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მეორე […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს – ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოგგლიჯავ ენას“ – ხომ არ გგონია, 13 წელი ვიქნები ციხეში

ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოვგლიჯავ ენას“ [არჩილ გორდულაძეს], ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში], – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების” დეპუტატისა და საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომელმაც სასამართლო განხილვისას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას, ალეკო ელისაშვილი ტერორისტად მოიხსენია და „ლელო-ძლიერ საქართველოს“ შეახსენა, რომ პარტია […]

Continue Reading

გახარია – რეჟიმი ფიქრობს, რომ ოპოზიციური ველის განადგურება საშუალებას მისცემს, შექმნას მარიონეტული, „პროქსი“ პარტიები ყალბი პლურალიზმისთვის

საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული შეხედულებების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი მტკიცებით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ „პროქსი“ პარტიების ჩამოყალიბება პლურალიზმის მოჩვენებითი სურათის შექმნის საშუალებას მისცემს. „მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ფიქრობს, რომ ოპოზიციური ველის განადგურება მას საშუალებას მისცემს, […]

Continue Reading

საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

საქართველოში თითქმის ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამაზე მიუთითებს სოციალური მომსახურებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 219 054 ბავშვი იღებს (0-დან 18 წლის). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით კი, ქვეყანაში ამ ასაკობრივი ჯგუფის 970 609 პირია რეგისტრირებული. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ […]

Continue Reading

რა მიმართულებებზე დაიხარჯება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 38 მილიონი ევრო – ევროკავშირის ოფისის განმარტება

ევროკავშირმა გამოაცხადა და გამოყო 38 მილიონი ევრო ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის ოჯახებსა და ადგილობრივ თემებს კვლავაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ეს ჩვენი მიდგომის – „ევროკავშირი შენთან“ – ნაწილია და წარმოადგენს ჩვენს ვალდებულებას საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ევროკავშირთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა ადგილობრივი თემებისთვის ევროკავშირის დაფინანსების ახალი […]

Continue Reading

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო – ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის აღნიშნული. რკინიგზის ინფორმაციით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. უკვე დაწყებულია არსებული ბაქნების დემონტაჟი. მის ნაცვლად ცენტრალის ტერიტორიაზე ახალი, უფრო მაღალი, თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე თბილისი ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის […]

Continue Reading

ბაქოში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა აშენდება

ბაქოს ცენტრალურ იასამალის რაიონში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა აშენდება. ის 3400 კვადრატული მეტრის ფართობზე, ნარიმან ნარიმანოვისა და ბაშირ საფაროღლუს ქუჩების კვეთაზე განთავსდება. პროექტი „Design-Build“ სქემის მიხედვით განხორციელდება, რომლის მიხედვითაც დიზაინი და მშენებლობა ერთ კონტრაქტშია გაერთიანებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით დაფინანსდება. დასრულების შემდეგ შენობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. საელჩოსა და საქართველოს ელჩის […]

Continue Reading

რუსეთის „როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტები საქართველოს ლაბორატორიების აუდიტს ჩაატარებენ

„როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტები 2 ნოემბრიდან, საქართველოდან რუსეთში გაგზავნილი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობიან. ასევე ჩაატარებენ იმ ლაბორატორიის აუდიტს, რომელიც რუსეთში გაგზავნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნაშთებს იკვლევს – ინფორმაციას რუსული მედია უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტი საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით განხორციელდება და მიზნად ისახავს საბაჟო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებულ […]

Continue Reading

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: „ლილო მოლის“ 15 მეწილიდან 13 პოლიტიკური შემწირველია

ყველაზე მომგებიანი ვაჭრობა ლილოს ბაზრობის დახლებზე არ ხდება. ნამდვილი მილიონები მაშინ ტრიალებს, როცა „ლილო მოლის“ მფლობელები ხელისუფლებასთან ვაჭრობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ყველაზე მომგებიანი ვაჭრობა ლილოს ბაზრობის დახლებზე არ ხდება. ნამდვილი მილიონები მაშინ ტრიალებს, როცა „ლილო მოლის“ მფლობელები ხელისუფლებასთან ვაჭრობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. როგორც […]

Continue Reading

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე მსჯელობენ

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც „ტვ პირველთან“ საუბარში სალია აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მსჯელობენ. „ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალიამ. მან ასევე ისაუბრა პენიტენციური სამსახურის ახალ დირექტორზეც, რამაზ თათარაშვილზეც, რომელიც […]

Continue Reading

„ოქროს ბურთი“: ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა

 საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანმა, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის” რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის რიგით 70-ე ცერემონია ლონდონში გაიმართა – 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი, ჰარი კეინი გახდა. ჰარი კეინი 2026 წლის საუკეთესო ფორვარდადაც დასახელდა. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ბარსელონასთან” მატჩში მიღებული ტრავმის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +14, +19°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან მცირე წვიმა და ნისლი, ღამით […]

Continue Reading

27 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ოქტომბერს ახსენებს VII მსოფლიო კრების წმიდა მამებს და აღნიშნავს ღირსი პარასკევას, ღირსი სილუანეს, წმიდა მოწამეების: ნაზარის, გერვასის, პროტასის და კელსის ხსენების დღეს. ხსენება VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა VII მსოფლიო კრება. ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ […]

Continue Reading

სააკაშვილი – “რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე”

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტის წევრს, ლიზა იასკოს სასამართლოში შეტანილ სარჩელს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელთანაც საერთო ქალიშვილი ჰყავს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ დიდ პატივს სცემს ლიზას, რომელიც რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის მათ შვილს. “ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საერთო ქალიშვილ ჟასმინს ეხება. მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად […]

Continue Reading

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. თათარაშვილი ივნისიდან დღემდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იყო. მანამდე კი ის იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ტვ პირველი გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ხვალ პროცესი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება. „ხვალ გავაგრძელებთ ქალბატონი ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით. დღევანდელი სხდომა დახურულად ცხადდება. ხვალ 12:00 საათზე გაგრძელდება სხდომა“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.   საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი […]

Continue Reading

პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. „ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, – ნათქვამია წერილში. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა, საპრეზიდენტო კამპანია ორლეანში ორდღიანი მიტინგით დაიწყო და თავი ქვეყანაში წესრიგისა და ერთიანობის აღდგენის ერთადერთ კანდიდატად წარმოადგინა. ამის შესახებ BBC წერს. საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას, მომავალი წლის აპრილის არჩევნების ფავორიტმა ოპტიმისტური ტონი გამოიყენა და საფრანგეთის ძველ დიდებას დაუბრუნა. მან მაკრონის ცენტრისტული მთავრობა ძალადობრივი მომიტინგეების მიმართ ლმობიერებასა და სანდოობის […]

Continue Reading

ცოლის მკვლელობისთვის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – ფოთში მკვლელობაზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]

Continue Reading

ზურაბიშვილი – “რა გვეშველებას ძახილს, სჯობს ჩვენივე ძალები შემოვკრიბოთ, ჩვენში დავინახოთ საშველი”

რა გვეშველებას ძახილს, სჯობს ჩვენივე ძალები შემოვკრიბოთ, ჩვენში დავინახოთ საშველი. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამით ის სერბეთში არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა. ,,ესეიგი ლიდერის გარეშეც, ძლიერი პარტიებისბგარეშე, საზოგადოებას თურმე შეუძლია გაერთიანდეს და დაამარცხოს 14 წლიანი ავტორიტარული პრო რუსული რეჟიმი. უნგრეთიც, სომხეთიც, და ეხლა სერბეთი იმის მაგალითია პირველ რიგში, რომ უიმედობა არ შეიძლება! […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 27 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5966 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9082 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9090 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

გერმანიის საელჩო – გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას

გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ღია ცის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს, ეს მისია გერმანული A-319 OH სადაზვერვო თვითმფრინავით საფრანგეთთან, კანადასთან, იტალიასთან, ლატვიასთან და საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც საელჩოში აცხადებენ, თვითმფრინავის გამოყენება ასევე შესაძლებელია ღია ცის შესახებ ხელშეკრულების სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა მისიის შესრულებისას. […]

Continue Reading

რუსეთიდან საწვავის იმპორტი შემცირდა, იზრდება ბულგარეთისა და რუმინეთის წილი – ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საწვავის იმპორტის გეოგრაფია მნიშვნელოვნად შეცვლილია და რუსეთის ფედერაციის წილი შემცირებულია. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე სააგენტოს 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ლექვინაძემ აღნიშნა, რომ საწვავი 100%-ით იმპორტირებული პროდუქტია, რის გამოც მასზე საგარეო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. „ჩვენს ქვეყანაში საწვავი არის 100%-ით იმპორტირებული პროდუქტი და ბუნებრივია, […]

Continue Reading

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სამი თვით გაახანგრძლივა. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობა 2027 წლის 29 იანვრამდე გახანგრძლივდა. პარლამენტის 293-მა წევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის კანონპროექტს No16182, რომლითაც დამტკიცდა „უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ ბრძანებულება. წინა საპარლამენტო გადაწყვეტილების თანახმად, საომარი მდგომარეობა ძალაშია 31 ოქტომბრამდე. პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების „საყოველთაო მობილიზაციის […]

Continue Reading

სააკაშვილი – “ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს… ყველაზე მეტად ბათუმელების იმედი მაქვს”

ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს, რადგან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხი მანდ არის – თუ ესენი დარჩნენ, მე მგონი, გასაგებია, რაც მოხდება ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა არა თუ იზოლაციამდე, არამედ სრულ გაპარტახებამდე მივა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია? – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, […]

Continue Reading

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა განახლდა

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის ხელმოწერით მომზადებული სარჩელის განხილვა განახლდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სხდომის დაწყებისას გამოაცხადა “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, პლენუმის გადაწყვეტილების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების […]

Continue Reading

CNN – აშშ-ის ჯარები ახლო აღმოსავლეთში მზად არიან განახორციელონ ახალიოპერაციები ტრამპის ბრძანებიდან 96 საათში

აშშ-ის ჯარები ახლო აღმოსავლეთში მზად არიან განახორციელონ ახალი, პოტენციურად ძირითადი სამხედრო ოპერაციები ირანის წინააღმდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების მიღებიდან, 96 საათის განმავლობაში, განაცხადა აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა – წერს “სი ენ ენ”-ი. წყაროების თქმით, რეგიონში საკმარისი ძალებია განლაგებული პოტენციური თავდასხმების განსახორციელებლად. აშშ-ის ახალი სამხედრო ოპერაციების ფარგლები, სავარაუდოდ, სცილდება უბრალო „წესრიგის შენარჩუნების“ ზომებს ან სტატუს კვოს […]

Continue Reading

პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე – მივმართეთ სასამართლოს, დაადგინოს, საბოლოო ჯამში, ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან ისინი

საგარეო პოლიტიკურ აქტორებს საერთოდ არ ეხებათ საქართველოში პოლიტიკური პარტიული ლანდშაფტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც არის მაგალითები სხვადასხვა ქვეყანაში პარტიების აკრძალვისა, საგარეო პოლიტიკური აქტორებისგან კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს. „ჩვენ არ გვეხებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში რომელი პარტიები გამოცხადდა ანტიკონსტიტუციურად, არ გვეხება ის, რომ გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ აპირებენ […]

Continue Reading

გიორგი გახარიას პარტია, თუკი სასამართლო საქმიანობას აუკრძალავენ, პარლამენტს დატოვებს

გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს, ხელისუფლების დაკვეთის სახით, უკვე მიღებულია. სასამართლო სხდომები კი ის პროცედურული საკითხია, რომელიც უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა. კერესელიძის თქმით, სარჩელში პარტიის საკითხი არის ხელოვნურად, იძულებით დამატებული. „ყველანაირი არგუმენტით გაუგებარია, ამ სარჩელში რატომ მოხდა დამატება. სასამართლოს სხდომაზე კითხვებს ვსვამთ და მოსამართლეს ვეკითხებით, რაში […]

Continue Reading

ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ბავშვთა საერთაშორისო პროექტების ფესტივალს ამზადებს

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ბავშვთა საერთაშორისო პროექტების ფესტივალს ამზადებს, რომელიც 27-დან 29 ოქტომბრამდე ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, 27 ოქტომბერს გულრიფშისა და გალის რაიონებში ანიმატორ სერგეი ანტონოვთან მასტერკლასები და შეხვედრები გაიმართება, ხოლო ბიჭვინთაში ფოტოგამოფენა „წარმატების ტერიტორია: ბუნების მიერ მოცული“ და მოდის ჩვენება გაიხსნება, იუწყება „სპუტნიკ აბხაზია“. 28 ოქტომბერს სერგეი ანტონოვთან შეხვედრები გაგრასა და გუდაუთაში გაგრძელდება, […]

Continue Reading

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?” “აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის […]

Continue Reading

“ღარიბაშვილმა უნდა წეროს არა საკუთარ მიღწევებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მასთან ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა, თუ ფული” – ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ერთ რჩევას აძლევს: წეროს არა საკუთარ მიღწევებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მასთან ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა, თუ ფული “ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაცია არც გვქონია და არც გვაქვს! ჩვენ მის ადვოკატებთანაც კი ვერ მოვახერხეთ კომუნიკაცია. არადა, არაფერი გვჭირდებოდა. უბრალოდ, გვინდოდა გვეთქვა, რომ ღარიბაშვილმა უნდა წეროს არა საკუთარ […]

Continue Reading

აშშ-მა გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ “უოლ სთრით ჯორნალი” წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ორბანს „განსაკუთრებული სირთულის გარეშე“ შეუძლია უშიშროების საბჭოში 15-დან 8 ხმის მოპოვება. აშშ-ის წარმომადგენელმა ორბანს „MAGA-ს (Make America Great Again) კონსერვატორებისთვის საოცნებო კანდიდატი“ უწოდა. ეს დიდწილად უკავშირდება ორბანის ქმედებებს, […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ნორვეგია ნაგავ ქვეყნად იქცა – ნობელის პრემია არ მომანიჭეს, ამიტომ, ნორვეგიიდან არავინ მინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნორვეგია “ნაგავ ქვეყნად იქცა” და რომ ნორვეგიელი ემიგრანტები შეერთებულ შტატებში არასასურველი სტუმრები არიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში განთავსებულმა ნობელის კომიტეტმა მას მშვიდობის დარგში პრემია არ მიანიჭა. ტრამპის თქმით, ის მიესალმება მიგრანტებს ზოგიერთი ქვეყნიდან, თუმცა არა ნორვეგიიდან. „რადგან […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 26 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 26 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი ზოგან შესაძლებელია ძლიერი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°; ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის […]

Continue Reading

26 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ოქტომბერს ღირსი ანტონ ჭყონდიდელის და მისი მოწაფის იაკობ ხუცესმონოზონის; ასევე მოწამეების კარპეს, პაპილე დიაკონის, აღათოდორეს და აღათონიკას, ფლორენტის, ბენიამინის და ქრისას ხსენების დღეს აღნიშნავს. ანტონ ჭყონდიდელი ანტონ ჭყონდიდელი – საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე – დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) […]

Continue Reading