შალვა პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით, უარს ამბობს დიალოგზე და საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენს

ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა, რაც არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ბოლო პერიოდში ეს ქცევა დომინირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი, მისი საგარეო პოლიტიკური სპიკერები და კომისრები ორიენტირებული არიან უფრო დაძაბვისკენ, კონფრონტაციისკენ, ომის რიტორიკისკენ, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი. „ეს არის […]

Continue Reading

ნაცემი მოზარდის მშობელი 175- ე საჯარო სკოლის მანდატურების, მასწავლებლის და დირექციის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

მეთერმეტე კლასის მოსწავლის ოჯახი განათლების სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს. საქმე ეხება თანაკლასელის მიერ მეცხრე კლასის მოსწავლის ცემის საქმეს. ნაცემი მოზარდის მშობელი 175- ე საჯარო სკოლის მანდატურების, მასწავლებლის და დირექციის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. დედა ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება თავდაპირველად გაკვეთილზე მოხდა, როცა ძალადობაში მხილებულმა მოსწავლემ მის შვილს სათამაშო თვითმფრინავი ესროლა. სიტყვიერი უთანხმოება კი გაკვეთილის […]

Continue Reading

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე გამოძიებას არ დაიწყება

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”. საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში შესულ საჩივართან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას […]

Continue Reading

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა – ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა, თავდაპირველად ბოძს შეეჯახა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათგან ერთი, 9 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მამა, დედა და და 2 წლის გოგონა კი დაშავდნენ. კაცმა […]

Continue Reading

ევროპარლამენტმა ახალი წესები დაამტკიცა – მგზავრებს უფლება აქვთ, 14 დღის განმავლობაში თანხა სრულად დაიბრუნონ

ტურისტები შეძლებენ, თანხის დაბრუნების განაცხადი ერთიანი ფორმით წარადგინონ, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკავშირის ყველა ენაზე იქნება ხელმისაწვდომი და ტრანსპორტის ყველა სახეობაზე გავრცელდება. ევროპარლამენტმა, თითქმის, ერთხმად დაამტკიცა ახალი წესები, რომელიც მგზავრობის შეფერხების შემთხვევაში მგზავრების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ინფორმაციას 34travel ავრცელებს. კერძოდ, ევროპის მასშტაბით მოგზაურებს უკვე უფლება აქვთ, ბილეთის ღირებულება 2 კვირის განმავლობაში სრულად აინაზღაურონ, მაშინაც კი, თუ […]

Continue Reading

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ქვეყნის სტაბილურობას, ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში – მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში

შეხედეთ, რა ხდება, მათ შორის ევროპის ბევრ ქალაქში და რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ინსტიტუტების სიძლიერესთან დაკავშირებით. მოდით, ვკითხოთ ნებისმიერ წევრ ქვეყანას, სჭირდება თუ არა ევროპას, ევროკავშირს ან ნებისმიერ ქვეყანას სტაბილურობისთვის ძლიერი ინსტიტუტები, მათ შორის ძლიერი სამართალდამცავი ინსტიტუტები,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველომ საკანონმდებლო დონეზე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები, […]

Continue Reading

სააკაშვილი ამერიკის არჩევნებზე – „რა არის გაკვეთილი საქართველოსთვის? როდესაც არსებობს ხალხში მუხტი და დიდი სურვილი, ის გარდაიქმნება მძლავრ ნაკადში, ნამდვილ სტიქიაში, რომელსაც ვერანაირი ჯებირი ვერ შეაჩერებს”

ამერიკის კონგრესის არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგეს „დემოკრატებმა“, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს ორივე პალატაში. ეს არის სასტიკი მარცხი „რესპუბლიკელებისთვის“, რომელთაც არ უშველა ელონ მასკის და სხვა სუპერ მდიდრების მიცემულმა დიდძალმა დაფინანსებამ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, ეს საარჩევნო შედეგი ძირითადად განპირობებულია ცხოვრების გაძვირებით და სოციალური უსამართლობის განცდით. მისივე განცხადებით, […]

Continue Reading

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მიღება განახლდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა. „შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ დროებით შეჩერდა მგზავრთა მიღება. აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით გაგებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. გამოიწერეთ […]

Continue Reading

კახა კალაძეს პროკურატურაში უჩივიან

თბილისის მერს, მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების გამო უჩივიან – პროკრატურაში შესაბამის სარჩელს სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ჩხარტიშვილი 13:00 საათზე შეიტანს. საზოგადოების ნაწილმა კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველები “დასაძინებლები” არიან, ღია მუქარად შეაფასა. დედაქალაქის მერმა, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს გამოეხმაურა თქვა, რომ “5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“. […]

Continue Reading

გერმანია, ირლანდია, საფრანგეთი – საიდან აბრუნებენ საქართველოს ყველაზე მეტ მოქალაქეს?

2026 წლის სამ კვარტალში (იანვარი-სექტემბერი) ევროკავშირის ქვეყნებიდან რეადმისიის ფარგლებში საქართველოს 2 156 მოქალაქის დაბრუნებაზე გაიცა თანხმობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდში სულ რეადმისიის 2 184 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 28 შემთხვევაში ითქვა. კვარტალების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: I კვარტალი: განხილული 698 განცხადებიდან თანხმობა გაიცა 692 პირზე (უარი – 6-ზე); II კვარტალი: განხილული […]

Continue Reading

“საქართველოს ხელისუფლებების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს” – რას წერია EU-ს გაფართოების ანგარიშში?

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების [RFE/RL] ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს ნაწილზე წერს. იოზვიაკის თანახმად, ანგარიშში, რომელიც დღეს, 4 ნოემბერს, უნდა გამოქვეყნდეს წერია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები უვიზო რეჟიმს უქმნის საფრთხეს. „მთავარ ხაზი 2026 წლის გაფართოების ანგარიშიდან: ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამაც დიპლომატიური პასპორტის […]

Continue Reading

მურთაზ ზოდელავა – არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს – ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ

არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებას არანაირი საერთო არ აქვს იმ ფაქტთან, […]

Continue Reading

ტრამპი შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს

New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს. “ჩვენ ვიმუშავებთ დემოკრატებთან, იცით, ველოდებით მათთან თანამშრომლობას. სავარაუდოდ, რაღაცაზე შევთანხმდებით,” – ამბობს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი. ტრამპი არჩევნებში წაგებას იმასაც უკავშირებს, რომ ბიულეტენში თავად არ იყო და ნანობს გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის დის დარლინ გრემისა და კენ პაქსტონი ტეხასის რესპუბლიკელი გენერალური […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +19, +24°; […]

Continue Reading

4 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 ნოემბერს მოციქულთა სწორის ამბერკის, შვიდი ეფესელი ყრმის, ასევე მოწამეების ალექსანდრე ეპისკოპოსის, ირაკლი მხედრის, ანას, ელისაბედის, თეოდოტიას და გლიკერიას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი – იერაპოლის ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების […]

Continue Reading

პატრიარქმა სამტრედიაში ყოფნისას ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლის შესახებ იქადაგა

პატრიარქი შიო მესამე სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან და სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო მსახურება აღავლინა. წირვის დასასრულს, პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი სახარების განმარტებისას, ცოდვის საშუალებით მიღებულ შემოსავალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ იხეირებს, პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის. მისივე თქმით, უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის […]

Continue Reading

გამახსენდა ძველი ანეკდოტი “მე მომკლესო” – სააკაშვილი ღარიბაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, მისი წამების საქმესთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, ღარიბაშვილის უშუალო მონაწილეობითმიწაზე ათრიეს, ურტყეს, მოწამლეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ,,მართლა ცირკია მთელი საქოცეთი. ღარიბაშვილმა, მისი პატრონაჟით შექმნილ “სასამართლოს” მოახსენა, “მე მაწამესო” (გამახსენდა ძველი ანეკდოტი “მე მომკლესო” ) მდინარაძის წერილის გამოგზავნით. ამ “წერილით ნაწამებს და მის […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე Euronews-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“ – მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფოტო ყველა ევროპელ ლიდერთან აქვს გადაღებული. კერძოდ, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“. კერძოდ, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „თქვენ იცით, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს […]

Continue Reading

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, 2 ადამიანი იმყოფებოდა

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ 2 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მყვინთავ-მაშველები ავტომობილში მყოფ პირებს ეძებენ. შსს -ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა უფლებადამცველებზე

5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან – ასე ეხმაურება კახა კალაძე ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს. კალაძის მტკიცებით, თავშესაფარი სრული წესების და კანონების დაცვით მუშაობს და ცხოველების კეთილდღეობას ემსახურება. მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც სამარხები გათხარა “სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება დაიწყება, რა თქმა უნდა, ყველა […]

Continue Reading

შალვა ნათელაშვილი – “ტრამპი გადაიქცევა პოლიტიკურ ხეიბრად, ეს რეალობა ცხადი გახდება რამდენიმე საათში”

შალვა ნათელაშვილი აშშ-ში დღეს მიმდინარე კონგრესის შუალედურ არჩევნებს ბრიფინგით ეხმაურება – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესში უმრავლესობას დაკარგავს. “ტრამპი გადაიქცევა პოლიტიკურ ხეიბრად, ეს რეალობა ცხადი გახდება რამდენიმე საათში და იქნება სწორი ვერდიქტი ამერიკელი ხალხისა”, – ამბობს ნათელაშვილი. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ტრამპს აკრიტიკებს უკრაინასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ასევე პირდაპირ ამბობს, […]

Continue Reading

საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა – თუ ვინმეს გული ვატკინე, ბოდიშიც მოვიხადე – ამბობს პატიმარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი, გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმად, “1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები […]

Continue Reading

„ისევ გავხადოთ ტუალეტები დიდებული!“ – ნორვეგიის ტურიზმის საბჭო

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ნორვეგია „ნეხვის ქვეყანა” უწოდა, მის საპასუხოდ, ნორვეგიამ გამოუშვა ქვეყნის ულამაზესი ტუალეტების გზამკვლევი სლოგანით „ისევ გავხადოთ ტუალეტები დიდებული!“ ნორვეგიის ტურიზმის საბჭომ გამოაქვეყნა ქვეყნის ულამაზესი ტუალეტების გზამკვლევი სლოგანით „Norway makes shithouses great again!“ ეს არის პასუხი დონალდ ტრამპისადმი, რომელსაც, პირველ რიგში, უყვარს ყველაფრის დიდებულად წარმოჩენა და მეორეც, ნორვეგიას „ხეხვის ქვეყანა“ უწოდა იმის გამო, […]

Continue Reading

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ – კომენტარები

დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორ ვუყურებთ მიმდინარე პროცესს და რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვა,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პირობებში ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია, ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობების შენარჩუნების და დაახლოების შანსი ნულამდე მცირდება. „დღევანდელი შეხვედრის მთავარი დანიშნულება იყო ის, რომ […]

Continue Reading

რუსთავში მუნის შემთხვევები დადასტურდა

რუსთავში მუნის შემთხვევები დადასტურდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” N2 დიაგნოსტიკური ცენტრის დერმატოლოგმა ზაზა ბზუკაშვილმა განუცხადა. მისი ცნობით, გატესტილი 270 პაციენტიდან დაავადება 10-ს დაუდასტურდა. “არაფერი საგანგაშო და კატასტორფული არ ხდება, მიღებული 270 პაციენტიდან კვლევის შედეგად 10-ს დაუდასტურდა. სხვა დროს არსებულ შემთხვევებთან შედარებით, ეს ზღვაში წვეთია. არც იმდენად არაა მომატებული, თითქმის ყოველთვის ასე არის ხოლმე. […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 4 ნოემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9047 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

რომან გოცირიძე – “შეწყალების თხოვნა ან საპროცესოზე ხელის მოწერა არ არის ბრალის გულწრფელი აღიარება ან სინანული”

„ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობაა“ – პაატა ბურჭულაძის ეს სიტყვები არის აბსოლუტურად სწორი და პრაგმატული შეფასება, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლაში მორალური მაქსიმალიზმი შესაძლოა თავად ამ რეჟიმის მიზნებზე ასხამდეს წყალს. ამის შესახებ ოპოზიცონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. “რატომ არის აუცილებელი ამ მექანიზმის გამოყენება და შეწყალებაზე (საპროცესო […]

Continue Reading

„თბილსერვის ჯგუფი“ – მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას

ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო, – ასე ეხმაურება „თბილსერვის ჯგუფი“ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების ფოტომასალას. მათი განმარტებით, აღნიშნული ვითარება „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით იყო გამოწვეული. „თბილსერვის ჯგუფი“ […]

Continue Reading

ელენე ხოშტარია – მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!

მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია! – მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც სისტემა უსამართლოდ ექცევა, – ამ განცხადებას პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აკეთებს. ხოშტარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსში წერს, რომ ერთ წრეზე ვივლით იქამდე, ვიდრე არ შევეჩვევით, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით […]

Continue Reading

პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ “ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია”

საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც ექს-პრემიერი ამბობს, რომ ციხეში ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია, გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებაში “პირველებს” უთხრეს, რომ ექს-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია” – განუცხადეს TV პირველს უწყებაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა გუშინ, 2 ნოემბერს განაცხადა, […]

Continue Reading

პაპუაშვილი გახარიაზე – გუნდისგან უჩუმრად სხვა ქვეყნის ელჩთან წავიდა, განიხილა, ნიკა მელია დავიჭირო თუ არ დავიჭიროო. იმან უთხრა, არ დაიჭიროო. წამოვიდა და მერე მთელ გუნდს აქეთ გვეჩხუბა

ყველაფერი არის ტაქტიკა, ყველას აქვს თავისი როლი, არიან ისინი, რომლებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, რომლებიც არ უნდა შევიდნენ, ვინ უნდა იყოს რადიკალი, ვინ შედარებით ნაკლებად რადიკალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ერთიანი ორგანიზმია. „ყველაზე კარი ილუსტრაცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვები. ხედავთ, რომ ხუთი მოპასუხიდან ოთხი შევიდა დარბაზში, ერთი არ […]

Continue Reading

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა -მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს 3 ნოემბერს დაამტკიცა. საპროცესო  შეთანხმების პირობით მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50000-ლარიანი ჯარიმის გადახდა. მაია კოხტაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ადვოკატები და ექიმის გარემოცვა თავიდანვე აცხადებდა, რომ მედიკოსს პროვოკაცია მოუწყვეს. რამდენიმე თვის წინ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც […]

Continue Reading

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცი ენმ-ს დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დაადასტურა. ფავლენიშვილმა თქვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ენმ აღარ იღებდა მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში – “საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ხალხთან არ გვქონია. მათ შორის, საჯაროდაც ნათქვამი მქონდა, რომ ალიანსში არ ვიყავით”. ამასთან, ოპოზიციის ალიანსმა რამდენიმე საათის […]

Continue Reading

შსს ადასტურებს, რომ სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. “პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწვალე ფიგურირებს – ერთ შემთხევვაში მეოთხე კლასელზე სავარუდო სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, მეორე შემთხევევაში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფაქტს არ უარყოფენ არც სკოლაში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, გამოკითხულები […]

Continue Reading

“ქართული ოცნება” ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე – ჯერ ჩამოყალიბდნენ ფართოვდებიან, არ ფართოვდებიან, ღიას ტოვებენ კარს, ოდნავ ხურავენ

ჯერ ჩამოყალიბდნენ ფართოვდებიან, არ ფართოვდებიან, ღიას ტოვებენ კარს, ოდნავ ხურავენ – ისედაც მონურ სულისკვეთებას გვკარნახობენ, რომ უნდა იყო ცალ ფეხზე მდგომი, მონური სულისკვეთებით და ამ ყველაფერთან ერთად გვეუბნებიან, რომ ხმის უფლებაც არ გექნებათო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებებისა და გაფართოებასთან დაკავშირებით […]

Continue Reading

ირაკლი ფავლენიშვილი – წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელსაც საკონსტიტუციო სარჩელი ეყრდნობა, ყველა იმ ნარატივის დაკანონებას ითვალისწინებს, რომელიც რუსეთმა საკუთარი აგრესიის გასამართლებლად შექმნა

წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელსაც საკონსტიტუციო სარჩელი ეყრდნობა, უმაღლესი სასამართლოს დონეზე ყველა იმ რუსული ნარატივის დაკანონებას ითვალისწინებს, რომელიც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საკუთარი აგრესიის გასამართლებლად რუსეთმა შექმნა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი პირდაპირ არის საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული დივერსია, რადგან […]

Continue Reading

ირაკლი კირცხალია – პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია

ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა შეფასებას გამოაქვეყნებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კარნახით მოქმედი ესა თუ ის ორგანიზაცია, რადგან როდესაც ეროვნულ ინტერესებს იცავ, სუვერენიტეტს არ თმობ და ქვეყნის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს ატარებ, არა მხოლოდ სხვადასხვა იარლიყის მოკერებისთვის, არამედ ბევრად, ბევრად უფრო დიდი ზეწოლისთვისაც მზად უნდა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული […]

Continue Reading

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი – უკრაინის დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვიეს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატებმა რამდენჯერმე დაარღვიეს აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე, უშუალოდ იმ მონაკვეთზე, სადაც მდინარე ფსოუს გავლით აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება“, – აღნიშნა ლატიპოვმა რუსულ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, „დრონებით თავდასხმის დროს […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – შუალედურ არჩევნებში დემოკრატები კონგრესზე კონტროლს თუ მოიპოვებენ, ყველაფერი გაუქმდება, რაც გავაკეთეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში დემოკრატები კონგრესზე კონტროლს თუ მოიპოვებენ, მისი ადმინისტრაციის მიღწევების დიდი ნაწილი, შეიძლება, გაუქმდეს. „ამდენი რამ, რაც გავაკეთეთ, ყველაფერი გაუქმდება“, — აღნიშნა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას. აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, წარმოიდგინონ, რომ ბიულეტენში მისი სახელი და გვარია მითითებული. „როცა ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიგებ და 50%-ით მეტ ხმას ვიღებთ, ვიდრე […]

Continue Reading

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა ტელეკომპანია „ტვ პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე ბერა ივანიშვილი აღნიშნული ტელეკომპანიებისგან მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. „ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხე არიან შპს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ და შპს ტელეკომპანია „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც […]

Continue Reading

პატრიარქი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია. პატრიარქმა სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგია ეპარქიის განახლების 30 და ტაძრის კურთხევის 15 წელს მიეძღვნა. დღესვე წმინდა ფილიმონ ქორიძის სალოტბარო სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება. პატრიარქი ასევე ხონში გაემგზავრება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 3 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღე საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +13, +18°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დილით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი […]

Continue Reading

3 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ნოემბერს ღირს ილარიონ დიდის, წმიდა მოწამეების დასის, გაიოზის და ზოტიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ილარიონ დიდი ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი […]

Continue Reading

ბერდია სიჭინავა – მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია

მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია – ამხელა სუს-ის უფროსები, დაზვერვის უფროსები, თავდაცვის მინისტრები, თავს რომ ისულელებენ და იბრიყვებენ, თითქოს არავინ არაფერი იცოდა [ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე], ასევე, იკადრეს ბრალის შესახებ დადგენილებაში ჩაიწერა, რომ ცხინვალის რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გააგებინა ცხელი ხაზის მეშვეობით ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აგებაზე, ეს არის უკიდურესი სირცხვილი და მიამიტობა, – ამის შესახებ ყოფილი […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა! – მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც პარტიების აკრძალვით გაიხსნება და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ მას

ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა! , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიების შესაძლო აკრძალვის ფონზე „რას გვიშვება ბიძინა” გოდების დრო არ არის. მისი თქმით, რეალური ბრძოლა დიდ სახალხო მოძრაობაზე გადის, არა პარტიულ ნომრებზე, შესაბამისად, მთლიანად პოლიტიკოსებზე და ხალხზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოვიყენებთ ახალ შესაძლებლობას, […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღევანდელ პროცესზე მიიღო. სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა და არგუმენტად სასამართლო განხილვების დროს საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გასაჯაროების საფრთხე დაასახელა. დაცვის მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას. ადვოკატის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო განხილვა ღია იყო, მაშინ როდესაც […]

Continue Reading

მდინარაძე ვირთხაა – ელდარ კურტანიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილს საქმე სუს-ის ექს შეფმა “შეუთითხნა”

“ქართული ოცნების” ყოფილმა ლიდერმა, ლუკა კურტანიძემ მამუკა მდინარაძეს “ვირთხა” უწოდა და თქვა, რომ საქმე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სწორედ სუს-ის ყოფილი ხელმაძრვანელის მიერ არის “შეთითხნილი. მე ბედნიერი ვარ, რომ ერისკაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ვნახე, ჯანმრთელია და ძლიერია. [იმას, რომ ღარიბაშვილმა ჯარი გაძარცვა], მხოლოდ სულელები და ისეთი ვირთხები დაიჯერებენ, როგორიც მდინარაძე იყო. ხომ იცით არის ერთი ასეთი ნათქვამი, […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 3 ნოემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9108 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9116 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამის ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. “აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით”, – ნათქვამია ინფორმაციაში. გამოიწერეთ […]

Continue Reading

პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი, რომელიც სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს

პარლამენტში დაინიცირდა და განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს განსახილველად გადაეცა კანონის პროექტი, რომელიც სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. ეს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ – არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი პროექტია, რომელიც პარლამენტმა ფინანსური დასაბუთების არქონის მიზეზით ორჯერ დაახარვეზა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, უფასო სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო […]

Continue Reading