აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს, ხმაური იყო – მათსა და საბჭოს წევრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, ხმაურია. უმაღლესი საბჭოს შესასვლელთან სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ რუდიკ ცატავას შორის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათგან პასუხს ითხოვენ, თუ რატომ შედის ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი. რუდიკ ცატავამ პოლიტიკოსებს უთხრა, […]

Continue Reading

იწყება მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, იწყება მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი. “იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი.ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 […]

Continue Reading

ეროვნული კინოცენტრი „ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე („ოსკარი“) ქვეყნის სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს. ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხუთი ფილმი მონაწილეობდა: „მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. პროდიუსერი შპს „ვაგონეტი“; „ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი შპს NB STUDIO; „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, პროდიუსერი […]

Continue Reading

ერევანი რუსეთის სამხედრო ბაზის სომხეთში ყოფნას სასიცოცხლოდ აუცილებლად არ მიიჩნევს

„თუ რუსეთი გადაწყვეტს ბაზის სომხეთიდან გაყვანას, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით“. „თუ ისინი გამოთქვამენ დარჩენის სურვილს, ჩვენ მზად ვართ ამაზეც ვისაუბროთ. თუმცა, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ასეთი საკითხი“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბიშკეკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სომხეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ყოფნა არ განხილულა. „სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით არანაირი განხილვა […]

Continue Reading

“გიორგი ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სადღაც თხუტმეთეულში იმყოფება. ეს ბიტკოინები რომ შერჩენოდა, უპირობოდ ნომერ მეორე იქნებოდა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ამერიკაში 51 მილიონ დოლარად ვილის გაყიდვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.მისი აზრით, ამ ისტორიის განხილვისას, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან (დაჭერებთან) კონტექსტში, ადვილად მივხვდებით, რა ტიპის მაფიოზური სისტემა ყალიბდება ქვეყანაში. „ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა ამერიკაში თავისი ვილა, 51,5 მილიონ დოლარად გაყიდა. მოდით, ეს […]

Continue Reading

ქართველ ემიგრანტზე სექსუალურად იძალადეს – დაკავებულია 40 წლის მამაკაცი

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველ ემიგრანტზე სექსუალურად იძალადეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ მედიაში. ბრალდებული, 40 წლის მაროკოელი კაცი, დაკავებულია. შემზარავი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძეც წერს და ემიგრანტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „საშინელებაა, რაც ნეაპოლში 28 წლის ქართველ გოგოს დაემართა 31 აგვისტოს. გოგო შოკურ მდგომარეობაშია. მოძალადე მაროკოელი ემიგრანტია, რომელიც დაიჭირეს, მაგრამ… […]

Continue Reading

რუს ტურისტებში საქართველოზე მოთხოვნა 25 %-ით გაიზარდა – გაიაფებისა და კურორტების დატვირთვის შემცირების ფონზე საგზურები ისევ იყიდება

რუსი ტურისტების მოთხოვნამ საქართველოში ზაფხულის დასვენებაზე მნიშვნელოვნად გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებლებს და საგზურების გაყიდვების საშუალო ზრდამ 25% შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ATOR-ის განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს. წამყვანი ტურისტული კომპანიების შემაჯამებელი მონაცემებით, 2026 წლის ზაფხულის სეზონი წინა სეზონზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო ბაზრის ცალკეულ მონაწილეებს ჯავშნების რაოდენობა წლიურად 2-4-ჯერ გაეზარდათ. ასოციაციაში […]

Continue Reading

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პოლიტიკოსები გამოკითხვაზე დაიბარეს – რას აცხადებენ დაბარებულები – პოზიციები

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება – ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან […]

Continue Reading

თევზეული 18.1%-ით, ხორცპროდუქტები 9.8%-ით, პური 7.1%-ით გაძვირდა – როგორი იყო აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი

2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.6 პროცენტით განისაზღვრა. […]

Continue Reading

მოსკოვის აეროპორტებში, უკრაინის განცხადებების შედეგად, 120 რეისი გადაიდო

მოსკოვზე დრონით თავდასხმის გამო ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში 120-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრთხილად, მოსკოვი“ ავრცელებს. გამოცემის გათვლებით, მოსკოვის ორ აეროპორტში განრიგის ცვლილებებმა გავლენა მოახდინა თითქმის 40 გამავალ და 80-ზე მეტ შემომავალ რეისზე. მგზავრები უკვე რამდენიმე თვითმფრინავში იყვნენ ასულები, რის შემდეგაც, ადგილობრივი დროით 22:27 საათზე, შერემეტიევოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში „ხალიჩის“ გეგმა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 3 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16 +21°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +12, +17°, […]

Continue Reading

3 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს მოციქულ თადეოზის, სარმეანის, ქართლის კათოლიკოსის, ღირსი თადეოზ სტეფანწმიდელის, ასევე მოწამეების ვასას და მისი შვილების ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული თადეოზი, სამოცდაათთაგანი წმიდა მოციქული თადეოზი ტომით ებრაელი იყო, იგი სირიის ქალაქ ედესაში დაიბადა. იერუსალიმში დღესასწაულზე ჩასულმა მოისმინა იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, მისი ხელით მიიღო სინანულის ნათლობა მდინარე იორდანეში და პალესტინაში დარჩა. შემდეგ […]

Continue Reading

საჯარო რეესტრმა “ჯერ საქართველოს” პარტიად რეგისტრაციის განცხადება “განუხილველად დატოვა”

საჯარო რეესტრმა “ჯერ საქართველოს” პარტიად რეგისტრაციის განცხადება ჯერ დაახარვეზა, შემდეგ კი “განუხილველად დატოვა”. ამის შესახებ ინფორმაციას “პუბლიკა” ავრცელებს.  ცნობისთვის, „ჯერ საქართველომ” პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა 28 ივნისს გამართა, ხოლო რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2 ივლისს მიმართეს, წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტებიც. “პუბლიკა” წერს, რომ 31 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა გადაწყვეტილება, სადაც წერენ, რომ “სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია […]

Continue Reading

“რომელი ქვეყნის აგენტის ჯიბეში მიდის თითო ლიტრი ბენზინიდან ერთი კი არა, ორი და მეტი ლარი?!” – ნიკა გვარამია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საწვავის გაძვირებაზე წერს. “რომელი ქვეყნის აგენტის ჯიბეში მიდის თითო ლიტრი ბენზინიდან ერთი კი არა, ორი და მეტი ლარი?!” – კითხულობს გვარამია. “ბენზინი სუპერი გახდა 4.30. შედარებით იაფ პრემიუმს ვასხამ მე და სავსე ბაკი მიჯდება 200 ლარი, ხალხნო! ფასებით ხო გვძარცვავენ, და მეორე დარტყმას უკვე სხვა მხრიდან გვაყენებენ ქოცები: ეგ […]

Continue Reading

ამერიკაში ტრამპის გამოსახულებით $1-იანი მონეტა ჩაეშვა

ამერიკის შეერთებული შტატების ზარაფხანამ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსახულებით $1-იანი ნომინალის საკოლექციო-საბრუნავი მონეტა ოფიციალურად გამოუშვა. უწყების ცნობით, მონეტების შეძენა ონლაინ-კატალოგის მეშვეობით, სპეციალური შეფუთვებით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ნუმიზმატიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის პორტრეტი მიმოქცევაში არსებულ ამერიკულ მონეტაზე განთავსდა. როგორც ირკვევა, ახალი მონეტა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური პროგრამის ნაწილია. მონეტის ავერსზე […]

Continue Reading

ჩხრეკის დროს თამაზ ელიზბარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა – ადვოკატი

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, იაკო სირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მაშინ დააკავეს, როდესაც თვითმკვლელობას ცდილობდა. სირანაშვილის თქმით, ელიზბარაშვილი აივნიდან გადახტომას მას შემდეგ აპირებდა, რაც სამართალდამცველების მიერ მისი ცემისა და სახლიდან გაყვანის ფაქტი, ასევე, შვილების მდგომარეობა დაინახა. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. „თამაზ ელიზბარაშვილი აპირებდა თავის მოკვლას, როდესაც დაინახა ჩემი ჩაწიხვლა და ჩემი ცემით […]

Continue Reading

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6205 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6205 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6250 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0314 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0424 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

რუსეთის საჰაერო სივრცე საშიშია – უკრაინამ ოფიციალურად უკვე გააფრთხილა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

უკრაინამ ოფიციალურად გააფრთხილა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე საშიშია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის თავზე ცა სახიფათოა სამოქალაქო ავიაციისთვის გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო. “მოვუწოდებთ ყველას, ამას თავი აარიდონ. რუსეთი განზრახ უგულებელყოფს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით გამოწვეულ არსებულ საფრთხეებს, რამაც ბოლო წლებში უკვე გამოიწვია რამდენიმე […]

Continue Reading

საქართველოდან 93 არალეგალი გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე გააძევა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, ქვეყნიდან გაძევებულია ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 93 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე […]

Continue Reading

20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – პროკურატურა ნასაკირალში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე წერს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 63 წლის ნარგული ზოიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გოგიტა ელიაძეს ბრალდება წარუდგინეს. საქართველოს პრიკურატურის განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. […]

Continue Reading

ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა… თუმცა, წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა მოინდომა ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა – რას წერს ღარიბაშვილის ცოლის ძმა

მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა – უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“ – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, „ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ […]

Continue Reading

ლავროვის მოადგილე – ნატო-ს წევრი ქვეყნები მოსკოვთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მოსკოვთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადებიან. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გრუშკომ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ნათქვამსა და ქმედებებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ საქმე რუსეთთან ომისთვის მზადებას ეხება. ალექსანდრ გრუშკომ არქტიკაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული […]

Continue Reading

სასწავლებელი თბილისში ეგონათ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს – რას ითხოვენ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები

სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩაბარების შემდეგ გაიგეს, სად მდებარეობდა ეს უნივერსიტეტი – მათ სასწავლებელი თბილისში ეგონათ, მაშინ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში გეგმავდნენ და არ უნდათ, ან არ შეუძლიათ საცხოვრებლად შუახევში გადასვლა. მათი მშობლები აქცენტს აკეთებენ […]

Continue Reading

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი ამბობს, რომ პროტესტში მონაწილეობის გამო საქართველოში არ შემოუშვეს

გერმანიის მოქალაქე ქართველი მსახიობი, ბექა ბედიანაშვილი ამბობს, რომ ანტისახელისუფლებო პროტესტში მონაწილეობის გამო საქართველოში არ შემოუშვეს. ბედიანაშვილის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, რომ ერთი წლის წინ რუსთაველზე ყოფნის გამო ჯარიმა აქვს გადასახდელი – “თავიდან 1000 მითხრეს, მერე 5000, თუ არ გადაიხდით, ვერ შეხვალთო. თუ გადაიხდით, სავარაუდოდ, მაინც ვერ შეხვალთო”. ახალგაზრდა კაცი, რომელიც აეროპორტიდან უკან გერმანიაში გააბრუნეს, […]

Continue Reading

რომ არ გვცოდნოდა რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ სააკაშვილის ან კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია – “ქართული ოცნება”

ჩვენი გუნდის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერის ასეთ დონეზე დაცემა ძალიან სამწუხაროა – რომ არ გვცოდნოდა რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილის სახით „მორიგი ბოდვა ვიხილეთ“ და „ამ ზღაპრების […]

Continue Reading

დაურ ბუავას ოჯახი ნარკოტიკების ვერსიას გამორიცხავს

დაურ ბუავას ოჯახი ნარკოტიკების ვერსიას გამორიცხავს. დედა ამბობს, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და მასზე “ცუდს” ვერ მიიღებს. “მე მყავდა კარგად აღზრდილი შვილი, მასზე ცუდს ვერავინ იტყვის – სუფთა, კეთილი გულის, ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობდა. ვერ მივიღებ მასზე ცუდს, ნურავინ იტყვის”, – ამბობს დაურ ბუავას დედა. დაურ ბუავას მამის თქმით, ოჯახის მთავარი საზრუნავი შვილის […]

Continue Reading

ანა წითლიძე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი საკუთარი შვილების განათლებაში იხდის ასი ათასობით ლარს მაშინ, როდესაც ქვეყანაში სასწავლო წელი იწყება ასეთი სტატისტიკით – სკოლებში, ბავშვების 35% შიმშილობს

სტატისტიკის მიხედვით, სკოლებში, ბავშვების 35% შიმშილობს – ირაკლი კობახიძემ კი შვილების განათლებაში დახარჯა 72 000 ლარი; ნინო წილოსანმა 26 000 ლარი; გელა გელაძემ 145 000 ლარი; დავით სონღულაშვილმა 60 000 ლარი; ირაკლი ჩიქოვანმა შვილების განათლებაში დახარჯა 20 000 ლარი. ადამიანი, რომელიც ამ შენობაში ზის და საკუთარ თავს განათლების მინისტრს ეძახის, დაკავებულია იმით, რომ გურიაში სახლი აიშენოს,- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა […]

Continue Reading

ომბუდსმენი – ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობის პირობებზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ღარიბაშვილთან მან ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. „ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ […]

Continue Reading

თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – გიორგი შარაშიძე

თუ ახლა, ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, ის სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძე მკაცრად იქნებიან გასამართლებულები და დასჯილები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ღარიბაშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ბინძურ, მოღალატე, კორუმპირებულ და ყველაფრის მკადრებელ პარტიად […]

Continue Reading

ვლადიმერ პუტინი – თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ხვალვე გავალთ

რუსეთი სომხეთიდან, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე გავა, თუ ერევანი სამხედრო ბაზას არასაჭიროდ ჩათვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს”, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის […]

Continue Reading

შეუძლია მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს – თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ინტერნეტგამოცემა “bm.ge”-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის ძალიან ბევრი რამ; იცის სიმართლე ბევრ საკითხზე, ბევრი რამის თანამონაწილე თავადაც იყო. მისივე თქმით, მას შეუძლია მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს. “ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იცის ძალიან ბევრი რამ; იცის სიმართლე ბევრ საკითხზე, ბევრი რამის თანამონაწილე თავადაც […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში“ – ამის შესახებ წერია თამაზ ელიზბარაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.  გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ თავდაპირველად ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით კი ბიზნესმენი სამმართველოში გადაიყვანა. შსს-ის ცნობით, ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 2 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე […]

Continue Reading

2 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველ სამოელის, მოწამეთა: სევიროსის, მემნონისა და მათთანა 37 მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წინასწარმეტყველი სამოელი წინასწარმეტყველი სამოელი – ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული – ქრისტეს შობამდე ათასასორმოცდა-ექვს წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა – ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა […]

Continue Reading

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი. ჭალაადის მდინარესთან იპოვეს ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილიც. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ირმა ინაშვილი – ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს, ექსპრემიერის მიმართ „განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი“ აამოქმედონ. ინაშვილი ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებას, რომელშიც ექსპრემიერი საუბრობს უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეზე და სვამს კითხვას რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი და ამბობს, რომ „რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს. ადგილზე ხმაურიც იყო. მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. საგამოძიებო მოქმედებებს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატიც ესწრებოდა, რომელიც პროცესს სოციალურ ქსელში ლაივ-რეჟიმში აშუქებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სახლში სამართალდამცველები ერთდროულად შევიდნენ, გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. სახლის ჩხრეკამდე ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკეს, […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი – საზოგადოება დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია – მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა

მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში წერს. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს. „ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს […]

Continue Reading

„ქართულმა ოცნებამ“ 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა, – ინფორმაციას „ქართულმა ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს

ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დასუსტებასა და სავარაუდო დაშლაზე“. […]

Continue Reading

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. 29 აგვისტოს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ქალი წყალში შევიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას შემდეგ მისი სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ტაილანდმა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეუმცირა

ტაილანდის ხელისუფლებამ ქვეყანაში 60-დღიანი უვიზო ყოფნის წესი ოფიციალურად გააუქმა და 60 სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ტურისტული ვიზის გარეშე დარჩენის ვადა 30 დღემდე შეამცირა. სამეფოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ახალი რეგულაცია ძალაში 2026 წლის 15 სექტემბრიდან შევა და ის ტურისტული მიზნით მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხება. ცვლილების შედეგად, ქართველ მოგზაურებს საზღვრის კვეთისას ორთვიანი ნებართვის ნაცვლად ქვეყანაში დარჩენის უფლება მხოლოდ […]

Continue Reading

ჯარში გაწვევის ჩაუბარებელი უწყება საიტზე გამოქვეყნდება, მე-7 დღეს კი ჩაბარებულად ჩაითვლება

ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას “პუბლიკა” მთავრობის მიერ სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში შეტანილ ცვლილებებზე დაყრდნობით ავრცელებს.  საქართველოს მთავრობის №422 დადგენილება 2026 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება. ცვლილების მიხედვით, თუ წვევამდელთან შეტყობინების ან უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით […]

Continue Reading

დოლარმა და ევრომ მოიმატა – ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0424 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0333 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

„იგლ ჰილსი“ თბილისში 21-22 ათას მაცხოვრებელზე გათვლილ 2 729 ვილა/თაუნჰაუსს და 3 767 მრავალბინიან სახლს ააშენებს – სავარაუდო ინვესტიცია 3.4 მლრდ დოლარია

შპს „იგლ ჰილს საქართველომ“ ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილის განაშენიანების გეგმა – კონცეფცია უკვე შეიმუშავა და წარადგინა. უფრო კონკრეტულად კი, პროექტის განხორციელება სოფელ ფონიჭალას მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე იგეგმება. როგორც გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, შემოთავაზებული განვითარება მიზნად ისახავს, შეიქმნას მყუდრო, ბუნებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანება. პროექტი […]

Continue Reading

ღარიბაშვილი საზოგადოებას წერილებს არ მოაკლებს – ადვოკატი

“ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარია. კომუნიკაციის ერთადერთი ფორმა მისთვის წერილებია და ამას არ მოაკლებს საზოგადოებას”, – ასე უპასუხა დღეს tv “პირველის” ჟურნალისტის კითხვას ყოფილი პრემიერის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა. მისი ინფორმაციით, უახლოეს საათებში, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდება, სადაც ის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრებს. ჟურნალისტის კითხვაზე – შეეწირა თუ არა მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, სადაც ისიც იყო ნახსენები, ადვოკატმა […]

Continue Reading

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი – გია ვოლსკი

არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, სწორედ მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის „მთავარია ნდობის მშენებლობის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“. „არავითარი წინაპირობა, საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ […]

Continue Reading

სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ. როგორც „ინტერპრენიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო სამსახური ჩართულია და გოგონას ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის გოგო სვანეთში ნაქირავები ავტომობილით მარტო მოგზაურობდა. ასევე, ვრცელდება ცნობები, რომ მისი ავტომობილი ჭალაადის მყინვართან იპოვეს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

როგორც ჩანს, ჩაშვებების სერია დაიწყო – შარაშიძე ღარიბაშვილზე

როგორც ჩანს, ჩაშვებების სერია დაიწყო და ახლა უნდა ვუყუროთ პროცესს, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდელები დაბეზღებაში და ჩაშვებაში? როგორც ჩანს, ეს პროცესია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მომდევნო წერილის შინაარსის მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მდგომარეობა გამოიყენოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის, მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას […]

Continue Reading

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის მიმართ დამატებითი მოთხოვნები და კონტროლის მექანიზმები ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის უფლების მქონე პუნქტები საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავ სახსრებს მხოლოდ უშუალო ან ბენეფიციარი მესაკუთრისგან (დოკუმენტური დადასტურებით) ან ფინანსური ინსტიტუტებისგან შეძლებენ მოიზიდონ. ამასთან, რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებს ემატება იმ უძრავი ქონების საკუთრების ან სარგებლობის […]

Continue Reading