“ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარია. კომუნიკაციის ერთადერთი ფორმა მისთვის წერილებია და ამას არ მოაკლებს საზოგადოებას”, – ასე უპასუხა დღეს tv “პირველის” ჟურნალისტის კითხვას ყოფილი პრემიერის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.
მისი ინფორმაციით, უახლოეს საათებში, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდება, სადაც ის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრებს.
ჟურნალისტის კითხვაზე – შეეწირა თუ არა მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, სადაც ისიც იყო ნახსენები, ადვოკატმა ასე უპასუხა:
“რასაც შეეწირა [მდინარაძე] და ახლა თქვენ წერილი ახსენეთ, ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი გამოაქვეყნებს წერილს და დეტალურად ისაუბრებს სწორედ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით”, – თქვა ადვოკატმა.
ადვოკატის განცხადებითვე, ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ქრთამის აღების საქმეზე წარდგენილი ბრალდება ძალიან დიდი უსამართლობაა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
