“რომელი ქვეყნის აგენტის ჯიბეში მიდის თითო ლიტრი ბენზინიდან ერთი კი არა, ორი და მეტი ლარი?!” – ნიკა გვარამია

დღის სიახლეები პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საწვავის გაძვირებაზე წერს.
“რომელი ქვეყნის აგენტის ჯიბეში მიდის თითო ლიტრი ბენზინიდან ერთი კი არა, ორი და მეტი ლარი?!” – კითხულობს გვარამია.

“ბენზინი სუპერი გახდა 4.30. შედარებით იაფ პრემიუმს ვასხამ მე და სავსე ბაკი მიჯდება 200 ლარი, ხალხნო!

ფასებით ხო გვძარცვავენ, და მეორე დარტყმას უკვე სხვა მხრიდან გვაყენებენ ქოცები: ეგ 200 ლარის ბენზინი, თბილისის საცობების გადამკიდე, 1 კვირა რომ გეყოს, გამორიცხულია!

რომელი ქვეყნის აგენტის ჯიბეში მიდის თითო ლიტრი ბენზინიდან ერთი კი არა, ორი და მეტი ლარი?! მაგის @@@@ რო @@@@@@@!” -წერს პოლიტიკოსი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *