ირანი მშვიდობისთვის 300 მილიარდ დოლარს და სანქციების მოხსნას ითხოვს

თეირანმა შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის 14 პუნქტი გამოაქვეყნა. ძირითადი მოთხოვნებია საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ამერიკული ჯარების რეგიონიდან გაყვანა, ყველა სანქციის მოხსნა, საზღვაო ბლოკადის მოხსნა და ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის გამოყოფა. ირანის ხელისუფლება ასევე თანხმდება ბირთვულ პროგრამაზე 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებასა და შეზღუდვების სრულ მოხსნას. თეირანი ასევე მზადაა კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ […]

Continue Reading

დარღვევები, რომლებზეც ჯარიმები შესაძლოა, 40-75%-ით შემცირდეს – „ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ პარლამენტს მიმართა

„საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ ჯარიმების შემცირების მიზნით, საკანონმდებლო წინადადება მოამზადა და პარლამენტს უკვე წარუდგინა. ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედებული რიგი ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში არ შეესაბამება სამართალდარღვევის სიმძიმეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის […]

Continue Reading

Facebook-ს, Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები აქვთ

Facebook-ს, Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები აქვთ. ეს Downdetector სერვისის მონაცემებიდან გამომდინარეობს. 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა Facebook-თან დაკავშირებული პრობლემების შესახებ (https://downdetector.com/status/facebook/). პრობლემები აქვთ Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს, რომლებიც სოციალური ქსელის ოპერატორი კომპანიის, Meta Holding-ის ნაწილია.

Continue Reading

თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება – რა ღირს ბილეთი

TAV Georgia-ს ინფორმაციით, 25 ივნისიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის საიტზე ბათუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ერთი გზა ბილეთის საწყისი ფასი 418 ლარს შეადგენს. TAV Georgia-ს ცნობითვე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში […]

Continue Reading

კადიროვმა 18 წლის შვილს გმირის წოდება მეორედ მიანიჭა

ჩეჩნეთის ლიდერის შვილმა, ადამ კადიროვმა ორ კვირაში უკვე მეორე ჯილდო მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟს (მეორედ) ჩეჩნეთის გმირის წოდება მიენიჭა. მისი თქმით, წოდება ჩეჩნეთის ლიდერის თანაშემწეს და რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს მამამისმა მიანიჭა „სახელმწიფოს წინაშე გამორჩეული სამსახურისთვის“, „ხალხის წინაშე თავდადებული […]

Continue Reading

ქართულ მხარესთან ტექნიკური შეხვედრა შედგა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან – პრესსპიკერი

ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა კომენტარი გააკეთა  ბრიუსელში, საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავრობას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ საკითხის შინაარსსა და შემდგომ  შესაძლო ნაბიჯებს. […]

Continue Reading

144 წლის შემდეგ დასრულდა საგრადა ფამილიას ყველაზე მაღალი კოშკის მშენებლობა

ბარსელონაში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი საეკლესიო კოშკის, საგრადა ფამილიას ბაზილიკის უმაღლესი კოშკის მშნებლობა საბოლოოდ დასრულდა. ამ საკულტო ეკლესიაზე სამუშაოები 144 წელი გაგრძელდა, რომელიც 1882 წელს დაიწყო. პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და ცნობილ არქიტექტურულ სამშენებლო პროექტად იქცა. მისი ფორმალური სახელია „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“.  ესპანელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო […]

Continue Reading

გოგა მემანიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ დაინიშნა

პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე – „ყველაფერი პოლიციის შესახებ” გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. უწყება ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თანამდებობა თავისი გადაწყვეტილებით დატოვა და კადრების განკარგულებაში გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის […]

Continue Reading

ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს

საქართველოს დროით 15 ივნისს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი ილია თოფურია UFC-ის ისტორიულ ღონისძიებაზე იბრძოლებს – ტურნირზე, რომელიც პირველად გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის, თეთრი სახლის ტერიტორიაზე. UFC Freedom 250 ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ეძღვნება და ფართომასშტაბიანი აღნიშვნის ნაწილს შეადგენს. ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება საქართველოს დროით 15 ივნისს, გამთენიას შედგება და მთავარ […]

Continue Reading

ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი დღეიდან ამოქმედდება

მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში დღეიდან ამოქმედდება. ევროპული საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მაისში მიღებული პაქტით გადაიხედა ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ჩარჩო და ამჟამად ევროკავშირის მიგრაციისადმი ახალი მიდგომის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. „პირველად, ევროკავშირს აქვს მიგრაციისა და თავშესაფრის ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც მოიცავს გარე საზღვრების ძლიერ დაცვას, სამართლიან და მტკიცე თავშესაფრის წესებს და […]

Continue Reading