თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ დაამტკიცა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო […]

Continue Reading

ოკუპირებული აფხაზეთი 2027 წლის ზაფხულისთვის ადრეული დაჯავშნების მხრივ ლიდერი გახდა – მედია

ტურისტები უკვე ჯავშნიან ტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალი ზაფხულისთვის. ამის შესახებ ტუროპერატორ „ალეანის“ მონაცემებზე დაყრდნობით vestikavkaza წერს. ამჟამად საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონზე ადრეული დაჯავშნების მთლიანი მოცულობის, დაახლოებით, 75% მოდის – აცხადებენ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში (ATOR). დიდი მოთხოვნით ტურისტებს შორის სარგებლოს სასტუმროებში “ოლ ინკლუზივი” კერძო აუზებით. ადრეული დაჯავშნა რუსებს საშუალებას აძლევს, დაზოგონ 10-20% დასვენებისთის. ყველაზე ხელმისაწვდომ ტურებს […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილი – ბრალს ვაღიარებ – ვხვდები, რომ, რაც ვთქვი, მუქარა იყო

მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ, – ამის შესახებ მუქარის ბრალდებით დაკავებულმა ბიზნესმენმა, თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. თამაზ ელიზბარაშვილმა ბრალდება დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღიარა, სადაც მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობენ. ელიზბარაშვილმა სხდომაზე განმარტება გააკეთა მომხდართან დაკავშირებით. „დიახ, ქალბატონო მოსამართლე, ვიმყოფებოდი, მეუღლესთან ერთად, სადაც 7 […]

Continue Reading

ამინდი 22 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 22 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°; ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°; ქობულეთი: […]

Continue Reading

22 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ოქტომბერს წმიდა მოციქულ იაკობ ალფესის, ღირსი ანდრონიკეს და ათანასიას, მართალი აბრაამ მამამთავრის და მისი ძმისწულის, წმიდა მოწამეების ებენტის და მაქსიმეს, წმიდა აღმსარებელ პოპლიას, ღირსი პეტრე გალატიელისხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული იაკობ ალფესი წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფესის ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. […]

Continue Reading

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) […]

Continue Reading

თელეთი-კუმისის მონაკვეთზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა

მძიმე ავარია მოხდა თბილისი-მარნეულის ცენტრალურ გზაზე. თელეთი-კუმისის მონაკვეთზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 მძღოლი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო, სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიციის ეკიპაჟები. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

Meta 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს პერსონალური მონაცემების Cambridge Analytica-სთან გაზიარებისთვის

ნიუ-მექსიკოს ნაფიცმა მსაჯულებმა Meta დამნაშავედ ცნეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა წვდომა მათ პერსონალურ მონაცემებზე. შტატის გენერალურმა პროკურორმა Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი 2021 წელს შეიტანა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ამჟამად დახურულმა Cambridge Analytica-მ 87 მილიონი Facebook-ის მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა მესამე მხარის აპლიკაციის საშუალებით მიიღო. Cambridge Analytica 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის საარჩევნო […]

Continue Reading

კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას – შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!

შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის! , – ასე მიმართა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას “ინსტაგრამის” საშუალებით. “ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ხვიჩა, მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს გრძნობა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და ნუ მისცემ ერთ რთულ პერიოდს უფლებას, […]

Continue Reading

პატრიარქი 25 ოქტომბერს საყოველთაო ნათლობას შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში შეასრულებს

25 ოქტომბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საზეიმო წირვას აღავლენს, რის შემდეგაც საყოველთაო ნათლობას ჩაატარებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ამა წლის 25 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი […]

Continue Reading

მოსამართლე ევა გოცირიძე „ქართული ოცნებას“ – იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ – ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება

ძალიან გთხოვთ, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ – აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება, – ამ სიტყვებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. გოცირიძის განცხადებით, დაზუსტებით უნდა იქნას წარმოდგენილი, სარჩელში არსებული მტკიცებულებები და ფაქტები კონკრეტულად რომელ ოპოზიციურ […]

Continue Reading

“გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – ზურაბიშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დემოკრატიის დასამარების მცდელობად აფასებს. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას ანადგურებს და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოშლას აგრძელებს. ზურაბიშვილი ასევე აკრიტიკებს გიორგი გახარიას პარტიის პოზიციას და პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის ინტერესების დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს. “დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების. დღეს არის […]

Continue Reading

საქართველოდან სასმელების იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მოტივი არ აქვს – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილებაб საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტის დროებით შეზღუდვის შესახებб პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. მისი თქმით, პირველ რიგში, აკრძალვა მხოლოდ კონკრეტული მწარმოებლების გარკვეულ სასმელებზე ვრცელდება; არ არსებობს ფართომასშტაბიანი აკრძალვები. გარკვეული სასმელების იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური მოტივი არ აქვს. „დაწესებული შეზღუდვები მიზანმიმართულია; ჩვენ ვხედავთ რუტინული პროცედურის პოლიტიკურ ფაქტორად გადაქცევის […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – KIU-ს პირველი მაგისტრი კურსდამთავრებულები ჰყავს, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის მზარდ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო, კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებაში. საზეიმო ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის […]

Continue Reading

რა ეღირება უცხოური ვალუტა 22 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9163 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9127 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ზოგიერთ ქსელში ბენზინი 7 თეთრამდე, დიზელი 6 თეთრამდე კიდევ გაძვირდა – რა ღირს საწვავი დღეს

ბოლო 1 კვირის განმავლობაში ზოგიერთ ქსელში საწვავი დამატებით კიდევ გაძვირდა. შედეგად, ბენზინის ღირებულება 4-დან 7 თეთრამდე, დიზელის კი 2-დან 6 თეთრამდე გაიზარდა. ცნობისთვის, გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. ფასის ზრდის ტენდენცია გრძელდება ოქტომბერშიც. 3 თვის განმავლობაში კი (14-ივლისიდან – 14 […]

Continue Reading

“წლის ბოლოს ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას” – დავით ნარმანია

მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას , – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ნარმანიას თქმით, დენის საფასურის გადახედვა წლის ბოლოსთვის არ იგეგმება, რადგან მისი ახალი ტარიფი მარეგულირებელმა კომისიამ რამდენიმე თვის წინ უკვე დაადგინა. “მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ჩვენ […]

Continue Reading

ვიქტორ ყიფიანი – სანამ დროა, შეჩერდით, მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები – დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა

სანამ დროა, შეჩერდით, მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები , – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველოს” თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა. კერძოდ, ყიფიანი ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავენ. ყიფიანის თქმით, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში გამარჯვებული და დამარცხებული აღარ იქნება, რადგან დამარცხდება ქვეყანა. „სანამ დროა, […]

Continue Reading

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დაასრულა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 […]

Continue Reading

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პატიმარ სააკაშვილის მიყვანას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით მიყვანას ითხოვს – შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ანა წითლიძემ განაცხადა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სხდომაზე მიმართა თენგიზ შარმანაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილის მიერ ელჩად იყო დანიშნული სომხეთში. ენმ ასევე სასამართლოში პატიმარობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის მოწმედ დაბარებასაც ითხოვს. ანა წითლიძის თქმით, პოლიტსაბჭოს თავმდჯომარის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის. […]

Continue Reading

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმა ახალი წარმომადგენელი დანიშნა

გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, დაინიშნა პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ზურაბაშვილი პარალელურად განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას. “რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი […]

Continue Reading

უვადო პატიმრობა მთივლიშვილის მკვლელობის საქმე – რას აცხადებენ მხარეები

ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, ასევე, მხარეებმა ისარგებლეს რეპლიკით. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულს საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა, თუმცა, უარი განაცხადა. ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული […]

Continue Reading

აცილების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია გასულია გადაწყვეტილების მისაღებად

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული, რაც უკავშირდება მოპასუხი მხარის – “ნაციონალური მოძღაობის” მიერ მოსამართლეთა აცილებასთან დაკავშირებით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება პარტიის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ინსტიტუცია პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება რამდენიმე შუამდგომლობა. […]

Continue Reading

საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეების ანაზღაურება, რომლებმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი უნდა განიხილონ

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. როგორც ცნობილია, საქმის არსებითი განხილვა 21-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით არის დაგეგმილი. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: რევაზ ნადარაია, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკალიშვილი, გიორგი მოდებაძე და სერგო მეთოფიშვილი განიხილავენ. რა ანაზღაურებას იღებენ საკონსტიტუციოს […]

Continue Reading

“ყველა ზარს პასუხობენ და რეაგირებას ახდენენ, მაინც არსებობს გამოწვებები, რაც დასახვეწია” – კახა კალაძე მერიის ცხელი ხაზის რეფორმირებას გეგმავს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ცხელი ხაზის მოქნილობისა და ეფექტურობის გასაზრდელად იგეგმება რეფორმა, რათა სერვისი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ხაზის ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და რეაგირებას ახდენენ, მაინც არსებობს გამოწვებები, რაც დასახვეწია. „მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, კომუნიკაციის სხვა საშუალებებთან ერთად, მოქმედებს […]

Continue Reading

იწყება ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სარჩელის განხილვა – პოლიტიკოსების პოზიციები

21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − […]

Continue Reading

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კულტურის სამინისტროს მიერ, დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება, რამდენიმე კომპანიამ კი სერვისი უსასყიდლოდ გასწია. „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, […]

Continue Reading

21 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 ოქტომბერს ღირსი პელაგიას, ღირსი ტაისიას და წმიდა მოწამე პელაგია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი პელაგია ღირსი პელაგია ედესელმა ეპისკოპოსმა ნონემ მოაქცია ქრისტიანობაზე. ნათლისღებამდე იგი პალესტინის ანტიოქიის მოცეკვავეებს ხელმძღვანელობდა, ძალიან მდიდარი იყო და თავაშვებულად ცხოვრობდა. ერთხელ მდიდრულად ჩაცმულმა პელაგიამ ჭაბუკებისა და ყმაწვილქალების გუნდთან ერთად ჩაიარა ტაძრის წინ, რომლის კარებთანაც მღვდელმთავარი ნონე იჯდა […]

Continue Reading

სურსათის ეროვნული სააგენტო – რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – აუცილებელია კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა! „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა. მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვნა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი წერილში მისი სასამართლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ვრცლად საუბრობს და საქმეს „პოლიტიკურად მოტივირებულ და ცილისწამებაზე აგებული აბსურდად“ აფასებს. ექსპრემიერი წერილში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯარის განვითარებისა და დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს პოზიციების გაძლიერებისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ განმარტავს. ღარიბაშვილის თქმით, “მთელი გულით ემსახურა” ქართლ ჯარსა […]

Continue Reading

ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა – მედია

“გურიის მოამბის” წყაროს ინფორმაციით, ლაითურის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა “პატიმარი ა. მ. რომელიც სასჯელს ლაითურის ციხეში იხდის,  ბადრაგმა, ძალის გამოყენებით გააუპატიურა, შემთხვევა ამ დღეებში, ლაითურის ციხეში მოხდა” ეს ინფორმაცია კარგად ინფორმირებულმა წყარომ “გურიის მოამბეს” დღეს მიაწოდა. წყაროს ცნობითვე, დაზარალებულმა ამის შესახებ ოჯახს უკვე აცნობა, თუმცა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატიმრის მამა, იმავე წყაროს ცნობით,  […]

Continue Reading

“ამდენი პატიმარი, თურმე, ტყუის, როცა ტრაპაიძეს ხელს ადებენ- ფიზიკურად გაგვისწორდაო… მალე მოძალადეებს ღირსების ორდენებზე წარადგენენ, ესეც არ გამიკვირდება” – ირმა ინაშვილი

სააკაშვილის ბნელ დროში დავბრუნდით, თუ რა ხდება? – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი კითხულობს და პენიტენციურ სისტემაში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარ ფაქტებს და პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება. “პენიტენციურ სისტემაში ყოველდღიურად რაღაცა ხდება და სისტემის ხელმძღვანელობა სტანდარტულად ამტკიცებს, რომ არაფერი არ მომხდარა. ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში პატიმარი საწოლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, თუ საწოლი […]

Continue Reading

პენიტენციური – პატიმარმა დავით ფეიქრიშვილმა ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პენიტენციური სამსახური უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. „სპეციალური […]

Continue Reading

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. კაირო-ასიუტის დასავლეთ უდაბნოს გზატკეცილის 55-ე კილომეტრზე სამგზავრო ავტობუსი მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მგზავრები ძირითადად ტურისტები იყვნენ. ავარია გიზაში მიმავალი რეგიონალური გზის შესასვლელთან მოხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ოცდარვა ეკიპაჟი გაიგზავნა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ ახლომდებარე საავადმყოფოები საგანგებო სიტუაციებში გადაიყვანა, […]

Continue Reading

ლარის კურსი 21 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9127 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“მათი დღეები დათვლილია” – ვის მიმართავს ირაკლი კობახიძე

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება – ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 21 ოქტომბერს იწყებს. კობახიძის თქმით, სარჩელის შეტანისას „ქართულმა ოცნებამ“ იხელმძღვანელა არა პირადი სუბიექტური ინტერესებით, არამედ […]

Continue Reading

მეუფე იობი სასულიერო პირთა შესახებ – “დღეს შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა (აქიაშვილმა) სასულიერო პირების შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ დღეს სასულიერო პირები ერისკაცების მსგავსად მეტყველებენ. მისი თქმით, მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ მათ შეიძლება, გინებაც დაიწყონ, მრისხანებაც გამოხატონ, ვიღაცას დაარტყან კიდეც. მეუფის თქმით, დღეს სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, რომ საზოგადოებას მოაწონოს თავი, „ფეისბუქში“ დებს ფოტოებს, ელოდება, ვინ რას იტყვის და მთელი ყურადღება ამაზე […]

Continue Reading

პარიზში არეულობების დროს მოპარული ნივთები ქუჩებში და ონლაინ წარმატებით იყიდება

მძარცველებმა პარიზში გაძარცვული ბუტიკებიდან მოპარული ნივთების გაყიდვა დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ვიდე ვრცელდება. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ მოპარული კოსმეტიკა, დიზაინერული ტანსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარები მასობრივად ჩნდება, მათ შორის, ონლაინ პლატფორმებზეც. გამყიდველები გულწრფელად აცხადებენ, რომ მათი საქონელი არეულობის დროს იქნა მოპოვებული. ქუჩაში გამყიდველები კი ნივთებს საკუთარ ტანზე იკრავენ, რათა თავიდან აიცილონ მათი ხელახლა მოპარვა. […]

Continue Reading

ექს-მინისტრი თიკა რუხაძე კაბინეტში ფრიდონ სულაბერიძეს უყვიროდა – რას ყვება ანსამბლ “რუსთავის” ხელმძღვანელის ვაჟი

ახალი ხმაურიანი ბრალდებები ოცნების კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ — მინისტრის კაბინეტში მომხდარ უხერხულ ისტორიას ფრიდონ სულაბერიძის შვილი ყვება. მისი ინფორმაციით, კაბინეტში მინისტრთან შესახვედრად ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი და მისი ვაჟი იმყოფებოდნენ. სულაბერიძის ვაჟი ყვება, რომ თიკა რუხაძე მის ძმასა და ფრიდონ სულაბერიძეს უყვიროდა, გამოიძახა დაცვაც, რის შემდეგაც სულაბერიძეებმა ამ შეურაცხყოფის ფონზე კაბინეტი დატოვეს. სულაბერიძის […]

Continue Reading

ოპოზიცია ელჩებს შეხვდა – მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით

არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით როცა ივანიშვილის რეჟიმი საჯაროდ აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ პარტია ,,ფედერალისტების” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით მისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა […]

Continue Reading

ქვეყნების ათეული, საიდანაც საქართველომ ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი წელს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, საიდანაც შემოსავლების ზრდა 29%-ს აღწევს, შემდეგ მოდის რუსეთი, საიდანაც წელს 14.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ომის გამო მნიშვნელოვანი კლებაა ირანიდან […]

Continue Reading

“ლეიბორისტული პარტია” დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე საუბრობს და ივანიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

“ლეიბორისტული პარტია” დავით გარეჯის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე საუბრობს და ბიძინა ივანიშვილისა და “ოცნების” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს – შესაბამისი განცხადებით პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა გენერალურ პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. ნათელაშვილი ამბობს, რომ 15 საუკუნოვანი ძეგლი აზერბაიჯანს მილიონების სანაცვლოდ სწორედ ივანიშვილ-ალიევის გარიგებით გადაეცა. მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ქრისტიანული ცივილიზაციური კულტურის ძეგლის, დავით გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე […]

Continue Reading

ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები. ადგილზე უკვე მივიდნენ „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ასევე, გიორგი გახარიას პარტიის […]

Continue Reading

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილოს

პარტიამ, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც მოითხოვა, რომ პარტიის – „გახარია-საქართველოსთვის“ კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ გამოიყოს და ცალკე განიხილოს. აღნიშნულის შესახებ პარტიაში – „გახარია საქართველოსთვის“ ბრიფინგი გაიმართა. „ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „გახარია საქართველოსთვის“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშილი ოპოზიციას – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ

დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ – ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე: ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით,- ასე მიმართავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას სოციალურ ქსელში. სააკაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ „მიშასთან, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით […]

Continue Reading

20 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ოქტომბერს ღირსი იოსებ ხუცესის, წმიდა მოწამეთა სერგის და ბაქოსის, იულიანე ხუცესის და კესარიოს დიაკონის და ასევე პოლიქრონიოს ხუცესის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად. ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ […]

Continue Reading

ბაზარზე შესაძლოა, მანათობელი ტატუები გამოჩნდეს, რომლის ჩართვა-გამორთვაც იქნება შესაძლებელი

მეცნიერებმა ტატუს მელანი შექმნეს, რომლის განათებაც “ჩართვა-გამორთვით” არის შესაძლებელი. ტექნოლოგია, PhotoTat აშშ-ში, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, რომელიც საშუალებას იძლევა, ტატუმ ფერი შეიცვალოს ან, თითქმის, უხილავი გახდეს. კვლევა ჟურნალ Matter & Light-ში გამოქვეყნდა. გამოცემის შეფასებით, მომავალში ეს ტექნოლოგია შესაძლოა, არა მხოლოდ ტატუს მოყვარულთათვის, არამედ იმ პაციენტებისთვისაც გახდეს სასარგებლო, რომლებსაც კანზე სამედიცინო ნიშნები სჭირდებათ. უნივერსიტეტის დოცენტი და […]

Continue Reading

„აი ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო…ჩამბარდა ოქმი“ – ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტის გამო, 30 ოქტომბერს მისი სასამართლო პროცესი გაიმართება. მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესი მის მიერ პრეზიდენტის მეუღლეს თამარ ბაგრატიონს. „აი ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო…  ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის […]

Continue Reading